📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

წყაროს წყალი ''ბინული'' – ზაფხულის ცხელი დღეების გასაგრილებლად "ბინული" – მეტი წყალი, მეტი სიცოცხლისთვის!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბინული

ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, სითხეების, განსაკუთრებით კი წყლის სწორი დოზით მიღებას, ორგანიზმისა და გონების პროდუქტიულობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მით უმეტეს, თუ წყალი მიკროელემენტებითა და მინერალებითაა გაჯერებული.

სწორედ ასეთია წყაროს წყალი „ბინული", რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ ნატახტართან ახლოს მოიპოვება. მისი მოპოვებისა და ჩამოსხმის ყველა ეტაპი საწარმოში უმაღლესი ხარისხითა და უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით ხორციელდება. ჩვენამდე მოსაღწევად, წყალი ფილტრაციის ვრცელ პროცესს გადის.

„ბინული" რეკომენდებულია არა მხოლოდ ზრდასრულებისთვის, არამედ მოზარდებისა და ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისთვისაც.

ზოგადად, კომპანიის ხედვასა და მიზანს ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ის მომხმარებლებს ყოველთვის ახალ-ახალი შეთავაზებებით ანებივრებს.

ამჯერად, კომპანია წყლის დისპენსერით უფასოდ სარგებლობას იმ შემთხვევაში გვთავაზობს, თუ ყოველთვიური მინიმალური შენაძენი სახლისთვის 3 ბოცა წყალი, ოფისისთვის კი 5 ბოცა იქნება.

1 ბოცა 19 ლიტრ მოცულობის წყალს იტევს და მისი ღირებულება 10 ლარს შეადგენს.

ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნითა და ზაფხულის დღეების სასიამოვნოდ გაგრილებისთვის წყაროს წყალი „ბინული" მოქნილი შეთავაზებებით ჩვენს განებივრებას მომავალშიც არაერთგზის აპირებს.

„ბინული" – მეტი წყალი, მეტი სიცოცხლისთვის!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!