სტარტაპის დაფინანსების სხვადასხვა გზები

თქვენი იდეის დასაფინანსებლად რთულ კომპრომისებზე მოგიწევთ წასვლა.
სტარტაპის დაფინანსების სხვადასხვა გზები
ფოტო: Pixabay
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანტრეპრენერები, როგორც მენტორს, ყველაზე ხშირად ერთ შეკითხვას მისვამენ: „როგორ მოვიძიო ჩემი ბიზნესის დასაწყები ფული?“ ყოველთვის ვპასუხობ, რომ ამაში არანაირი ჯადოსნობა არ არის, ციდან ფულს არავინ ჩამოგიყრით მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი და საინტერესო იდეა გაქვთ.

მეორე მხრივ, ბიზნესის დასაწყებად უამრავი შემოქმედებითი შესაძლებლობა არსებობს. თუ ანტრეპრენერობა გსურთ, მოგიწოდებთ თითოეულ იდეაზე კარგად დაფიქრდეთ და მხოლოდ ერთზე ან ორზე  გაამახვილოთ ყურადღება. სხვა შემთხვევაში, საბოლოოდ აგებნევათ თავგზა.

საბანკო კრედიტი აიღეთ ან საკრედიტო ხაზი გახსენით

ახალი სტარტაპის დასაფინანსებლად ამ გზის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებთ, თუ კარგი საკრედიტო ისტორია ან აქტივები გაქვთ და ასევე, თუ მზად ხართ თქვენი სტარტაპის უზრუნველსაყოფად გარისკოთ.

სტარტაპის დასახმარებლად მომსახურება გაყიდეთ

ამას ხშირად უნარ-ჩვევების ბარტერს ეძახიან, ანუ რაღაცის, რაც გაქვთ, იმაში გაცვლა, რაც გჭირდებათ. მაგალითად, ოფისის მეიჯარეებისთვის კომპიუტერული სისტემების მომსახურების გაწევა და სანაცვლოდ, საოფისე სივრცის მიღება. ამის კიდევ ერთი გავრცელებული მაგალითი აქციების გაცვლაა კომპანიის იურიდიულ ან საბუღალტრო მომსახურებაზე.  

სტრატეგიულ პარტნიორს ან მომხმარებელს ავანსზე მოელაპარაკეთ

მსხვილი კლიენტი იპოვეთ, რომელიც თქვენს იდეას იმდენად ღირებულად ჩათვლის, რომ საქმის დასამთავრებლად ავანსსაც კი გადაგიხდით. ამ თემის კიდევ რამდენიმე ვარიანტი არსებობს. კერძოდ, პროდუქტის ადრეული ლიცენზირება ან შეთანხმების გაფორმება, რომ იგი საწყის ეტაპზე თქვენმა პარტნიორმა აწარმოოს.

ვენჩურულ ინვესტორებს მიმართეთ

ამ ტიპის ინვესტორები ისეთ ანტრეპრენერებს აფინანსებენ, რომლებსაც საქმის დასაწყებად რამდენიმე მილიონი დოლარი და საუკეთესო გუნდი  სჭირდებათ. პროფესიონალი ინვესტორები მხოლოდ კვალიფიციურ სტარტაპებში ახდენენ ინსტიტუციური თანხების ინვესტირებას, ანუ სტარტაპებს უკვე გამოცდილი ბიზნესმოდელი უნდა ჰქონდეთ, რომელიც მასშტაბის გასაზრდელად იქნება მზად.

იქნებ ავტორიტეტული პიროვნების მონახვა სცადოთ, რომელიც ვენჩურულ ინვესტორებთან გაგიწევდათ რეკომენდაციას.

ადგილობრივ ქველმოქმედებს მიმართეთ

დიდ ქალაქებში ბევრი შეძლებული ადამიანი ცხოვრობს, ზოგიერთი მათგანი კვალიფიკაციური სტარტაპის დასაფინანსებლად მილიონ დოლარსაც კი სიამოვნებით გაიღებდა. ონლაინპლატფორმები და სხვა ადგილობრივი არხები გამოიყენეთ მათ მოსაძებნად, ვისაც თქვენი ინდუსტრია დააინტერესებს.

მხარდამჭერების მოსაზიდი კამპანია დაიწყეთ

დაფინანსების ასეთი წყაროს შექმნაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერს შეუძლია. კამპანიის მიმდინარეობისას ნებისმიერს შეუძლია ონლაინ, ღიად თქვენს სტარტაპს გამოუცხადოს მხარდაჭერა, წინასწარ იყიდოს თქვენი პროდუქტი ან თანხა შეწიროს კომპანიას.

მცირე ბიზნესგრანტის მოპოვება

ამ ტიპის გრანტებს მხოლოდ სახელმწიფო ფონდები იძლევიან. ისინი ტექნოლოგიებისა და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განვითარებას უჭერენ მხარს, როგორიცაა განათლება, მედიცინა და სოციალური საჭიროებები. სახელმწიფო ონლაინპლატფორმები დალაშქრეთ და ისე სცადეთ ბედი. გრანტის მოპოვება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მათი მიღება ძალისხმევად ნამდვილად ღირს.

მსგავსი სტატია: სტარტაპ საქართველო – ინოვაციური ბიზნესიდეების ავტორთა სამსახურში

მეგობრებსა და ოჯახის წევრებს მიმართეთ

ყველაზე ადრეული სტარტაპებისთვის ნაღდი ფულის უმთავრეს წყაროს სწორედ მეგობრები და ოჯახის წევრები წარმოადგენენ, სადაც თქვენ მიმართ რწმენა საკვანძო როლს თამაშობს. მაგრამ თუ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს თქვენი არ სჯერათ, ვინმე სხვა როგორ დაგიჯერებთ?.. პროფესიონალი ინვესტორები, როგორც წესი, უნდა დაარწმუნოთ, რომ თქვენი იდეის დაფინანსება ღირს და საიმედო ანტრეპრენერი იქნებით.

თქვენი სტარტაპი თავად დააფინანსეთ

ბიზნესის დაწყება რეკორდულად დაბალ თანხას მოითხოვს და სტარტაპების 90%-ზე მეტს დამწყები ანტრეპრენერები თავად აფინანსებენ.  საქმის დაწყება და მისი განვითარება დროს მოითხოვს და შედარებით დიდხანს მოგიწევთ ეკონომიის გაწევა, მაგრამ ამას დიდი უპირატესობა აქვს – თქვენი საქმის ბატონ-პატრონი თავად იქნებით და რაც მთავარია, საყვარელ საქმეს გააკეთებთ.

ალბათ დარწმუნდით, რომ აქ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი გზით თანხის მოპოვება თავდადებულ შრომას მოითხოვს. თქვენი ბიზნესის დასაფინანსებლად რთულ კომპრომისზე მოგიწევთ წასვლა; არჩევანი უნდა გააკეთოთ მოკლე, გრძელვადიან ხარჯებსა და მათ ანაზღაურებას, ასევე, თქვენს საკუთრებასა და მის კონტროლს შორის.

გაითვალისწინეთ, სამყარო სავსეა შესაძლებლობებით და თქვენი ოცნება აუცილებლად უნდა აიხდინოთ!

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur