BDO საქართველოში: ინოვაციების 20 წელი

საერთაშორისო გაერთიანება BDO-ს წევრი, 88 100 თანამშრომლით 1809 ოფისში, 167 ქვეყანასა და ტერიტორიაზე!
BDO საქართველოში: ინოვაციების 20 წელი
ფოტო: BDO

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BDO საქართველოში წელს არსებობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. აუდიტორული კომპანია ათასწლეულს ფეხდაფეხ მიჰყვება, რომლის რიტმი და თავისებურებები ზუსტად აისახება მისი განვითარების ხასიათზე. იგი არის დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმების საერთაშორისო გაერთიანება BDO-ს წევრი, რომელიც 88 100 თანამშრომლით 1809 ოფისში, 167 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი.

BDO-ს ბრენდის უმთავრესი დაპირება უცვლელად მომსახურების უმაღლესი, გამორჩეული ხარისხია. ურთიერთობების კულტურა, რომელზეც BDO არის აგებული, გუნდის ყველა წევრისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ გულისხმიერება, ურთიერთობები და პასუხისმგებლობა BDO-სთან თანამშრომლობის ყველა ეტაპზე გამორჩეული გამოცდილებაა.

BDO-ს გუნდი 250-ზე მეტი პროფესიონალისგან შედგება, რომლებიც ყოველდღე მუშაობენ იმისათვის, რომ უკეთ გაიცნონ დამკვეთების ბიზნესი და ბაზარი, უკეთ მოუსმინონ მათ და შესთავაზონ ის, რაც სჭირდებათ. BDO-ს ფოკუსი ზრდასა და განვითარებაზე, პროფესიონალიზმსა და სწორ დამოკიდებულებებზეა მიმართული. საინტერესო დამკვეთები, რომლებიც წლიდან წლამდე ანდობენ თავიან ბიზნესს, მუდმივი მოტივაციაა, რომ კომპანიამ აკეთოს სულ უფრო მეტი და შექმნას კეთილდღეობა საზოგადოებისთვის.

BDO-სთვის ინვესტირების მთავარი სამიზნე მომსახურების ხარისხი, რესურსები და ტექნოლოგიებია. ბოლოდროინდელი მოვლენების, უპრეცედენტო პანდემიის ფონზე ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევა განსაკუთრებით ფასეულია. გარემო, რომელშიც მთელი ბიზნესსამყარო აღმოჩნდა, მოულოდნელი გამოდგა ყველასთვის, საჭირო იყო ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფა და არსებულ სიტუაციასთან მორგება. BDO-ს მმართველი გუნდის მიერ მიღებული პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს იყო 250-ზე მეტი თანამშრომლის გადაყვანა მუშაობის სრულად დისტანციურ რეჟიმზე, მონაცემების უსაფრთხოების დაცვითა და Microsoft-ის გარემოში შიდასაკომუნიკაციო არხების მაქსიმალურად გამოყენებით. კომპანიაში გასულ წელს დაიწყო ციფრული ტრანსფორმაციის პროექტი და პანდემიის დაწყებისას უკვე იმდენად მომზადებულები იყვნენ, რომ ფაქტობრივად ერთ კვირაში ისევე მუშაობდნენ დისტანციურ რეჟიმში, როგორც ამას ოფისიდან ახერხებდნენ. თანამშრომლების ინფორმირებულობის, სამუშაო პროცესისთვის ხელშეწყობისა და ემოციური კონტაქტის შენარჩუნებისთვის, აამუშავეს ინტრანეტის გვერდი, რომელიც კომპანიას ძალიან დაეხმარა გუნდში დადებითი განწყობის შესანარჩუნებლად.

კრიტიკული იყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა BDO-ს დამკვეთების და მათი საქმიანობის ხელშეწყობისთვის, რისთვისაც გადაწყვიტეს შეექმნათ მნიშვნელოვანი ონლაინრესურსები ბიზნესის მხარდასაჭერად. ასე შეიქმნა სპეციალური კრიზისის გვერდი კომპანიის ვებსაიტზე, სადაც დაიწყეს მიმდინარე გამოწვევების საპასუხო სერვისების შეთავაზება, საინტერესო პუბლიკაციების მომზადება, მედიარეპორტაჟების მოგროვება ერთ სივრცეში, რათა ბიზნესისა და ინდივიდუალური პირებისთვის საინტერესო ანალიზის საშუალება მიეცათ.

ძალიან სწრაფად ადაპტირდა ბიზნესტრენინგების მძლავრი მიმართულება „BDO აკადემია“ და ყველა მიმდინარე თუ ახალი კურსი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აკადემია მსმენელებს უფასო ვებინარებსა და სემინარებს სთავაზობს. ამით ეხმარება კომპანიებს, გაუმკლავდნენ რთულ ვითარებას, ეფექტურად მართონ ბიზნესპროცესები და მზად იყვნენ პოსტკრიზისული პერიოდისთვის. პანდემიის დაწყებიდან მაისის ბოლომდე 9 უფასო ვებინარი და 3 მასტერკლასი ჩატარდა, რომელზეც 1200 მსმენელი რეგისტრირდა. ფასდაკლებები Online-კურსებზე და სპეციალური შეთავაზებები კომპანიებისთვის კორპორაციულ ტრენინგებზე ასევე ემსახურება პანდემიით გამოწვეული გავლენის პირობებში ბიზნესისა და ინდივიდუალური პირების მხარდაჭერას. შეიქმნა „BDO აკადემიის“ ფეისბუქ-ჯგუფი, სადაც წევრებისთვის ბევრი საინტერესო ინფორმაციაა გაზიარებული, მათ შორის სხვადასხვა სასწავლო მასალა. ეს ჯგუფი ნეთვორქინგის ძალიან კარგ საშუალებას წარმოადგენს.

პარალელურად, კომპანია აზიარებს BDO-ს სხვადასხვა ოფისების ისეთ პუბლიკაციებსა და ვებინარებს, რომელიც შესაძლოა ჩვენი ბაზრისთვის საინტერესო იყოს. ვინაიდან ონლაინრესურსებმა, ხელმისაწვდომობამ დისტანციურ სერვისებთან და ზოგადად, ინტერნეტკავშირმა უალტერნატივო მნიშვნელობა შეიძინა. კომპანიის მთელი ყურადღება ონლაინსივრცეზეა გადატანილი. ძირითად საკომუნიკაციო არხად სოციალურ მედიას იყენებენ, რომლის მეშვეობითაც აზიარებენ სასარგებლო ინფორმაციას. გარდა ამისა, BDO განაგრძობს ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას, მათ შორისაა BDO ბოტი − კომპანიის ვირტუალური თანამშრომელი, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია აკისრია. ის ეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს, გაარკვიოს, ეკუთვნის თუ არა დასაქმებული ან თვითდასაქმებული ფიზიკური პირებისთვის დადგენილი კომპენსაცია.

პროფესიული სერვისების სპეციფიკიდან გამომდინარე, BDO-სთვის დისტანციური მომსახურება არათუ უცხო, არამედ სავსებით ორგანულია. ამიტომ ფაქტობრივად უმტკივნეულო იყო სერვისის სრულად ონლაინსივრცეში გადატანა. ე.წ. „ღრუბელზე“ დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენებამ დამკვეთებს შესთავაზა ციფრული თანამშრომლობის უნიკალური გამოცდილება. BDO Portal-ს, კოლაბორაციის თანამედროვე პლატფორმას, რომელიც წარმოადგეს BDO-ს გლობალურ ინსტრუმენტს, უკვე წარმატებით იყენებენ მომსახურების პროცესში. კომპანიის უახლოესი გეგმები BDO Portal-ის უფრო მეტ დამკვეთთან ეტაპობრივი ამუშავებაა, რაც მათ კიდევ უფრო გაუმარტივებს ბიზნესპროცესების მართვას ონლაინსივრცეში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად მიმდინარეობს ამ პლატფორმაში მონაცემთა ანალიტიკის ინსტრუმენტის ჩაშენება, რაც ძალიან მალე კომპანიის დამკვეთებს არა მხოლოდ კოლაბორაციის, არამედ მათი მონაცემების რეალურ დროში ანალიზის საშუალებას მისცემს.

„ჩვენ ვისწავლეთ, როგორ გარდავქმნათ კრიზისი ახალ შესაძლებლობად, ახალ ძალად, რომელიც შესაძლოა გაცილებით საინტერესო და რეზონანსული აღმოჩნდეს. ამიტომ წინსვლა და მიუხედავად ყველაფერისა, განვითარება, დღეს ბიზნესის ყველაზე მართებული არჩევანია. ახლა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა გავუმკლავდეთ ყველა გამოწვევას, სათანადოდ დავძლიოთ პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური შედეგები და ნელ-ნელა დავიწყოთ ახალი, საინტერესო პოსტკრიზისული პერიოდი“, − აცხადებენ კომპანიაში.

Latest on Entrepreneur