პატარების საყვარელი ჟირაფი ჟოზე ''კრისტალისა'' და ეროვნული ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო ანიმაციურ ვიდეოში გამოჩნდა

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჟირაფი ჟოზე ახალ ანიმაციურ ვიდეოში გამოჩნდა, სადაც ის პატარებს დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ უყვება. ფინანსური განათლების, უფრო კონკრეტულად კი დაზოგვის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“, ფონდმა „კრისტალმა“ და ეროვნულმა ბანკმა  შექმნეს საგანმანათლებლო ანიმაციური ვიდეო, რომელშიც  ბავშვებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟი ჟოზე, თავის მეგობრებთან ერთად სიმღერით უხსნის დაზოგვის მნიშვნელობას და რატომ არის საჭირო, რომ მთელი თანხა ერთბაშად არ დაიხარჯოს. ანიმაციური ვიდეო  USAID-ის YES-Georgia პროგრამის ფარგლებში არსებული „კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის“ მონაწილე ''სტუდია ველოსიპედმა“ შექმნა.

კრისტალი

ფინანსური განათლების ხელშეწყობაზე ზრუნვა „კრისტალის“   სტრატეგიის ნაწილია და ამ მიმართულებით კრისტალი   არაერთ პროექტს ახორციელებს სხვადასხვა   ასაკისა თუ სფეროს  წარმომადგენლებისთვის. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაც“, რომლის ბენეფიციარიც ვიდეოს შემქმნელი „სტუდია ველოსიპედია“.

„კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის“ პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://yes.crystal.ge