📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ შექმნა სტენფორდის უნივერსიტეტიდან გაგდებულმა ორმა ბიჭმა $2.6 მილიარდიანი კომპანია რისი სწავლა შეგიძლიათ პედრო ფრანჩესკისა და ენრიკე დუბუგრასის დაბრკოლებებისა და წარმატებებისგან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Digitalwise

დაწყებითი სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა, როგორც წესი, საათობით თამაშობს პარკში მეგობრებთან ერთად, თუმცა ბრაზილიელ ვუნდერკინდებს − პედრო ფრანჩესკისა და ენრიკე დუბუგრასს სულ სხვა გატაცება ჰქონდათ: კოდირება. პედრო პირველი იყო, რომელმაც iPhone 3G-ს კოდი გატეხა და ასევე პირველი, რომელმაც პროგრამული უზრუნველყოფა შექმნა და Apple-ის ვირტუალური ასისტენტი − Siri პორტუგალიურ ენაზე აალაპარაკა. ხოლო ენრიკე სულ 12 წლის იყო, როდესაც ვიდეოთამაშების კოდირება და პროგრამირება დაიწყო.

ეს ორი ადამიანი ერთმანეთს Twitter-ზე შეხვდა. მათი წარმატებული საქმიანი ურთიერთობა მრავალ წამოწყებას ითვლის. სულ 16 წლისანი იყვნენ, როდესაც ბრაზილიის პირველი გადახდის სისტემა − Pagar.me შექმნეს, მისთვის $30 მილიონი მოიზიდეს და 100-ზე მეტი თანამშრომელი აიყვანეს კომპანიაში. შემდეგ გაყიდეს და სტენფორდის უნივერსიტეტში დაიწყეს სწავლა. იქ სულ რვა თვე გაატარეს, სწავლას თავი გაანებეს და Brex-ზე დაიწყეს მუშაობა − სტარტაპზე, რომელიც ტექნიკური სტარტაპებისთვის კორპორაციულ ბარათებს ამზადებს. სულ რაღაც ორ წელიწადში, პედრომ და ენრიკემ Brex-ი უმდიდრეს კომპანიად აქციეს. ფონდების მოძიების უკანასკნელ რაუნდზე იგი კოლოსალურ ფასად − $2.6 მილიარდად შეფასდა.

Entrepreneur -თან ექსკლუზიურ ინტერვიუში პედრო და ენრიკე თავიანთ ბავშვობას, სტენფორდში ყოფნას და იმას იხსენებენ, თუ როგორ ხვეწდნენ ბიზნესში თავიანთ ნიჭს დროთა განმავლობაში. მათი გამოცდილების შედეგი ხუთი პრაქტიკული პრინციპია, რომელიც მრავალმილიარდიანი კომპანიის შექმნაში დაეხმარათ.

1. მათ ადრე დაიწყეს

თანადამფუძნებლებს ტექნიკური თვალსაზრისით კოდირების ადრეულად დაწყება დაეხმარათ, ბიზნესსამყაროში ბავშვობისას ჩართვამ კი უდიდესი დივიდენდები მოუტანათ. „მე და ენრიკეს ცნობისმოყვარეობამ და ანტრეპრენერულმა სულმა გვიბიძგა, ჯერ კიდევ მოზარდებს შეგვესწავლა ბრაზილიის ბიზნესსამყაროს ყველა დეტალი", − მითხრა პედრომ.

ამ ეტაპზე მათ ბევრი არაფერი იცოდნენ. როგორც პედრომ მითხრა: „როდესაც Pagar.me-ის შესაქმნელად პირველი რაუნდის ფინანსები მოვიპოვეთ, არც კი ვიცოდით როგორ უნდა განგვესაზღვრა ღირებულება და არც ის, „სამართლიანი გარიგება" რა იყო". მარტივად რომ ვთქვათ, ახალგაზრდა თანადამფუძნებლებმა კოდირება ნამდვილად იცოდნენ, მაგრამ გამჭრიახობა აკლდათ ბიზნესში.

მაგრამ ამაში განსაკუთრებული არაფერი იყო − როდესაც მონეტიზაციის, მასშტაბის გაზრდისა და სხვა უამრავ პრობლემებს აწყდებოდნენ, ადგილზევე ცდილობდნენ ვითარებაში გარკვევას. იმ დროისათვის ვერც კი ხვდებოდნენ, რომ Pagar.me-ის შექმნის გამოცდილება ფასდაუდებელი იქნებოდა მათი შემდეგი წამოწყებისთვის. „ჩვენ უკვე ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანია სისტემების ნულიდან შექმნა, რომ შემდეგში პროდუქტის გარკვეული მახასიათებლების (ხელმოწერა იქნება ეს, გადახდის პირობები თუ ჯილდოები) შეცვლა ისე შეძლო, რომ მოძველებულმა სისტემებმა არ შეგაფერხონ", − აღნიშნა პედრომ.

პრინციპში, საქმიანობის ადრეულად დაწყებამ დამფუძნებლებს ასაკისთვის სრულიად შეუფერებელი გამოცდილების მიღებისა და Brex-ზე მუშაობის დაწყების საშუალება მისცა, მაგრამ გამოცდილების მიუხედავად, მათ დიდი შანსი არ ჰქონდათ, კოლეჯში სწავლა მეტისმეტად დიდ დროს მოითხოვდა.

მსგავსი სტატია: ქართველი ჯუნიორ ანტრეპრენერები

2. მათ გარისკეს

სტენფორდში სწავლის დაწყებიდან სულ რაღაც რვა თვეში, ენრიკემ განაცხადა, რომ „უნივერსიტეტში გაიცნეს ადამიანები, რომლებთან მეგობრობაც დღესაც გრძელდება და გამოჩენილი პროფესორებისგანაც ბევრი ისწავლეს", მაგრამ კოლეჯის ცხოვრებასთან შეგუება მათთვის ადვილი არ აღმოჩნდა. როგორც ენრიკე ამბობს, საერთო საცხოვრებელი ოთახის გარეთ ყოფნამ და ლექციებზე სიარულმა დაარწმუნა, რომ დამოუკიდებლობა და ანტრეპრენერული გარემო ენატრებოდა, რომელიც ბრაზილიაში ჰქონდა.

თანადამფუძნებლებს უყვარდათ სტენფორდი − სათანადო პატივს მიაგებდნენ მეცნიერებს და ნიჭიერ ადამიანებს, ზოგიერთი მათგანი Brex– ის თანამშრომელი და ინვესტორი გახდა. „ვიცოდით, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვქმნიდით, რაც მთელ ჩვენს დროსა და ყურადღებას მოითხოვდა. როგორც კი იგრძნობ, რომ იდეა გაქვს, აუცილებლად უნდა გარისკო იმისათვის, რათა რაღაც განსაკუთრებული შექმნა", − იხსენებს ენრიკე.

Brex-ზე მუშაობასთან ერთად, სტუდენტობა ნამდვილი ჟონგლირება იყო, ამიტომ პედრომ და ენრიკემ სტენფორდში სწავლას თავი გაანებეს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე გახლდათ და წარმატებასა თუ პროგრესზე არც იყო ლაპარაკი. იმის თქმა, რომ ეს გარისკვა იყო, თითქმის არაფრის თქმას ნიშნავს.

3. ისინი მოქნილები იყვნენ და სწრაფად მოქმედებდნენ

ფინანსურ-ტექნიკური Brex-ი სტარტაპებისთვის კორპორაციული ბარათების დამზადებაში იწაფებოდა, თანადამფუძნებლები კი ფიქრობდნენ, რომ პრობლემები, რომლებიც გადახდებთან დაკავშირებით ბრაზილიაში ჰქონდათ, შეერთებულ შტატებში უკვე მოგვარებული იქნებოდა. ამიტომ, ბიზნესაქსელერატორ YCombinator-ში გაერთიანდნენ და ვირტუალური რეალობის სტარტაპის შექმნას ფიქრობდნენ. სულ რაღაც სამი კვირაში გააცნობიერეს, რომ ბაზრის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ და მოქმედებებზე გადასვლა იყო საჭირო.

მართალია თავიდან შესაფერის კომპანიაზე არ დაუდიათ ფსონები, მაგრამ პირველი კვირა YC-ში მათთვის დროის დაკარგვა სულაც არ ყოფილა. როდესაც დამფუძნებლებმა დაინახეს, რომ YC-ის 2017 წლის ზამთრის სტარტაპებში ვერავინ შეძლო კორპორაციული ბარათის მიღება, მიხვდნენ, რომ შეერთებული შტატების გადახდების სფეროც უნდა „შეეჯანჯარებინათ".

ამ პრობლემის მოგვარება აღმოჩნდა Brex-ის მამოძრავებელი ძალა, და რაც მთავარია, მათ საკუთარ მაგალითზე ისწავლეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქნილობა. როგორც ენრიკე ამბობს, „არასოდეს არაფერი მიდის ისე, როგორც თავიდან წარმოგიდგენიათ. მოქნილი უნდა იყოთ, რომ როდესაც გზად სიურპრიზები დაგხვდებათ, ადაპტირება შეძლოთ". ისინი კიდევ დიდხანს რომ შეჩერებულიყვნენ ვირტუალური რეალობის სტარტაპის იდეაზე, ზრდის იმ ტემპის მიღწევას, როგორიც Brex-ით მოახერხეს, ვერ შეძლებდნენ.

4. მათ ძლიერი ქსელი შექმნეს

მათ გამოცდილებაც ჰქონდათ გადახდებში, იდეაც და ინვესტიციაც − $ 120,000 YCombinator-გან. იცოდნენ, რომ სწორ გზაზე იდგნენ, მაგრამ ეს ინდუსტრიის მხრიდანაც უნდა ეგრძნოთ. მათთვის აუცილებელი იყო PayPal-ის თანადამფუძნებლებთან, პიტერ თილთან და მაქს ლევჩინთან დაკავშირება.

ენრიკეს მიაჩნია, რომ Brex-ისთვის სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი მომენტი: „ჩვენს იდეაში დარწმუნებულები ვიყავით და ისიც ვიცოდით, როგორ გაგვეტანა საკუთარი პროდუქტი ბაზარზე, მაგრამ როდესაც ამ სფეროს ორი აღიარებული ექსპერტის მხარდაჭერაც დავიმსახურეთ, მაშინ მივხვდით, რა პოტენციალი ჰქონდა ამ კომპანიას და რა მასშტაბებს მიაღწევდა".

მსგავსი სტატია: ურთიერთობების ძალა

Brex-ს დაფინანსების სერია B-ში $50 მილიონის მოზიდვაში PayPal Mafia- სგან მიღებული მხარდაჭერა დაეხმარა, რაც თილისა და ლევჩინის მონაწილეობასაც გულისხმობდა. საბოლოოდ, ამ მძლავრი ინდუსტრიული სპეციფიკური ქსელის შექმნამ, პედროსა და ენრიკეს ფონდების მოსაძიებლად და მასშტაბების გასაზრდელად ყველაფრის გაკეთების საშუალება მისცა.

5. მათ გაამართლეს თავიანთი კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი

Brex-ის მისიისთვის მათ უკვე ჰქონდათ გამოცდილება დომენისა და ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში და ერთი დეტალიღა აკლდათ, რომ მაღალი ლიმიტის კორპორაციული ბარათი რეალობად ექციათ − ბევრი ფული. ახალგაზრდა ანტრეპრენერთა უმრავლესობისთვის ფინანსების მოზიდვა მეტისმეტად მტკივნეული საკითხია. არც პედრო და ენრიკე იყვნენ ამ მხრივ გამონაკლისები, მაგრამ ბიზნესის პრინციპები მათ მხარეს იყო: Brex-ს კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი უნდა ჰქონოდა მზარდი გადახდების ოპერაციის დასაფინანსებლად და ინვესტორებმა ეს იცოდნენ.

ამასთან, Brex-ს ზრდის მაჩვენებლებიც ჰქონდა კონცეფციის დასამტკიცებლად. Bloomberg-ის ცნობით, კომპანიამ 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის ივნისამდე ექვსჯერ გაზარდა ყოველთვიური შემოსავალი. სწრაფმა ზრდამ, ვენჩურულ დაფინანსებასთან ერთად, კომპანიას სესხის გადახდის გზაც გაუხსნა. სულ რაღაც სამი თვის წინ, Brex– მა $100 მილიონი აიღო სესხად Barclays-გან.

Brex-ის შემოსავალი განუხრელად იზრდება, კომპანიას კარგი ბალანსი აქვს და ამიტომ ფონდების მოძიება მარტივი გახდა. წინა რაუნდების ინვესტორები Brex-ის შეფასებით კმაყოფილები დარჩნენ, ხოლო შემოსავლებმა Brex-ს ბანკებისგან დიდი ოდენობით სესხის მიღების საშუალება მისცა, შემდგომი ზრდის შესანარჩუნებლად. ბანკში ფულადი სახსრები განუწყვეტლივ იმის გამო იზრდებოდა, რომ პედრომ და ენრიკემ Brex-ის კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლები გაამართლეს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან