გუნდურობის უმნიშვნელოვანესი როლი ბიზნესში

და მაინც, რა უნდა ვიცოდეთ, როცა ეფექტური გუნდის შექმნა გვსურს?
გუნდურობის უმნიშვნელოვანესი როლი ბიზნესში
ფოტო: Pixabay
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2016 წლის დასაწყისში Google-მა კვლევის შედეგები გამოქვეყნა, რომელიც იდეალური გუნდის ნიშან-თვისებებს იკვლევდა. წლობით ჩატარებული და გაანალიზებული ინტერვიუების შემდეგ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეფექტური ჯგუფის საწინდარი არის როგორც ემოციური ინტელექტის საშუალო დონე, ისე წევრთა შორის კომუნიკაციის მაღალი მაჩვენებელი.

ჯგუფების სწორად დასაკომპლექტებლად, აუცილებელია საჭირო უნარ-ჩვევებისა თუ პიროვნული ნიშნების მქონე ადამიანთა გაერთიანება. უნდა გავითვალისწინოთ, თუ ვინ რა როლს ასრულებს − იქნება ეს ფუნქციური (რომელიც დაფუძნებულია ფორმალურ პოზიციაზე, ტექნიკურ უნარებზე) თუ ფსიქოლოგიური, რომელიც დამოკიდებულია პიროვნების ტიპზე. ხშირად, ორგანიზაციები მეტ ყურადღებას ანიჭებენ ფუნქციურ როლებს და მიიჩნევენ, რომ ჯგუფის პროდუქტიულობა როგორმე აუცილებლად მიიღწევა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ მარცხდებიან მაღალანაზღაურებადი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები − რადგან მათ არ აქვთ ერთიანობა. ჯგუფების ჩამოყალიბების უფრო ეფექტური მიდგომა ყურადღებას ამახვილებს თანაბრად − როგორც პიროვნულ მახასიათებლებზე, ისე უნარ-ჩევებზე.

ყოველი წარმატებული კომპანიის უკან დგას წარმატებული გუნდი. არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერს, ნენსი ქოუქის მიაჩნია, რომ თუ გუნდი შექმნილია დიდი ცოდნის მქონე ადამიანებით, მაგრამ არ შეუძლიათ ინტერაქცია, მაშინ წარმატების მიღწევა თითქმის შეუძლებელია. მართალია, სპეციფიკური ცოდნის ფლობა აუცილებელია, თუმცა ფსიქოლოგის კვლევამ აჩვენა, რომ ისეთი კოგნიტური პროცესები, როგორებიცაა გადაწყვეტილების მიღება, დაგეგმვა და პრობლემის გადაწყვეტა, არის ჯგუფის წარმატების რეალური გასაღები.

და მაინც, რა უნდა ვიცოდეთ, როცა ეფექტური გუნდის შექმნა გვსურს?

  • გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხედვის განსაზღვრაა. წევრები უნდა აანალიზებდნენ, თუ როგორ შეძლებენ ინდივიდუალური წილით კომპანიისთვის წარმატების მოტანას. როცა თანამშრომლები მუშაობენ, არ არიან ორიენტირებულნი მხოლოდ იმაზე, რომ „მისია“ შეასრულონ, არამედ სინამდვილეში ყურადღებას ამახვილებენ წინსვლაზე, რომელსაც ეს ქმედება მოიტანს.
  • გუნდისთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაციისა და შეთანხმებულობის დონე. როცა ჯგუფის ყველა წევრმა იცის საკუთარი როლი და შეუძლია დაკვირვებით მოისმინოს და გააანალიზოს სხვათა იდეები, მაშინ გუნდის წარმატება უპირობოდ გარანტირებულია.
  • თუკი ჯგუფში წახალისებულია თავისუფალი კომუნიკაცია და თანამშრომლები უკუკავშირის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამენ, ეს გუნდისთვის მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანია. მისაბაძი გუნდის წევრები ერთმანეთს აძლევენ რჩევებს, აქებენ, განიხილავენ პერსპექტივებსა და იდეებს პროექტის ირგვლივ.
  • გინახავთ წარმატებული ჯგუფი, რომელსაც ცუდი მენეჯერი მართავდა? დარწმუნებული ვარ − არა. ჯგუფი განწირულია, როცა მას მეთვალყურეობს ისეთი ადამიანი, რომელიც მუდამ აგვიანებს შეხვედრებზე, უყურადღებოა და არ ფოკუსირდება განვითარებაზე. საუკეთესო გუნდი იქმნება მაშინ, როცა მის სათავეში რჩევისა თუ კრიტიკის მიმღები, შესაშური კომუნიკაციის მქონე ლიდერია. კარგი მენეჯერები თანამშრომლებს აძლევენ ბიძგს, რომ განვითარდნენ და იყვნენ ბევრად უკეთესები, ვიდრე არიან.
  • თუ გსურთ იყოთ გუნდი და არა უბრალოდ ადამიანთა ნაკრები, უნდა იცოდეთ, რომ უმნიშვნელოვანესია ჯგუფში წევრების მოტივირება. მართალია, მენეჯერის შექებას უდიდესი გავლენა აქვს თანამშრომელზე, მაგრამ არანაკლებია თანაგუნდელთა აღიარება. ძლიერ გუნდში აღიარებენ თანამშრომელთა ძალისხმევას და აღნიშნავენ როგორც მცირე, ისე დიდ გამარჯვებებს. საბოლოო ჯამში, თანაგუნდელებმა იციან, რომ მათი ქმედება დაფასებულია და ის აუცილებლად არის წარმატების შემადგენელი ნაწილი.

თუკი გსურთ, თქვენი ბიზნესი განავითაროთ, აუცილებლად იზრუნეთ, რომ ოფისში არსებული ჯგუფი გარდაქმნათ მძლავრ გუნდად. იგი უსათუოდ მოიტანს ცვლილებას, რომელიც თანამშრომლისა და კომპანიის განვითარებაზე იქნება დაფუძნებული.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur