ეთგარ კერეთი და დათო ტურაშვილი - შემოქმედებითი წერა აქ.ახლა

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება
ეთგარ კერეთი და დათო ტურაშვილი - შემოქმედებითი წერა აქ.ახლა
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

16 ივლისს 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს  ვირტუალურად დაესწროს მწერალ ეთგარ კერეთის სესიას თიბისის (https://www.facebook.com/tbcbank) და საბას (https://www.facebook.com/saba.com.ge) Facebook გვერდების დახმარებით.

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება და მისი მოდერატორი მწერალი დათო ტურაშვილი იქნება.

ეთგარ კერეთი მსოფლიოში აღიარებული ისრაელელი მწერალია, რომელიც მოთხრობებით და გრაფიკული რომანებითაა ცნობილი, ის ასევე წერს სცენარებს ფილმებისთვის და სატელევიზიო გადაცემებისთვის. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 45-ზე მეტ ენაზე მსოფლიოს მასშტაბით.

ქართულ ენაზე ავტორი ორჯერ გამოიცა. 2007 წელს, გამომცემლობამ M Publishing პროზაული კრებული „ნებროთმა გარეკა“ გამოსცა, ხოლო 2015 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ კრებული - „უეცრად კარზე აკაკუნებენ“, ორივე წიგნი თამარ ბაბუაძემ თარგმნა.

სესიის - „შემოქმედებითი წერა - აქ.ახლა“ ფარგლებში, ეთგარ კერეთი ისაუბრებს წლების განმავლობაში გავლილი სამწერლო გზის, მკითხველებთან ურთიერთობის, მსოფლიოში მოგზაურობის და იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც იზოლაციაში შეიცვალა და რამაც, მას როგორც ავტორს, სრულიად ახალია აღმოჩენების გაკეთების საშუალება მისცა.

Latest on Entrepreneur