📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბიზნესი VS კორონავირუსი - თათია არაბიძე ბიზნესი საუბრობს კრიზისმენეჯმენტზე

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

თათია არაბიძე

„ბლაუენშტაინის" დირექტორი

"კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისი არ აღმოჩნდა ჩვენი კომპანიისთვის დაუძლეველი გამოწვევა. ჩვენმა 12-წლიანმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ მზადყოფნა მუდმივად საჭიროა. დროულად შევიმუშავეთ ახალი გეგმა, რომელიც მოვარგეთ სახელმწიფოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და 2 დღეში სრული მზადყოფნა გვქონდა ახალ რეალობაში მუშაობისთვის.

ყველა ის თანამშრომელი, რომლის მუშაობის სპეციფიკა საშუალებას იძლევა დისტანციურად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, მუშაობს შინიდან. ხოლო ფერმის, ხორცის საწარმოს თანამშრომლები და მაღაზიების მასპინძლები აგრძელებენ მუშაობას უსაფრთხო გარემოში.

რისკისა და ზოგადად, სტრესული ფონის გამო, წინა ხაზის თანამშრომლები გადავიდნენ 4-დღიან სამუშაო კვირაზე, მათი ანაზღაურება კი 30%-ით გაიზარდა.

ჩვენ გვჯერა, რომ ეფექტური მუშაობისთვის მხოლოდ პროფესიონალიზმი საკმარისი არ არის. საჭიროა საქმის უსაზღვრო სიყვარული და ის, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი იმით, რასაც აკეთებს.

ამიტომ, შევქმენით ადამიანებზე ზრუნვის სამსახური, რომელსაც დიდი გეგმები აქვთ იმისათვის, რომ „ბლაუენშტაინელები" იყვნენ კიდევ უფრო ბედნიერები საკუთარი საქმით. ეფექტურობა კი თავისთავად მოდის.

ვფიქრობთ, ბიზნესმა უბრალოდ უნდა გააგრძელოს თავისი საქმის კეთება, რამდენადაც ამის საშუალებას ახალი რეალობა მისცემს. საქმის, რომელიც ყველაზე უკეთ გამოსდის. გაასმაგებული პასუხისმგებლობით და იმაზე ფიქრით, რომ კრიზისის დროს მის სწორად მუშაობაზე ადამიანებისა და ქვეყნის ბედია დამოკიდებული.

ხოლო მათ, ვინც მუშაობას ვერ აგრძელებს, ძალ-ღონე უნდა მოიკრიბონ, რათა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ისევ ფეხზე დადგნენ და გადალახონ ყველაზე რთული − ეკონომიკის რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ წინაა."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე