Microsoft პროექტის #წერექართულად შესახებ სტატიას აქვეყნებს

მალე ქართული ენა ხელოვნური ინტელექტისთვისაც სრულიად გასაგები და აღქმადი გახდება

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

#წერექართულად – ქართული ანბანისა და ენის პოპულარიზაციისთვის, „თიბისის“ ინიციატივით 5 წლის წინ დაწყებული პროექტია. მის მთავარ მიზანს თავიდანვე ციფრულ სივრცეში, ხელსაწყოებსა და პროგრამებში ქართული შრიფტის მყარად ინტეგრირება წარმოადგენდა. ინტენსიური მუშაობის შემდეგ დიდი საერთაშორისო აღიარება მიღწეულია. Microsoft-ი პროექტის #წერექართულად შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნავს პროექტის წარმატებას და გვამცნობს, რომ მალე მის ციფრულ პროდუქტებში ქართული ანბანისა და ენის გამოყენება შესაძლებელი გახდება. ეს კი ყველა იმ ადამიანის საერთო ძალისხმევით ხდება, რომელთა ჩართულობითაც, საგანგებო პლატფორმა kartulad.ge-ს მეშვეობით, ინგლისურად ნათარგმნი 100 000 წინადადება საქართველოდან Microsoft-ის ბაზაში მოხვდა.

წერექართულად

მალე ქართული ენის ინტეგრირებას და გამოყენებას Microsoft-ი საკუთარ პროგრამებსა და პროდუქტებში ინტენსიურად დაიწყებს, ქართული ენა კი ხელოვნური ინტელექტისთვისაც სრულიად გასაგები და აღქმადი გახდება.

Microsoft-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კომპანია ხაზს უსვამს „თიბისის“ განსაკუთრებულ როლს ქართული ენისა და კულტურის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციაში. სტატიაში აღნიშნულია, რომ „თიბისიმ“ საკუთარ გუნდთან ერთად წარმატებით მოახერხა უამრავი ადამიანის წახალისება და მათი ჩართვა ქართული ენის კომპიუტერულ პროგრამებთან ადაპტირების საერთაშორისო პროცესში.

წყარო