📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ოცწლამდელ ანტრეპრენერთა ახალი თაობა - გიორგი ტერაშვილი ბავშვებთან ყველაფერი რიგზეა!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

გიორგი ტერაშვილმა 13 წლის ასაკში დაიწყო სტარტაპსაქმიანობა და დღეისათვის უკვე 3 სტარტაპის ავტორია. პირველად, ეკოლოგიურად სუფთა პლასტელინის ბიზნესი წამოიწყო და სხვადასხვა სავაჭრო ცენტრსა და მოლებში ყიდდა. შემდეგ იყო ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ეკოსაპონი „ქაფი", რომლის საქმიანობამ 2 წელი გასტანა. გიორგი მის დისტრიბუციას როგორც სავაჭრო ცენტრებში, ასევე ცალკეულ მაღაზიებში ახორციელებდა. მისი ამჟამინდელი და ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული საქმიანობა კი TeraArt გახლავთ.

თავდაპირველად, მომხმარებელს ნაჭრის ჩანთებს სთავაზობდა, რომელსაც საკუთარ სახლში თავად კერავდა, შემდეგ კი ხელით ხატავდა სპეციალური ღამით მანათობელი საღებავებით. ამჟამად გიორგი ტერაშვილს საქართველოში პირველი კომპანია აქვს, რომელიც ღამით მანათობელ ტანსაცმელს ყიდის. პროდუქციის ასორტიმენტს მუდმივად აფართოებს. ახლა უკვე საკუთარ კოლექციებში მოხატული ჯინსის ქურთუკები, შარვლები, მოხატული კედები და სხვადასხვა ტანისამოსი აქვს. და ეს ყველაფერი ღამით მანათობელია, თანაც − რეცხვაგამძლე.

ეს საქმე განსაკუთრებით უყვარს, რადგან მისთვის უსაყვარლეს სფეროს – დიზაინსა და ხელოვნებას ეხება. TeraArt-ის თითოეული ტანისამოსი სპეციალურ სახელოსნო-შოურუმში იკერება და თავად გიორგის, ან სხვა მხატვრების მიერ ხელით იხატება. კოლექციის რეალიზებას Tbilisi Street Market-სა და მსგავსი ტიპის გამოფენა-გაყიდვებზე ახდენს. მიაჩნია, რომ ეს მისთვის საკმაოდ მომგებიანი ტერიტორიაა, ვინაიდან მისი სამიზნე სეგმენტი, რომელსაც სტუდენტები წარმოადგენენ, ასეთ მარკეტებს ხშირად სტუმრობენ და TeraArt-ის პროდუქციას ეცნობიან. უახლოეს მომავალში კომპანიის სტენდების განთავსებას „გალერია თბილისსა" და „სითი მოლში" გეგმავს, რომელიც მომხმარებლებს გაუმჯობესებული ხარისხისა და გაფართოებული არჩევანის მანათობელ ტანსაცმელს შესთავაზებს.

TeraArt-ის და გიორგი ტერაშვილის სამომავლო გეგმები კი წარმოების რაოდენობის გაზრდასა და უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლასთანაა დაკავშირებული.
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე