ციფრული სტარტაპების რაოდენობა იზრდება და თანაც - სწრაფად

Accelerator სულ 24 თვის წინ დაინერგა სამხრეთ აფრიკაში, Entrepreneurs' Organisation-ში გაერთიანებულ ანტრეპრენერთა სხვა კომპანიებში კი ეს პროგრამა უკვე 12 წელიწადზე მეტია მთელ მსოფლიოში წარმატებით მუშაობს
ციფრული სტარტაპების რაოდენობა იზრდება და თანაც - სწრაფად
ფოტო: Pixabay
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ძველი ანდაზა ღაღადებს, რომ ანტრეპრენერები კი არ ხდებიან, ანტრეპრენერებად იბადებიან. მაგრამ ეს მითი პროგრამებმა გააქარწყლა, რომლებიც სტარტაპებს მზარდი ბიზნესის შემდეგ ეტაპზე გადასვლაში ეხმარება.

Accelerator სულ 24 თვის წინ დაინერგა სამხრეთ აფრიკაში, Entrepreneurs' Organisation-ში გაერთიანებულ ანტრეპრენერთა სხვა კომპანიებში კი, ეს პროგრამა უკვე 12 წელიწადზე მეტია მთელ მსოფლიოში წარმატებით მუშაობს.

„მართალია, ფინანსური ზრდა მნიშვნელოვანია და წარმატების ერთ-ერთი საზომია, მაგრამ საკუთარი თვალით ვიხილეთ, როგორ იზრდებოდნენ პიროვნულად ანტრეპრენერები“, − განმარტავს უოლტერ პენფოლდი, EO Accelerator-ის ხელმძღვანელი.

„ანტრეპრენერებს სხვა კომპანიების მფლობელთა პერსონალური ზრდა და პერსპექტივები აძლევს შესაძლებლობას, თავიანთ მომავალზე სტრატეგიულად იფიქრონ: როგორ უნდა გავიდნენ ახალ ბაზრებზე; როგორ დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები ან როგორ მოიპოვონ ფინანსები, რომელიც მათ ბიზნესს წინ წაიყვანს“.

წარმატებულ ანტრეპრენერებს, რომლებმაც პროგრამები გაიარეს, ციფრულ ტექნოლოგიებზე დამყარებული კომპანიები აქვთ და ამ ტექნოლოგიებს ტრადიციული ბიზნესმოდელების დასანგრევად იყენებენ.

ამ კომპანიებმა ბაზარზე ფიტნესის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში ცარიელი ადგილები მონახეს და ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად ციფრულ გადაწყვეტილებებს ნერგავენ.

არლინ მალდერი და კამილა ეგონი, WeThinkCode-ის თანადამფუძნებლები

ეს კომპანია კვალიფიციურსა და ნიჭიერ პროგრამისტებს ასწავლის და კორპორაციებისთვის ამზადებს.

„კომპანიის თანადამფუძნებლების რანგში, პროგრამა Accelerator-ი ერთად გავიარეთ, რამაც სტრატეგიაზე ერთად მუშაობის საშუალება მოგვცა. ჩვენი ბიზნესის გაზრდის გზებიც ვისწავლეთ და ამ წლის ბოლოს კეიპთაუნში კამპუსსაც ვხსნით, გასულ წელს შემოსავლების 240-პროცენტიანი ზრდა გვქონდა“, − აცხადებენ მალდერი და ეგონი.

ელისონ მარტინი, UdoTest-ის დამფუძნებელი

UdoTest-ი ექიმთან ვიზიტის გარეშე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს თვით-ტესტირების შესაძლებლობას იძლევა. აქსელერატორში გაერთიანების შემდეგ, ამ დაავადებების დიაგნოსტირების 30-პროცენტიანი ზრდა აღინიშნება.

„ყველაზე მთავარი, რაც Accelerator-ის პროგრამის გავლისას ვისწავლე, ისაა, რომ როდესაც ანტრეპრენერების საზოგადოებაში ხვდებით, რომლებიც საკუთარ იდეებსა და გამოცდილებას გიზიარებენ, დიდი პერსპექტივა გეძლევათ. ჩემი ბიზნესის უკეთ მართვის საშუალება ამან მომცა“, − ამბობს მარტინი.

რაიან კანინი, DocFox-ის თანადამფუძნებელი

„ჩემთვის ძნელი არ არის იმის გაგება, რომ შესაძლოა სულ სხვა შესაძლებლობამ გაგიტაცოთ, რომელიც საერთოდ არ იყოს მნიშვნელოვანი. მე დიდი ყურადღებით ვანაწილებ ჩემს დროს და მხოლოდ იმაზე ვმუშაობ, რაც ფასეულია ჩვენი ბიზნესისთვის და მისი მამოძრავებელი ძალაა“, − აცხადებს კანინი, რომელიც თავის წარმატებას მთლიანად Accelerator-ს მიაწერს.

ვებაპლიკაცია სოციალურ დაზღვევაზე შესატანი კანონის (FICA) მოთხოვნებს ავტომატურად ასრულებს და ფინანსური მომსახურების კომპანიებს ახალი კლიენტების ინტეგრირებაში მარტივად, სულ რამდენიმე წუთში ეხმარება.

რაიან ზაუერი, Punk Media-ს დამფუძნებელი

ციფრული მედიის ყიდვის სერვისების მიმწოდებელი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 100 პროცენტით იზრდება.

„ამ პროგრამის გავლისას გავიგე, რომ ჩემნაირი პრობლემები ბევრ ანტრეპრენერს აქვს კომპანიებში, თანაც სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროში საქმიანობენ ისინი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანებს ეხება, ფულად ნაკადებს თუ პოზიციონირებას. როდესაც იცი, რომ მარტო არ ხარ და გარშემო ისეთი ადამიანები გახვევია, რომლებიც კომპანიისა და პირად საქმეებს გიზიარებენ, ეს კიდევ უფრო ღირებულს ხდის EO Accelerator-ში ყოფნას“, − ამბობს ზაუერი.

სვენ რაინერშტაინი, Jawbone-ის დამფუძნებელი

მართალია, სვენ რაინერშტაინი ციფრული სამყაროდან არ არის, მაგრამ დიდი წარმატება მოიპოვა. მის გამოცდილებაზე დაფუძნებული ღონისძიებების ბიზნესის შემოსავალი უკვე 700 პროცენტით გაიზარდა.

ამ პროგრამის არსი კოლეგებს შორის ურთიერთობებია, რომლებიც ანგარიშვალდებული ჯგუფების საშუალებით იქმნება, და რომლითაც მონაწილეები გამოცდილების გასაზიარებლად და საერთო ბიზნესამოცანებზე სამუშაოდ რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს.

„პროგრამა Accelerator-მა ჩვენი კულტურისა და აღრიცხვიანობის საფუძველზე ბიზნესის შექმნის საშუალება მომცა, ინოვაციებსა და მომავლის იდეებზე აქცენტით. თანაც, არც მხოლოდ ჩემს ბიზნესზე ვმუშაობ და არც მხოლოდ ჩემს ბიზნესში ვარ“, − ამბობს რაინერშტაინი.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur