EYE: ქალაქის ქუჩებში გატანილი ინტერაქტიული მუზეუმი

ვატო ღუდუშაურის ტექნოლოგიური სტარტაპი
EYE: ქალაქის ქუჩებში გატანილი ინტერაქტიული მუზეუმი
ფოტო: EYE
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

EYE არის ქალაქის ქუჩებში გატანილი ინტერაქტიული მუზეუმი, რომელიც მომხმარებელს არამატერიალური კულტურის − ურბანული ტრადიციების, ისტორიული ფაქტებისა და ლეგენდების ამსახველ, მოძრავ 3D-მოდელებს წარუდგენს და მათ შესახებ მოკლედ და საინტერესოდ მოუყვება. მის ძირითად სამიზნე აუდიტორიას ტურისტები წარმოადგენს, რადგან უცხო ქვეყნის ისტორიისა თუ კულტურის ყველაზე საინტერესო ეპიზოდების მოკლე დროში გაცნობა და ვიზუალურად დანახვა, ყველაზე მეტად მათ აინტერესებთ.

EYE-ს ავტორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვატო ღუდუშაურია, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში უკვე ხელოვნური ინტელექტის ინჟინრის პოზიციაზე მუშაობს.

„EYE-ს შექმნის ისტორია ოთხი თვის წინ დაიწყო, როდესაც მუზეუმთან ვმუშაობდი პროექტებზე ვირტუალური რეალობის მიმართულებით. გამიჩნდა იდეა, რომ არამატერიალური კულტურის ამსახველი ექსპონატები შემექმნა და მათი ერთ სივრცეში თავმოყრის მაგივრად, ისინი ქალაქის ქუჩებში გამეტანა“, − გვიყვება ვატო.

ავტორი Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მომხმარებლისთვის EYE-ს გამოყენება ძალიან მარტივი იქნება. ის აპლიკაციის რუკაზე ნახავს მონიშნულ ლოკაციებს (ლოკაციები ძირითადად ტურისტულ, ისტორიულ ადგილებში იქნება განთავსებული). ადგილზე, აპლიკაციის ჩართვით და სმარტფონის კამერის მიმართვით ხედისკენ, ავტომატურად გაჩნდება ეკრანზე 3D-გამოსახულება, რომელიც არამატერიალური კულტურის კონკრეტულ ნაწილს ასახავს. მოძრავი 3D-მოდელის ნახვის შემდეგ, მომხმარებელი ასევე შეძლებს წაიკითხოს ან ხმოვან რეჟიმში მოისმინოს ტექსტი, რომელიც ამ არამატერიალური კულტურის კონკრეტული ნაწილის შესახებ მოუყვება. მაგალითად, მომხმარებელმა ნახა ლოკაცია ძველ თბილისში, მტკვართან. ის მივა ლოკაციაზე, ჩართავს აპლიკაციის კამერას და ავტომატურად გაჩნდება მტკვარზე ყარაჩოღელებით სავსე მცურავი ტივის გამოსახულება, რომელიც ძველ თბილისურ ტრადიაციას − ტივზე ქეიფს ასახავს და რომლის შესახებაც შემდეგ მოკლე ტექსტის წაკითხვის ან ხმოვან რეჟიმში მოსმენის საშუალება ექნება მომხმარებელს.

„სიახლე, რომელსაც რეალურად EYE შემოიტანს, არის ის, რომ შეიქმნება არამატერიალური ფაქტების მატერიალურად, ვიზუალურად ამსახველი გამოსახულებები, რომელიც, გარდა იმისა, რომ მომხმარებლამდე მიიტანს კულტურას, დაიცავს კიდეც მას დავიწყებისა და შეცვლისგან. იდეა ინოვაციურია იმითაც, რომ ჯერ არ ყოფილა მუზეუმის ქალაქის ქუჩებში გატანის მცდელობა. რა თქმა უნდა, ყველა ქალაქს აქვს თავისი ურბანული ტრადიციები, ლეგენდები და ისტორიული ფაქტები. რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა მათგანში შესაძლებელია აპლიკაციის ლოკაციების გაკეთება. დასაწყისისთვის პრიორიტეტული ტურისტულად მდიდარი ქალაქების აღჭურვა იქნება“, − აცხადებს ვატო.

 

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ამბობს, რომ გლობალურ ბაზარზე გატანა აპლიკაცია EYE-სთვის არა მარტო კარგი პერსპექტივა, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობაც კია, რადგან დიდი რაოდენობით მომხმარებელი ვერ ისარგებლებს აპლიკაცით, თუკი ის მხოლოდ ერთ ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი. ვატოს თქმით, „ახლა ინვესტიციის მოზიდვის ეტაპზე ვართ და ვინაიდან საქართველოში ჯერ კიდევ რთულია კერძო ინვესტორის პოვნა, ინვესტიციას სახელმწიფო სექტორში ვეძებთ. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში შეტანილი გვაქვს განაცხადი 100 000-იანი გრანტის შესახებ, თუმცა ღია ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც ადამიანური ან მატერიალური რესურსის შემომტანი იქნება ჩვენს პროექტში. გრანტის მიღების შემთხვევაში, ექვს თვეში აპლიკაცია დასრულებული იქნება და ბაზარზე გადაინაცვლებს. სამომავლოდ, ჩვენ ყველანაირი რესურსი გვექნება იმისათვის, რომ ჩვენსავე ფინანსებით განვვითარდეთ, მაგრამ ზრდის ტემპის დასაჩქარებლად ვგეგმავთ უცხოურ საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობას. 5 წლის ვადაში ვგეგმავთ არაერთი ევროპული, ტურისტულად მდიდარი ქალაქის აღჭურვას ჩვენი შესაძლებლობებით. ვაპირებთ, რომ აპლიკაცია EYE მსოფლიო მოგზაურებისთვის განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ. ეს არის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს დაანახებს იმას, რის შესახებაც სხვები უყვებიან“.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Entrepreneur Store scours the web for the newest software, gadgets & web services. Explore our giveaways, bundles, "Pay What You Want" deals & more.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.