📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

კარანტინში ხართ? თქვენი საინფორმაციო სოციალური გავლენა ამ 5 სტრატეგიით გააქტიურეთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Time

თუ დღევანდელ მსოფლიოს გადავხედავთ, აშკარად დავინახავთ, რომ თავისუფალი დრო უკვე სრულიად ჩვეულებრივი ცნება გახდა კორპორაციათა, მცირე ბიზნესის მფლობელთა და ანტრეპრენერთა უმრავლესობისთვის. მაგრამ, ეს ამასთან ერთად, თქვენს ქსელზე გავლენის მოპოვების გარკვეულ შესაძლებლობადაც უნდა ჩაითვალოს. ამიტომ, თუ თქვენს ავტორიტეტს ან სოციალურ მტკიცებულებას სწორად გამოიყენებთ, იგი თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე არასტაბილურ გარემოებებშიც კი მაშველი რგოლი გახდება. ეს ხუთი სტრატეგია ამაში დაგეხმარებათ.

1. თქვენს მიმდევრებს საინტერესო ისტორიები უამბეთ

ახლა ყველაზე შესაფერისი დროა რაღაც უჩვეულოს გასაკეთებლად. დიახ, თქვენი ბიზნესი ხომ ყოველთვის აქტიურია და მიმდევრები ხომ თქვენგან ელიან საუკეთესო რჩევებსა და რეკომენდაციებს, თავიანთი ბიზნესის გასავითარებლად. თუმცა, გარემომცველ სამყაროზეც უნდა იფიქროთ. ადამიანები ყველანაირად ცდილობენ ამ ქაოსში სიმშვიდის შენარჩუნებას, სხვადასხვა საშუალებებს ეძებენ, რომ რაღაც შეისწავლონ, რაღაც გამოიმუშავონ და გაიცინონ კიდეც.

მათ თქვენი ადამიანური ბუნება დაანახეთ და გაუზიარეთ, როგორ ახერხებთ ასეთ რთულ ვითარებაში ორიენტირებას. რაიმე თავშესაქცევი ოჯახური ისტორია ხომ არ გაქვთ? თუ ასეა, გაუზიარეთ. შესაძლოა, თქვენი შვილების საშინაო სკოლა პირველად არც ისე მარტივი აღმოჩნდა? ესაც გაუზიარეთ. თქვენ ვერასოდეს განსაზღვრავთ წინასწარ, ვინ გაეცნობა თქვენს ინფორმაციას. თქვენს პოტენციურ კლიენტს შეუძლია, არჩევანი გააკეთოს და მხოლოდ იმიტომ დაიწყოს თქვენთან ბიზნესის კეთება, რომ მისთვის ინფორმაციის გაზიარება გადაწყვიტეთ.

2. ინფლუენსერები მოიზიდეთ მოქმედებაზე გადასვლის მოწოდებებით

ინდუსტრიის ინფლუენსერების გამოყენების ნუ შეგეშინდებათ, საკუთარი პლატფორმების გასაძლიერებლად. უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა სასურველი პასუხი იმის გამო ვერ მიიღოთ თქვენს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომ მოქმედებაზე გადასვლის მოწოდება ნათლად არ ჩანდეს.

ხუთი აქტიური ინფლუენსერი შეარჩიეთ, რომლებსაც იცნობთ და იცით, რომ თქვენს ინფორმაციაში სურთ გამოჩენა და ისინი თქვენს შეტყობინებებსა და ვიდეო რგოლებში მონიშნეთ. მათ აზრის გამოთქმა სთხოვეთ, ეთანხმებიან თუ არა თქვენს ინფორმაციას, და ნებისმიერ შემთხვევაში მისი დასაბუთებაც. თქვენ შეგიძლიათ მათ ერთი სასარგებლო პუნქტის დამატებაც კი სთხოვოთ თქვენს ინფორმაციაში, რომ უფრო დიდი და უკეთესი ღირებულება შემოგთავაზონ. როდესაც ისინი ინფორმაციის მოწონებას, კომენტარის გაკეთებას ან კიდევ, თქვენი ინფორმაციის გაზიარებას გადაწყვეტენ, მათი ქმედებები იმის ალბათობას გაზრდის, რომ თქვენს ინფორმაციას მეტი ადამიანი ნახავს.

როდესაც სოციალური მტკიცებულების შექმნაზე იწყებთ ზრუნვას, არ დაივიწყოთ, რომ ასოციაცია უმთავრესი ფაქტორია. თქვენი ავტორიტეტი ავტომატურად გაუმჯობესდება, როდესაც თქვენს ბრენდს საზოგადოებისთვის ცნობილ რომელიმე ადამიანს დაუკავშირებთ.

3. სოციალური ქსელებით დაამყარეთ კონტაქტები

სწორედ ახლაა ყველა იმ გზავნილებსა და კომენტარებზე პასუხის გაცემის შესაფერისი დრო, რომლებიც თქვენი პოსტების ქვეშ იყო და რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში იგნორირებას უკეთებდით. როდესაც თქვენს ბრენდთან კონტაქტის დასამყარებლად სხვების მოზიდვასა და მათზე გავლენის მოხდენაზე მიდგება საქმე, შესაძლოა ოქროს ფასი ჰქონდეს იმის დემონსტრირებას, რომ რომელიმე კომენტარი მოგწონთ ან მასზე პასუხობთ. თქვენ (ან კიდევ ვინმე თქვენი გუნდიდან) არასოდეს უნდა იყოთ ისე დაკავებულები, რომ ურთიერთობის დამყარება ვერ შეძლოთ ადამიანებთან, რომლებზეც თქვენი ბიზნესი დგას. ყველას, ვინც თავის პოსტში თქვენ ან თქვენს კომპანიას მოგნიშნავთ, განსაკუთრებით, თუ ისინი თქვენს პროდუქციას ყიდულობენ, მადლობა უნდა გადაუხადოთ და ამით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდებით მათთვის. არ დაივიწყოთ, რომ ერთგული მომხმარებლები მხოლოდ ერთი კომენტარის გაკეთებით ჩნდებიან.

გარდა ამისა, ვირტუალური ყავის სეანსის ჩატარებაზეც იფიქრეთ იმ ადამიანთან ერთად, ვინც თქვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. იმ ფაქტმა, რომ თქვენს გულშემატკივარს, მიმდევარს ან კოლეგას თქვენი დრო დაუთმეთ, განსაკუთრებით, ასეთ მძიმე ვითარებაში, შესაძლოა გაცილებით მნიშვნელოვანი შედეგი მოგიტანოთ, ვიდრე ელოდით.

4. მომხმარებლებს გამოხმაურებების სანაცვლოდ შეღავათები შესთავაზეთ

სოციალური მტკიცებულების შექმნის ყველაზე საუკეთესო ფორმა ხმების გავრცელებაა. ადამიანებს უყვართ კარგი ახალი ამბები, იმის მიუხედავად, თუ რა შეიძლება თქვას საზოგადოებამ. იმ მყიდველის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც რაღაც დადებითი (ან უარყოფითი) აქვს სათქმელი, გავლენას ახდენს, თუ რას წერენ სხვები ამ კომპანიაზე. Yelp და Google-ის მიმოხილვები, Amazon და კომპანიაზე ორიენტირებული რეიტინგები გვეხმარება გავლენა მოვახდინოთ მათზე, ვინც პროდუქტს ყიდულობს ან კიდევ ურჩევნია, საკუთარი ფული ჯიბეში დაიტოვოს.

თქვენს მყიდველებს რაიმე ინიციატივით მიმართეთ და კომენტარის დატოვება სთხოვეთ, წერილობითი გამოხმაურებები ხომ ძალიან კარგია, მაგრამ ვიდეო რგოლები უკეთესია, რადგან იგი მნახველს ემოციების შემჩნევის შესაძლებლობას აძლევს და მეტად ასახავს რეალობას.

5. საკუთარი პლატფორმა გააქტიურეთ და ადამიანებს სთხოვეთ მისი ნაწილები გახდნენ

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ფიქრობთ პირადად თქვენ, რამდენად დიდი ან პატარა უნდა იყოს თქვენი პლატფორმა, ნებისმიერ შემთხვევაში, იგი თქვენი ერთ ერთი ყველაზე ფასეული აქტივია. სიმართლე ისაა, რომ ადამიანებს მოსწონთ, როდესაც რაღაც საკუთარ თავზე გაცილებით დიდის ნაწილები არიან. ამიტომ, რატომ არ უნდა გაუღოთ კარი ადამიანებს, რომ თქვენი პლატფორმა სიცარიელის შესავსებად გამოიყენონ?

თუ ბლოგი გაქვთ და უფრო მეტი ინფორმაცია გჭირდებათ, მოწვეულ ავტორებს სთხოვეთ მისი წარდგენა, რომ მკითხველთა აუდიტორიის გაზრდაში გაგიწიონ დახმარება. თუ პოდკასტი გაქვთ ან ფიქრობთ, რომ სხვა ხმა გჭირდებათ საუბრის გასაგრძელებლად, ღია გამოწვევა გაუგზავნეთ სავარაუდო სტუმრებს. პლატფორმის გაზიარება ახალ აუდიტორიასთან დაკავშირების შესაძლებლობას მოგცემთ, ამასთან, თქვენს სტუმრებსაც შეუძლიათ იგივეს გაკეთება.

თუ უფრო შორს გსურთ წასვლა, სხვა ადამიანები მოიზიდეთ, სასურველი მიზნის მიღწევაში ისინი დაგეხმარებიან. აუცილებლად დააზუსტეთ იმ ადამიანის ვინაობა, ვისაც თქვენი პლატფორმის გამოყენების უფლებას მისცემთ. ისეთი ადამიანები უნდა შეარჩიოთ თქვენი ბრენდის იმიჯის შესანარჩუნებლად, რომლებიც თქვენს ფასეულობებს იზიარებენ.

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!