ემოციური ინტელექტი - ნატალი ბარნაბიშვილი

სრულყოფილი კომფორტის ზონის შექმნის ხელოვნება
ემოციური ინტელექტი - ნატალი ბარნაბიშვილი
ფოტო: Entrepreneur Georgia
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნატალი ბარნაბიშვილი
ღვინისა და კულინარიული ტურიზმის აკადემიის დამფუძნებელი
ნეირომარკეტინგის აკადემიის დამფუძნებელი

 

"შენი ემოციები შენი ბედია, ანუ ემოციური ინტელექტი, როგორც ბედ-იღბლის ინდიკატორი.

ბოლო პერიოდში ემოციური ინტელექტი იმდენად პოპულარული გახდა, რომ თავად ტერმინის ახსნაზე დროს არ დავხარჯავ, პირდაპირ გადავალ პირად მაგალითზე და მოგიყვებით, რას ვგულისხმობ ემოციურ ინტელექტში. არ დავწერ „დაუთოვებულ“ სიტყვებს და ლამაზ ფრაზებს წიგნებიდან. სპონტანურად მივყვები ჩემს შეგრძნებებს. ემოციებზე საუბარი არასოდესაა მარტივი. ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვისაუბრო უმართავ გრძნობებზე ლოგიკურად ან დალაგებულად მაშინ, როდესაც ზოგადად ცნება „გამართული და ლოგიკური გრძნობები“ არ არსებობს?.. ამიტომ ახლა „ღია ზღვაში შევდივარ“, უკომპასოდ, გაშლილი იალქნებით და წინ როგორი ცურვა მელის, ამას ტექსტის ბოლოში ერთად მივხვდებით. თუ საფიქრალი დაგვრჩება, მაშინ ჩაითვლება, რომ ხელში შედეგი გვიჭირავს!

წავედით.

სად კვეთენ ერთმანეთს მიზნის მიღწევა და ურთიერთობები?

ეს ის საკითხია, რომელიც საქმიანი ადამიანებისთვის, ანტრეპრენერებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. რადგანაც პირველი პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე ვარ, ხშირად დავეყრდნობი აღმოსავლურ ფილოსოფიას. ცნობილია, რომ ვედებში ქალისა და მამაკაცის ემოციები ერთმანეთისგან განსხვავებულია. ისინი ამბობენ, რომ მამაკაცს აქვს შედეგზე ორიენტირებული ფსიქიკა, მას უნდა, რომ ჰქონდეს მიზანი და როცა რთულ მდგომარეობაშია, მისი დამამშვიდებელი გამოსავლის პოვნა და მიზნის მიღწევაა! ქალს კი ურთიერთობებზე ორიენტირებული ფსიქიკა აქვს. ქალს სურს, რომ გაუგონ, მოეფერონ, სჭირდება მხარდაჭერა, უნდა, რომ უთხრან: „საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება, მე შენ გვერდით ვარ“, და ის მეორე დღეს თავად მოძებნის გამოსავალს. სამწუხაროდ, დღეს ეს ცოდნა მივიწყებულია, ადამიანებს თავგზა აებნათ და ამას ხელს არასწორი აღზრდაც უწყობს, ამ დროს კი, ყველანი ხომ ბავშვობიდან მოვდივართ? ხშირად ისეც ხდება, რომ ბავშვს აკრიტიკებენ, უნერგავენ დანაშაულის გრძნობას და ხელოვნურად ხდიან ისეთ ადამიანად, რომელიც ორიენტირებულია მიზნებზე, შედეგებზე, შემოსავალზე, კარიერაზე... ბავშვს არავინ ესაუბრება გრძნობებისა და ურთიერთობების მნიშვნელობაზე. ამ დროს ჩნდება დეპრესია, ნარკოტიკები, ალკოჰოლი, ჭარბწონიანობა, დიაბეტი, სამორინე, შიშები, ტიკები... და ა.შ. სია გრძელია...

დღევანდელ ბიზნესსამყაროში ამგვარად გაზრდილი ბავშვებისთვის ყალბი სიყვარულის გამოხატვის ბევრი სატყუარაა, და ზუსტად მათზეა გათვლილი თანამედროვე ბიზნესის „ყველი სათაგურში“ − რეკლამები და სახელის სამჯერ გამმეორებელი, დატრენინგებული თანამშრომლები (ვუტრირებ), ფულის დასახარჯად მოფიქრებული კონფერენციები, ყალბი ნეთვორქინგი. ბიზნესს ხელს აძლევს ბევრი უბედური ადამიანი დაბალი თვითშეფასებით, რადგან ის გაიკეთებს კანის გადაჭიმვას, აიღებს კრედიტს, იყიდის დიდ „ჯიპს“, დიდ სახლს, სადაზღვევო პაკეტს მხოლოდ VIP- კლიენტებისთვის, რადგან ჩვენ „ვზრუნავთ“ თქვენზე, ბანკს თქვენ „უყვარხართ“, გილოცავთ დაბადების დღეს, ეს ფასდაკლება მხოლოდ თქვენთვისაა... და ა.შ. და ა.შ. მარკეტერებმა იციან, რომ ჩვენ ვეძებთ ემოციებს, ჩვენ გვწყურია სიყვარული და ჩვენ მათი დაჯერება გვინდა. ჩვენ გვგონია, რომ ბიზნესსამყაროს ვუყვარვართ... და ამ დროს ეს ყველაფერი ფარსია, თამაშია, სიყალბეა, ჩინური პატენტია... და ჩვენ ამას ვყლაპავთ, როგორც ინდაურები, 2-დიპლომიანი, მაგისტრატურიანი, 4 ენაზე მოლაპარაკე, დიდ შავ „ჯიპზე“ შემომსხდარი ზომბები... და ბოლოს რა გამოდის? მთელი ცხოვრება იმისთვის ვიხდიდით კრედიტებს, რომ ბედნიერები ყოფილიყავით, რომ შვილებისთვის მომავალი მოგვეწყო და სინამდვილეში ვრჩებით ბებერი, შვილებთან ურთიერთობადანგრეული, მარტოხელა პენსიონერებად შავ „ჯიპში“...

და როგორც იმ ცნობილ იგავშია, სადაც სამ ჭურჭელში უნდა ჩაასხათ წყალი და გადაანაწილოთ „კარიერა“-ში, „სიყვარული“-ში და „ჯანმრთელობა“-ში, თუ ჩვენ ერთ-ერთ მათგანში ჩავასხამთ მეტს, ავტომატურად დააკლდება სხვას და ასე იქნება მუდამ, სანამ არ დავიცავთ ოქროს შუალედს. ზომიერების დაცვის უნარი კი ადამიანის ემოციური ინტელექტის მაჩვენებელია, და სწორედ ეს ემოციები ქმნიან საბოლოო ჯამში ჩვენს ბედ-იღბალს. ამიტომ, გვიყვარდეს ერთმანეთი!"

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur