სტარტაპ დეკრეტში გასული თიბისელები

დეკრეტულ შვებულებას თიბისი სრულად აანაზღაურებს
სტარტაპ დეკრეტში გასული თიბისელები
ფოტო: TBC
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სექტემბრის თვეში შვილის მოლოდინში 30 თიბისელი უკვე გავიდა დეკრეტში. თუმცა, მათ რიცხვს სულ მალე, ყველაზე წარმატებული ბიზნესიდეების “მშობლებიც” დაემატნენ.

თიბისის ახალ პროექტს – “სტარტაპ დეკრეტს” გუნდში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ჟიურიმ ათობით საინტერესო იდეაც მოისმინა. მათგან სამმა საუკეთესომ კი კუთვნილი, ანაზღაურებადი დეკრეტი მოიპოვა.

თიბისის მიზანი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანაა. ამიტომ, იდეებით სავსე თანამშრომლებს დრო და სივრცე მისცა – მოსინჯონ საკუთარი ძალები სტარტაპში, შემდეგ კი თავად გადაწყვიტონ - მთელი ენერგია ახალ და რთულ საქმეს მოახმარონ, თუ თიბისიში დაბრუნდნენ. 

დეკრეტულ შვებულებას თიბისი სრულად აანაზღაურებს და თანამშრომლებს ჩანაფიქრის ჯერ სტარტაპად, შემდეგ კი ბიზნესად ქცევაში დაეხმარება.

პაატა ბერიაშვილითიბისი ბანკის საკრედიტო ბიზნესის განვითარების ლიგა, სერვის ექსპერტი

სტარტაპი – Ge Parts

“როდესაც პროექტის შესახებ გავიგე, მივხვდი, რომ საკუთარი საქმის განვითარებისათვის ასეთი შანსი არც მანმადე მქონია და არც არასოდეს მექნებოდა. “სტარტაპ დეკრეტამდე” უკვე მქონდა ბიზნესიდეა, რომელიც განვითარების პროცესში იყო და ზუსტად ამ დროს წამომეწია იდეალური შემოთავაზება თიბისისგან. ჩვენი გუნდის სტარტაპი ადგილობრივ ბაზარზე ახალი ავტონაწილების ერთიანი პლატფორმის შექმნას გულისხმობს, ანუ იმ მცირე ბიზნესებისა და პროფილური მაღაზიების გაერთიანებას, რომლებიც ბაზარზე არსებობს. მომხმარებელი ჩვენთან ძალიან სწრაფად და მარტივად შეძლებს მისთვის საჭირო მანქანის ნაწილის პოვნას. “სტარტაპ დეკრეტის” ანკეტის შევსებაც კი საკმაოდ რთული პროცესი იყო, მაგრამ დიდი სიხარულია, როდესაც შენი დახარჯული ენერგია და მონდომება ფასდება, კომპანიის მთავარი პირი გირეკავს და გატყობინებს, რომ შენი იდეა ფინალშია, შემდეგ კი ერთ-ერთი გამარჯვებული. საკუთარი შვილი არ მყავს, ამიტომ შვილივით გავზრდი ჩემს სტარტაპს.”

 

თორნიკე ყიფიანი - თიბისი ბანკის გარე გაყიდვების ქსელის განვითარების მენეჯერი

სტარტაპი - ინვენტორი

“ჩვენი გუნდის სტარტაპის იდეაა მომხმარებლებს მეორადი ავტონაწილების მოძიებისა და შეძენის პროცესი გავუმარტივოთ. იდეა პირადი გამოცდილებიდან წამოვიდა. მოგვინდა შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მძღოლებს ამ დამღლელ პროცესს თავიდან აარიდებდა. საქართველოს მასშტაბით დაშლილების ყველა პუნქტი მოვიარეთ, 2100 მომწოდებელი შევკრიბეთ და შევქმენით ბაზა. პლატფორმაზე შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ, მომხმარებელს იმ მომწოდებელთან ვაკავშირებთ, რომლებსაც ეს კონკრეტული ნაწილი აქვთ. ამის შემდეგ, შეკვეთა ჩვენს კურიერს მიაქვს ადგილზე და ოფიციალური გარანტიაც ფორმდება. ჩემი შესვენება სტარტაპთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ხმარდება. სამუშაო საათებშიც მიწევს ხოლმე გასვლა. “სტარტაპ დეკრეტი” თიბისის მხრიდან მხარდაჭერასთან და ხელშეწყობასთან ერთად, პირველ რიგში დროის რესურსის გამოთავისუფლებაა. რამდენიმე თვეა ჩვენი პლატფორმა ჩაეშვა. ყოველ ნაბიჯზე ვფიქრობდი, რომ გავიჭედებოდით, მაგრამ საკუთარ თავს მუდმივად ვუმეორებდი, რომ წინ უნდა წავსულიყავით. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით გამარჯვებამდე.“

 

თორნიკე კაჭკაჭიშვილი - თიბისი ბანკის ბიზნეს მობაილბანკის ჯგუფის ციფრული სერვის ექსპერტი

სტარტაპი - სოკო

“ჩემი ძმის ქორწილისთვის სხვადასხვა პლატფორმაზე მოგვიწია საჭირო ადამიანებისა და სერვისების ძებნა. ბენდის მოძებნა და შერჩევა დროში ისე გაგვეწელა, რომ დათქმული თარიღის შეცვლა მოგვიხდა. სწორედ ამ დროს გამიჩნდა იდეა, შემექმნა სივრცე, სადაც მომხმარებლებს იმ ადამიანებთან დავაკავშირებდი, რომლებსაც წვეულების მოსაწყობად საჭირო სერვისი და რესურსი გააჩნიათ. ასეთ დროს სხვადასხვა საიტზე, პლატფორმაზე თუ ფეისბუქ ჯგუფში უნდა ეძებო ფართი, ფოტო და ვიდეო გადაღება, მუსიკალური გაფორმება. მე არ ვთავაზობ მომხარებელს სერვისს, უბრალოდ მინდა ამ ხალხს ერთ პლატფორმაზე მოვუყარო თავი და ერთმანეთთან დავაკავშირო დამკვეთი და სერვისის მომწოდებელი. სისტემაში გაერთიანება მომწოდებლებისათვის ფასიანი იქნება, რომლის ფარგლებშიც საკუთარი პროდუქციისა თუ სერვისის პორტფოლიოს განთავსება შეეძლებათ. პლატფორმა მომხმარებელს უჩვენებს, თუ ვინ როდისაა თავისუფალი და მათ დაჯავშნის საშუალებასაც მისცემს. იმოქმედებს შეფასებების სისტემაც. “სტარტაპ დეკრეტი” იმის გამოხატულებაა, რომ კომპანია პატივს სცემს ჩემს პირად განვითარებას და ჩემში დიდ რესურსს დებს. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს, რომ საუკეთსო დამსაქმებელი მყავს.”

პროექტი გრძელდება. თიბისელებს სტარტაპ დეკრტში გასვლა გაზაფხულიდან ისევ შეეძლებათ.

ავტორი: Hello Blog

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur