''კრისტალმა'' 8 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალმა ეს INCOFIN IM-ისა და IIV Mikrofinanzfonds-ის მხარდაჭერით შეძლო
''კრისტალმა'' 8 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ფოტო: კრისტალი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალმა 8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო გერმანული ფონდი IIV Mikrofinanzfonds-ისა და საინვესტიციო კომპანია INCOFIN IM-ის მხარდაჭერით, რომლის მიზანიც საქართველოში მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების ინოვაციური ფინანსური მომსახურებით  მხარდაჭერაა.   

აღნიშნული რესურსი 2020 წლის პირველი კვარტლიდან უკვე ხმარდება COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად მოწყვლადი ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური პროდუქტების მიწოდებას, მათ შორის საკრედიტო პროდუქტებზე წვდომის, საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებასა  და მიზნობრივი ბიზნეს კონსულტაციების მხარდაჭერას.  კრიზისისთვის  დამახასიათებელი საბაზრო არასტაბილურობის პირობებში, ახალი საკრედიტო რესურსით მნიშვნელოვანად განმტკიცდა კრისტალის ლიკვიდობის პოზიცია.

2010 წლიდან კრისტალი და INCOFIN IM წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა ფონდების მეშვეობით.   2015 წლიდან Invest in Visions, კრისტალის პარტნიორი გახდა  საკრედიტო მიმართულებით, ხოლო 2016 წლიდან agRIF - ფონდი, რომელსაც მართავს INCOFIN IM-ი,  კრისტალის ერთ-ერთი აქციონერი და ინვესტორია. ახალი თანამშრომლობა ნათლად მიუთითებს ერთობლივ მიზანზე - გაგრძელდეს  საერთო მიზნებისკენ სწრაფვა, გაუმჯობესებული ფინანსური მომსახურებისა და მეწარმეობის განვითარებასაქართველოს მთელს ტერიტორიაზე. 

გეერთ პიტერმანსის, Incofin IM-ის უფროსი მმართველი პარტნიორი და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თქმით: “Incofin-ისა და კრისტალის პარტნიორობა ათწლეულს ითვლის, რომლის განმავლობაშიც საერთაშორისო და ადგილობრივმა ეკონომიკამ პოზიტიური და  ნეგატიური პერიოდები გაიარა. ინვესტორის საქმიანობის ნაწილია უზრუნველყოს საჭირო მხარდაჭერა ნორმალურ და რთულ პერიოდებშიც. შესაბამისად ჩვენი მიზანიასოციალური ზეგავლენა  და ტექნიკური დახმარების გამოყენებით  ძალები გავაერთიანეთ კრისტალთან ერთად სოციალური ზეგავლენის გასაზომად. აღნიშნული დაფინანსებაში პატივი გვაქვს ჩავრთოთ Invest in Visions - ყველაზე დიდი გერმანული სავაჭრო მიკროსაფინანსო ფონდი, რომელთან ერთადაც  Incofin-ი ახორციელებს ინვესტიციებს EECA რეგიონში.

დოქტორი კარლოს დე ლას სალასის,   Visions GmbH-ის უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თქმით: “აღნიშნული 8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის რესურსით, ვაძლიერებთ ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას კრისტალთან, რომელიც 2015 წლიდან გრძელდება. კრისტალის მიერ მიკრო მეწარმეების მხარდაჭერა, სოციალური სტრატეგია,  სოფლის მეურნეობის განვითარება და მიზანი ხელი შეუწყოს ქალ მეწარმეებს , შესანიშნავად ერწყმის ჩვენს ხედვას, რომელიც სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე პროექტების ინვესტირებასა და ფინანსური მომსახურების გაფართოებასთან არის დაკავშირებით. ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ რესურსი ეხმარება კრისტალის ლიკვიდობის ზრდას, მაშინ როდესაც ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ფაქტორია სამუშაოს გასაგრძელებლად”.

ილია რევიას, კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის თქმით“წინა -კრიზისულ პერიოდში კრისტალის ლიკვიდობის პოზიციის გასამყარებლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფინანსური მომსახურების უწყვეტი მიწოდებისთვის COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში. ჩვენი მომხმარებლები და მათი ოჯახები საქართველოს მოსახლეობის 10,8%-ს შეადგენენ, შესაბამისად აღნიშნულმა ინვესტიციამ შესაძლებლობა მოგვცა გავაგრძელოთ მათთვის ინოვაციური საკრედიტო პროდუქტებისა და ტექნიკური დახმარების მიწოდება. აღნიშნული ტრანზაქცია ხაზს უსვამს ნდობას მიკროსაფინანსო სექტორისა და საქართველოს მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.“

INCOFIN IM-ის შესახებ:

Incofin Investment Management (www.incofin.com) საერთაშორისო დამოუკიდებელი საინვესტიციო კომპანიაა, ფოკუსირებული სოფლის მეურნეობის დაფინანსებაზე, და მოტივირებულია ინკლუზიური პროგრესის ხელშეწყობის სურვილით.  შესაბამისად, Incofin IM მხარს უჭერს მეწარმეებს, რათა შეიქმნას მეტად მდგრადი ბიზნესი და გაუმჯობესდეს საზოგადოების მოწყვლადი ნაწილის ცხოვრების პირობები.  Incofin IM არის  AIFM-ის მიერ ლიცენზირებული ფონდების მენეჯერი, რომელიც მართავს 1 მილიარდ დოლარზე მეტ აქტივებს. ჰყავს 60-ზე მეტი პროფესიონალით დაკომპლექტებული გუნდი, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ბელგიის სათავო ოფისით და ასევე ადგილობრივი საინვესტიციო ჯგუფებით ინდოეთში, კოლუმბიაში, კენიასა და კამბოჯაში.

როგორც წამყვან საინვესტიციო კომპანიას, Incofin-ს 2.1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორცილებული (სესხებითა და კაპიტალში ინვესტიციით)  257 მიკროსაფინანსო/ფინანსურ ორგანიზაციაში, 53 ქვეყნის მასშტაბით აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და  აღმოსავლეთ ევროპაში.

IIV Mikrofinanzfonds-ის შესახებ:

IIV Mikrofinanzfonds-ი 2011 წელს დაარსდა Invest in Visions GmbH-ის (www.investinvisions.com) მიერ, რომელიც გერმანიაში რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია და პიონერია ინკლუზიური ფინანსების მიმართულებით.  გერმანიაში იგი იყო პირველი ასეთი კლასის აქტივების მქონე ფონდი, საცალო და ინსტიტუციური ინვესტორებისთვის. მისი აქტივების მოცულობა ახლახანს გაიზარდა 800 მილიონ აშშ დოლარამდე.  IIV Mikrofinanzfonds ამჟამად აფინანსებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და მისი ხედვაა რომ მხარი დაუჭიროს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, რაც შესაძლებელია ფინანსური სერვისების მიწოდებით მიკრო მეწარმეებისთვის რომლებსაც არ ემსახურებიან ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები.

კრისტალი ქვეყანაში წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც  საქართველოს მასშტაბით მართავს  311 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, ემსახურება 100,000 ზე მეტ მომხმარებელს, ოპერირებს 48 ფილიალით და ასაქმებს 1,000-ზე  მეტ თანამშრომელს. „კრისტალის“ აქციონერებს შორის არიან წამყვანი დასავლური ფონდები: Agrif Cooperatief U.A. და DWM Funds S.C.A.-SICAF-SIF. მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული და განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს  ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 2018 წლის 13 დეკემბერს, „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა.

Latest on Entrepreneur