📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ტურიზმის განვითარების სკოლა - უფასო ტრენინგები გიდებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპრტამენტი

აჭარაში გიდების გადამზადების მორიგი ეტაპი დასრულდა. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის „ტურიზმის განვითარების სკოლა" ფარგლებში ტრენინგები 40-მდე დამწყებმა და მოქმედმა გიდმა მაჭახელას, ქედისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გაიარა.

თეორიულ-პრაქტიკული კურსისას გიდებს ლექციები ეთნოგრაფიის, ექსკურსმცოდნეობის, გიდის ფსიქოლოგიის, პირველადი დახმარების, არქიტექტურის, ფოლკლორის, ბათუმისა და ზოგადად, საქართველოს ისტორიის შესახებ ჩაუტარდათ. პრაქტიკული ტურებისას კი ტრენინგის მონაწილეები მარშრუტებზე არსებულ ტურისტულ პროდუქტებს, სერვისებსა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდების გადამზადებას აქტიურად 2017 წლიდან ანხორციელებს. დღემდე რეგიონში 150-მდე მოქმედი და დამწყები გიდი დაცული ტერიტორიების, ბათუმისა და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდა. სატრენინგო პროგრამა გიდებისთვის უფასოა და მასში მონაწილეობა რეგიონში მოქმედ ნებისმიერ გიდს შეუძლია.
ჯამში, დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამა ბოლო წლებში ტურიზმის სექტორში დასაქმებულმა 2700-ზე მეტმა პირმა გაიარა. მათ შორის საოჯახო-სასტუმრო სახლების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა და გიდებმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან