📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

GEORGIAN WINES AND SPIRITS - ქართული ღვინის ქომაგი აშშ-ში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Georgian Wines and Spirits

ქართული ღვინის მსოფლიოსთვის გაცნობა გრძელდება. სულ უფრო მეტი კომპანია და ადამიანი ცდილობს მსოფლიოს გარშემო ქართული ღვინის ელჩად იქცეს. მათ შორისაა კომპანია Georgian Wines and Spirits, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ბაზარზე მყარად დამკვიდრებას უწყობს ხელს. ქართული ღვინის გაცნობასთან ერთად კი უძველეს ქართულ ტრადიციებსაც აზიარებს მსოფლიოს. კომპანია 2009 წელს დაფუძნდა, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, რაც ქართული ღვინისადმი მომეტებული ინტერესითაა გამოწვეული.

„ჩვენი მიზანია ქართულ ღვინოს საკადრისი ადგილი დავუმკვიდროთ აშშ-ში, ფრანგული და იტალიური ღვინის გვერდით. ამის მისაღწევად კარდაკარ დავდივართ სასტუმროდან სასტუმროში, რესტორნიდან რესტორანში, სისტემატურად წარვადგენთ მას ამერიკის ღვინის არაერთ ფესტივალზე და ყველას ვაცნობთ ქართულ ღვინოს. პარალელურად, ქართულ კომპანიებთან და ქართველ მეღვინეებთან, ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად და გარკვეულ შემთხვევებში დასაცავადაც კი, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ", – უყვება Entrepreneur-ს კომპანიის დამფუძნებელი უჩა წიკლაური, რომელიც თავად სომელიეა.

ამერიკელებისთვის ქართული ღვინის არასათანადო ცნობადობიდან გამომდინარე, კომპანიამ თავიდანვე სტრატეგიული აქცენტი მათთვის ქართული ღვინის საუკეთესო კუთხით გაცნობაზე გაამახვილა.

„მოგეხსენებათ, ქართული ღვინო ნაკლებად ცნობილია ამერიკელებისთვის. მოსახლეობის დიდი ნაწილი მაშინ გაეცნო ქართულ ღვინოს, როცა ამერიკაში ძალიან დაბალი ხარისხის ან გაურკვეველი წარმოშობის ქართული ღვინო შემოდიოდა, რაც სხვათა შორის დღესაც პრობლემას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა გვიწევს. ჩვენ გვყავს სომელიეთა ძალიან ძლიერი და საუკეთესო გუნდი, რომელიც საქართველოში ჩამოვიყვანეთ და ადგილზევე გავაცანით უნიკალური ქართული ღვინო".

ამ ეტაპზე Georgian Wines and Spirits ექსკლუზიურად კომპანია „ასკანელ ძმებთან" თანამშრომლობს, რომელიც მათი თქმით, გამორჩეულად კარგ ღვინოს აწარმოებს და თანამედროვე ღვინის ინდუსტრიისადმი პროგრესული მიდგომა აქვს.

„იცოდე ღვინის დაყენება, არ ნიშნავს, რომ საქმის გაკეთებაც იცი. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა – ხარისხის კონტროლს, ხედვას, ავთენტური ხასიათის შენარჩუნებით ტრადიციულისა და თანამედროვეს სინთეზს. ამ ყველაფერს „ასკანელი ძმები" კარგად ართმევენ თავს. მაგრამ ამერიკული ბაზარი საკმაოდ განსხვავდება რუსული და პოსტსაბჭოთა ბაზრისგან და ზუსტად აქ ხდება ჩვენი გამოცდილებისა და ცოდნის რეალიზაცია. ჩვენ უკვე მოვახერხეთ „ასკანელი ძმების" ღვინის შეტანა მომღერალ მადონას კუთვნილ სასტუმრო „დელანოში", ცნობილ ამერიკელ რესტორატორ სტეფან სტარის ტიტულოვან სამ რესტორანში. ასევე „ასკანელი ძმების" „მუკუზანს" „რკინის" მზარეულ მაკოტოს რესტორნის მენიუსა და „მარიოტის" ქსელის სასტუმროებში შეხვდებით. ყველაფერი კი შეგვიძლია იმით დავაგვირგვინოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სომელიეთა ასოციაცია თავის პირველ სომელიე კლასს „ასკანელი ძმების" ღვინის წარდგენით იწყებს", – გვიყვება უჩა წიკლაური.

კომპანიას და მის გუნდს უკვე თამამად შეუძლიათ თქვან, რომ მოახერხეს ამერიკული ბაზრის საფუძვლიანი შესწავლა ბოსტონიდან მაიამიმდე და კალიფორნიის ტერიტორიაზეც. შედეგი თვალსაჩინოა და აშკარაა, რომ ამერიკელებს ქართული ღვინო მოსწონთ, თუმცა ჯერ კიდევ კარგად არ იცნობენ მას. ამისათვის კი საჭიროა სხვადასხვა სექტორის ძალთა გაერთიანება და ქართული ღვინის პოზიციონირებისთვის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის დაწყება. კომპანიის გუნდს მიაჩნია, რომ აუცილებელია ამერიკაში ამჟამად ღვინის კუთხით არსებული მდგომარეობის სწორად გამოყენება.

„მოგეხსენებათ,ამერიკის პრეზიდენტმა ევროკავშირის ღვინის სახეობებზე ტარიფი ასწია და უფრო გაზრდით იმუქრება. ზუსტად ახლაა საჭირო მოვახერხოთ, რომ ქართული ღვინით ჩავანაცვლოთ ევროპული ღვინის სახეობები. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე „შატო მარგოს" და „შატო ობრიონს" ვერ შევეჯიბრებით, მაგრამ მომავალში ღვინის მაღაზიებში თუ ცალკე სტენდს „საქართველო" ეწერება და ქართული ღვინოც მათ მსგავსად ცნობადი იქნება, იმის იმედიც გაჩნდება, რომ დროთა განმავლობაში ბევრ სახელგანთქმულ ღვინოს მოუწევს ქედის მოხრა ჩვენი ღვინის წინაშე", – ამბობს უჩა წიკლაური.

ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე კი ქართულ ღვინოს Georgian Wines and Spirits-ის სახით ამერიკაში მყარი დასაყრდენი აქვს. კომპანიის გუნდის დაუღალავი აქტიურობით, ქართული ღვინო ამერიკულ ბაზარზე უკვე ღირსეულადაა წარდგენილი და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. გუნდს ის სულისკვეთება აერთიანებს, რომ მომავალ თაობას ისეთივე საამაყო რამ დაუტოვოს, როგორც ეს მათ საკუთარმა წინაპრებმა უნიკალური ქართული ღვინის ტრადიციების სახით შემოუნახეს. ეს მოტივაცია კი მონდომების განელების საშუალებას არ აძლევთ.

Georgian Wines and Spirits-მა კოლოსალური შრომა აქამდე მოსასვლელად უკვე გასწია, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. კომპანიას დიდი სამომავლო გეგმები აქვს და კიდევ არაერთ მასშტაბურ ნაბიჯს გეგმავს. მიაჩნიათ, რომ ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად, ხარისხიანი ღვინის ფლობასთან ერთად, მისი სწორ ადგილზე განთავსებაა საჭირო. ამიტომაც, ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. Georgian Wines and Spirits მზადაა არაერთ ქართულ ღვინის კომპანიასა და მწარმოებელს გაუწიოს ღირებული კონსულტაცია ამერიკულ ბაზარზე შესვლისა და დამკვიდრებისთვის. ამ კუთხით თანამშრომლობისთვის გუნდი ღიაობას გამოთქვამს: „ჩვენ ყველას დიდი სიამოვნებით დავეხმარებით, რითაც შეგვიძლია. დაგვიკავშირდით".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი