RENTO - სატრანსპორტო მომსახურება დაუვიწყარი მოგზაურობისთვის

ქართული კომპანია თანამედროვე მენეჯერული მიდგომებითა და პროტოკოლური სატრანსპორტო მომსახურებით
RENTO - სატრანსპორტო მომსახურება დაუვიწყარი მოგზაურობისთვის
ფოტო: ალექსეი სეროვი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსოფლიოში სატრანსპორტო და ტურისტული ინდუსტრიების ზრდასთან ერთად, იზრდება სათანადო სერვისების აუცილებლობაც. საერთაშორისო ტენდენციის ნაწილს საქართველოც წარმოადგენს. რეგიონსა და ქვეყანაში როგორც სატრანსპორტო, ასევე ტურისტული ინდუსტრია სწრაფად მზარდია. შესაბამისად, ქვეყნისა და ბიზნესისთვის ერთგვარ გამოწვევას, მაღალი სტანდარტის სატრანსპორტო სერვისების შექმნა, შეთავაზება და განვითარება წარმოადგენს. 

ქართული კომპანია RENTO, რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, სწორედ ამ მიმართულებას ავითარებს.  კომპანია თანამედროვე მენეჯერული მიდგომებით, მყარ ღირებულებათა სისტემით, ადამიანურ რესურსებზე ფოკუსირებითა და პროტოკოლური სატრანსპორტო მომსახურებით გამოირჩევა.

კომპანია RENTO 2019 წლის ზაფხულში გამოჩნდა და ზრდის სწრაფი დინამიკით გამოირჩევა.  დამფუძნებლების - ნიკოლოზ სირაძისა და ერეკლე მეფისაშვილის კოლაბორაცია კი „კავკასიის უნივერსიტეტის“ პირველი კურსიდან იწყება.  წლების განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არაერთი თანაპარტნიორობის შემდეგ, შეიქმნა RENTO - კომპანია, რომელიც ბაზარს თანამედროვე სატრანსპორტო სერვისსა და კომფორტულ გადაადგილებას სთავაზობს.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენს ოცნებებზე. შეუძლებელი არაფერია!“ - ამ მოტივაციით  პარტნიორებმა თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ კომპანია ღირებულებებზე ყოფილიყო დაფუძნებული და ისეთი სერვისი შეექმნათ, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი და სასარგებლო იქნებოდა ყველასთვის. დღეს ამას უკვე ღირებულებებისა და ხარისხის თანაბარი კომბინაციით ახერხებენ. 

„ჩვენ ნულოვანი წერტილიდან დავიწყეთ ყველაფერი. გადავლახეთ ყველა შემხვედრი ბარიერი. განსაკუთრებით ის პესიმისტური ბარიერები, როცა ადამიანებს არ სწამთ საკუთარი გზის, ოცნების, წარმატების. გავიზარდეთ და მოვედით აქამდე. მუდმივად საკუთარი თავის, მოტივაციის ზრდის პროცესში ვართ და ამ სულისკვეთებით ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას“, - უყვებიან RENTO-ს დამფუძნებლები Entrepreneur-ს.

პარტნიორები თანხმდებიან, რომ საუკეთესო სერვისი საუკეთესო ადამიანებისა და გუნდის გარეშე ვერ იქმნება. RENTO-ს მთავარ უპირატესობას მისი გუნდი, ღირებულებებითა და პროფესიონალიზმით დაკომპლექტებული ადამიანები წარმოადგენენ.  

RENTO-ში თითოეულ ადამიანს კარგად ესმის განვითარების მნიშვნელობა. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრი მუდმივ ზრდაზეა ორიენტირებული. აქ ყველა თანხმდება, რომ ქვეყნის, ინდუსტრიისა და გარემოს გაუმჯობესება სხვაგვარად შეუძლებელია. საუკეთესო სერვისს საუკეთესო ადამიანებისგან დაკომპლექტებული საუკეთესო გუნდი ქმნის.

RENTO-ს თითოეული მძღოლი კომპანიის მომსახურების პროტოკოლის თანახმად მოქმედებს, სპეციალურ უნიფორმაშია გამოწყობილი და კომფორტული მგზავრობისთვის ყველა საჭირო ატრიბუტს ფლობს. კომპანიაში ასევე შესაძლებელია სასურველ ენაზე მოსაუბრე მძღოლის შერჩევა, რათა სერვისის უცხოენოვან მომხმარებელს მძღოლთან კომუნიკაციისას ბარიერი არ შეექმნას.

მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება RENTO-ს გუნდისა და მისი თითოეული მძღოლისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. კომპანია 100-ზე მეტ მძღოლთან თანამშრომლობს და თითოეული მათგანი სწორედ მათი და კომპანიის ღირებულებების თანხვედრის შესაბამისადაა შერჩეული.

ახალბედობის მიუხედავად, RENTO-ს უკვე არაერთმა კომპანიამ გამოუცხადა ნდობა. პარტნიორი კომპანიების რიცხვი, რომელიც საკუთარი თუ კლიენტების უსაფრთხო, კომფორტულ და ბედნიერ გადაადგილებას მას ანდობს, მუდმივად მზარდია.

RENTO-ს დიდი სამომავლო გეგმები აქვს. მუდმივად მომხმარებელთა საჭიროებებზე დაკვირვებით, გუნდის უნარებისა და სერვისების გაუმჯობესებით, კომპანიის მიზანს გარემოს, ინდუსტრიის, სერვისების გაუმჯობესება და ამ ყველაფრით ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭება წარმოადგენს. ასევე, საქართველოს, როგორც სტუმარ-მასპინძლობის საუკეთესო ქვეყნის, საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენა.

RENTO-ს მიზანია, სერვისით სარგებლობის შემდეგ მოგზაურებმა ქვეყნიდან საუკეთესო ემოციებისა და შთაბეჭდილებების „ექსპორტი“ შეძლონ. ამისათვის დამფუძნებლები - ნიკოლოზ სირაძე და ერეკლე მეფისაშვილი, საკუთარ გუნდთან ერთად ძალისხმევის დაზოგვას არ აპირებენ და პირვანდელი უწყვეტი სტუდენტური მოტივაციით, რომ „შეუძლებელი არაფერია“, ღირებულებებით სავსე სერვისის განვითარებას განაგრძობენ.

საუკეთესო ადამიანებითა და გუნდით დაკომპლექტებული კომპანია RENTO კი გადაადგილების დახვეწილი სერვისით ბედნიერ წუთებს, ემოციებსა და ნებისმიერი საგზაო მარშრუტის დაუვიწყარ მოგზაურობად გადაქცევას ჰპირდება ყველას.

Latest on Entrepreneur