📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ლიდერი უნდა იყოს... იბადები ლიდერად, თუ შეიძლება ასეთად აღიზარდო?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ლიდერი. ლიდერი! ლიდერი?

ლიდერი ერთ-ერთი იმ სიტყვათაგანია, რომელმაც ყოფილ საბჭოთა სივრცეში მენეჯმენტის ენის დამკვიდრებით მნიშვნელობა შეიცვალა, შემდეგ კი გაცვდა და კუპონივით გაუფასურდა. ბევრი ლიდერს მაღალ თანამდებობასთან აიგივებს, თუმცა, ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად მცდარია. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს, თუნდაც პოლიტიკაში. მაშინ, რა არის ლიდერობა? ან რა უნდა შეეძლოს ადამიანს, რომ კარგი ლიდერი იყოს?

რა თქმა უნდა, ამაზე ბევრი თეორია არსებობს. ზოგს ვეთანხმები, ზოგს არა, თუმცა მომწონს პ. კოსტენბაუმის კონცეფცია, სადაც მთავარი აქცენტი ბალანსზეა. წარმოიდგინეთ რომბი, რომლის საპირისპირო კუთხეებში რეალობა და ხედვა, ხოლო მეორე წყვილად სიმამაცე და გუნდურობა გვევლინება. რად ვარგა ლიდერი, რომელსაც ხედვა არ აქვს? მას ხომ გუნდი მიჰყვება ან ერთად მიდიან უკეთესი მომავლისკენ და თუკი წარმოდგენა არ აქვს სად მიდის, მაშინ არც უნდა გაუკვირდეს, თუ დანიშნულების ადგილი არ მოეწონება. მეორე მხრივ, თუ ეს ხედვა არ არის დაფუძნებული გუნდის შესაძლებლობებსა და არსებულ რეალობაზე, მაშინ რაც უნდა კარგი ხედვა ჰქონდეს ლიდერს, მიზნამდე ვერც მივა.

იგივე შეიძლება ითქვას მეორე წყვილზე – თუკი სიმამაცე არ გაქვს და გადაწყვეტილებებს ვერ იღებ, მუდმივ უმოძრაობაში იქნები, მაგრამ ზედმეტად სწრაფი და ერთპიროვნული მოქმედებები, გუნდის ჩართულობის გარეშე, წარუმატებლობის საწინდარია. შესაბამისად, რაც უფრო დიდია „ლიდერობის რომბი" და რაც უფრო სიმეტრიული, მით უფრო კარგი ლიდერი ხარ.

იბადები ლიდერად, თუ შეიძლება ასეთად აღიზარდო? ამაზე დავა არასდროს წყდება. ჩემი აზრით, ორივეა საჭირო. სხვანაირად რომ ვთქვათ, ლიდერობის პოტენციალი ბევრს აქვს, მაგრამ მას სწორად განვითარება სჭირდება და ამისთვის პოპულარული ან აკადემიური ლიტერატურის ნაცვლად, პირადი გამოცდილებაა საჭირო.

ჩემთვის ეს ყველაზე ნათელი გახდა, როდესაც საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებში ვმუშაობდი და ვუყურებდი ახალგაზრდებს, რომლებიც ერთი წლით გაცვლითი პროგრამით აშშ-ში მიდიოდნენ. კი, მართალია, მათ საკმაოდ რთული კონკურსის გავლა უწევდათ და შესაბამისად, ლიდერობის ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდები შეირჩეოდნენ, მაგრამ მათი შემდგომი პოზიტიური გარდასახვა და ლიდერობის უნარის განვითარება თვალშისაცემი იყო.

ამიტომ, არასოდეს შეგეშინდეთ პასუხისმგებლობისა და ბარიერების.

მხოლოდ სიძნელეების გადალახვით მოახერხებთ თქვენს თავში აღმოაჩინოთ საჭირო თვისებები და გახდეთ უკეთესი ლიდერი.

გიორგი მელაძე

ნიუტონის თავისუფალი სკოლის დამფუძნებელი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი