📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ზიპინ თბილისი: როცა ფრენის შესაძლებლობა ყველას აქვს ეს ისაა, რაც ყველა ადამიანმა უნდა გამოსცადოს ერთხელ მაინც ცხოვრებაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Zipin Tbilisi

საქართველოში ექსტრემალური ატრაქციონების პოპულარობა დღითი დღე იზრდება. მისი მეშვეობით მიღებული ადრენალინი სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება სასურველი.

ზიპლაინი (ZIP-LINE) – ექსტრემალური ატრაქციონების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა, რომელიც თბილისშიც არის ხელმისაწვდომი. ზიპლაინი წარმოადგენს ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე გაჭიმულ მეტალის, კერძოდ ფოლადის კაბელს, მასზე დამაგრებული თავისუფლად მოძრავი როლერით. სწორედ ამ როლერის მეშვებით შეუძლია მსურველს გადაადგილება.

თბილისში ამ სერვისის მიწოდებას „ზიპინ თბილისი" ახდენს, რომლიც ნარიყალაზე 2017 წელს გაიხსნა და ხელმისაწვდომია ყველა სეზონზე 11:00-21:00 დროის შუალედში. ბაგირი 275 მეტრ დისტანციაზეა გადაჭიმული, 30 მეტრ სიმაღლეზე. საწყის წერტილს ნარიყალას ზედა საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია, ფინიშს კი ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს.

„ზიპინ თბილისი" ქართულ მხარესთან ერთად უკრაინელი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით და ჩართულობით გაკეთდა. უსაფრთხოების ნორმების უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფა, მათი პრიორიტეტია. ბაგირები უმაღლესი ტექნოლოგიით არის დამზადებული და 20 ტონა დატვირთვას უძლებს. მომხმარებლები სპეციალურ დაცულ სისტემაში სხდებიან, დამატებითი უსაფრთხოებისთვის კი თავზე ჩაფხუტს იცვამენ.

„ზიპლაინის აქტრაქციონი – ეს ისაა, რაც ყველა ადამიანმა უნდა გამოსცადოს ერთხელ მაინც ცხოვრებაში. იგი მსურველებს საშუალებას აძლევს გათავისუფლდნენ, იგრძნონ ადრენალინი და ფრენის მომენტში დატკბნენ ბოტანიკური ბაღის ულამაზესი ხედებით. ეს არის საოცრად ექსტრემალური გამოცდილება, უსაფრთხოების წესების უმაღლესი დონის დაცვით. ამ ყველაფერში ადამიანებს ჩვენი კვალიფიცირებული ინსტრუქტორები ეხმარებიან, რომლებიც ვუზრუნველვყავით მაღალი დონის პროფესიული კურსის გავლით. ჩვენი გუნდის სურვილია, რომ საქართველო, რომელიც არ გამოირჩევა მსგავსი აქტრაციონების სიმრავლით, სულ მალე იქცეს ექსტრემალური სპორტის ქვეყნად. ვცდილობთ ამ მხრივ წვლილი შევიტანოთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ზიპლაინი უცხო ხილი აღარ იქნება, განსაკუთრებით კი ქართველებისთვის. ჩვენი დიდი სურვილია ამ გზით ქვეყნის მეტად გახალისება და გაცოცხლება, მისთვის აქტიურობის შეძენა." - უყვება „ზიპინ თბილისის" გუნდი Entrepreneur-ს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მომხმარებლების უმეტესი ნაწილი უცხოელი ტურისტები არიან. ქართველი მომხმარებლების წასახალისებლად კი სპეციალური კლუბი შეიქმნა, რომელში გაწევრიანებაც ქართული პირადობის დამადასტურებელი ბარათის მქონე პირებს შეუძლიათ. დარეგისტრირებულები ზიპლაინზე 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. კლუბში გაწევრიანების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებმისამართზე: club.zipline.ge

ზოგადად კი, ზიპლაინით სარგებლობა 40 ლარს შეადგენს, რომელშიც ბოტანიკური ბაღის ბილეთი და ერთჯერადი ჩამოსრიალება შედის. მომსახურებას ასაკობრივი შეზღუდვა არ გააჩნია. მინიმალური დაშვების წონას 25 კგ, მაქსიმალურს კი 130 კგ წონა წარმოადგენს.

„ზიპინ თბილისის" გუნდს განვითარების ამბიციური გეგმები აქვს: „სამომავლოდ ბევრ სიახლეს გპირდებით, რომელზე ინფორმაციასაც ეტაპობრივად შეგატყობინებთ. „ზიპინ თბილისი" დღითი დღე ვითარდება, რაც აუცილებლად აისახება ჩვენს ქვეყანაზეც. საქართველო აუცილებლად იქცევა ქვეყნად, სადაც ფრენის საშუალება ყველას ექნება", – აცხადებს „ზიპინ თბილისის" გუნდი.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე