📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბილაინის 5 თანამშრომელი საქართველოდან, ამსტერდამში, ვიონი ჯგუფის საერთაშორისო ჰაკათონში მონაწილეობს კონკურსის მთავარი პრიზი -გამგზავრება სეულში, სამხრეთ კორეა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Beeline

კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის პროვაიდერი საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი" (Veon), რომელიც საქართველოში ბილაინითაა წარმოდგენილი, უკვე მესამე წელია მართავს ინოვაციურ კონკურსს DIGITHON-ი, თანამშრომლებისთვის 10-ვე ქვეყნიდან სადაც „ვიონია" წარმოდგენილი. DIGITHON-ი ორი სიტყვის გარეთიანებით წარმოიშვა - "digi" სიტყვიდან digital და "thon" – hackathon-იდან. DIGITHON-ი ციფრული პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნას, ან არსებულის გაუმჯობესებას ემსახურება. პირველ ეტაპზე ადგილობრივი კონკურსი „ვიონის" წევრ 10-ვე კომპანიაში ტარდება. თითოეული ქვეყნიდან პირველ ადგილზე გასული გუნდი კი გლობალურ DIGITHON-ზე ჯგუფის სათავო ოფისში - ამსტერდამში მიემგზავრება.

გუნდების კომპლექტაცია ამსტერდამში ჩასვლამდე იწყება და ადგილობრივი კონკურსისგან განსხვავებით უკვე არა მხოლოდ სხვადასხვა დეპარტამენტის, არამედ სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებს აერთიანებს. ამსტერდამში ჩასვლისას, მონაწილე 10 გუნდი პირველი 24 საათი პროდუქტის იდეასა და პროტოტიპზე მუშაობს, მეორე დღეს კი პრეზენტაციით წარსდგება. წელს მონაწილეები მუშაობენ ისეთი ინოვაციური ციფრული მომსახურებებისა და პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ახალ 5G ტექნოლოგიას ეყრდნობა. სწორედ ამიტომაცაა პირველ ადგილზე გასული გუნდის ჯილდო გამგზავრება სეულში - სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ინოვაციების შუაგულში, სადაც 5G ლაივშია. გამარჯვებულ გუნდს ასევე ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს შემდეგი წლის DIGITHON –ის ორგანიზებაში.

გარდა იმისა, რომ DIGITHON-ი შესანიშნავი მოტივაციაა თანამშრომლებისთვის, „ვიონის" წევრი კომპანიები წარმატებით იყენებენ ამ პლატფორმას ყველაზე საინტერესო გამოწვევების გადაჭრისთვის. DIGITHON-ის იდეაა ინოვაციური მიდგომის, კრეატიული აზროვნებისა და თანამშრომლობის წახალისება, რაც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს ხელი შეუწყონ ანტრეპრენერული სულისკვეთების ჩამოყალიბებას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან