📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ახალი თანამშრომლების შერჩევა და ადაპტაცია ბილაინის "იმუშავე საიდანაც გინდა" პოლიტიკის ფარგლებში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თანამედროვე შრომის ბაზრის კვლევები ადასტურებს, რომ დასაქმებულს დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა მეტად მოტივირებულსა და ნაყოფიერს ხდის, მას ნაკლებად აქვს სამსახურისგან გამოწვეული სტრესი და თავს ბედნიერად გრძნობს. შესაბამისად დასაქმება ისეთ კომპანიაში, რომელშიც თანამშრომლებს შეუძლიათ სასურველი ლოკაციიდან იმუშაონ, კიდევ უფრო სასურველი ხდება. ეს ნათლად ჩანს ბილაინის მაგალითზეც.

თუ როგორ ხორციელდება ახალი თანამშრომლების შერჩევა და ადაპტაცია სამუშაო გარემოში, ბილაინის ტალანტების მოძიების სპეციალისტი - ნინი დარსაძე Entrepreneur-ს უყვება.

„დისტანციური მუშაობა, საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ უფრო მეტად მოქნილები და თავისუფლები რეკრუტინგის და ონბორდინგის პროცესშიც. ბილაინში, ჩვენ უზრუნველყოფილები ვართ, ყველა საჭირო მოწყობილობითა თუ აპლიკაციით, რაც აუცილებელია, ამ პროცესების ეფექტურად წარმართვისთვის. მაგალითად, დისტანციურ რეჟიმში გასაუბრების ჩასატარებლად, ვიყენებთ აპლიკაციას, რომელიც მაღალი სანდოობით სარგებლობს და უსაფრთხო ვიდეო ზარების განხორციელების გარანტია. ამ სტილში მუშაობა, მოსახერხებელი აღმოჩნდა არა მარტო ჩემთვის, არამედ უამრავი კანდიდატისთვის, რომლებიც სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციაზე განიხილებიან." - აღნიშნავს ნინი დარსაძე.

ცხადია ონლაინ გასაუბრება, დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს საქმიან ადამიანებს, რომლებისთვისაც ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, მათ შორის მანქანებისგან გადატვირთულ ქალაქში მოძრაობისგან დაკარგული დროც. ახლა კი, წარმოიდგინეთ, როდესაც ნანატრ შვებულებაში იმყოფებით და გასაუბრების გამო ქალაქში დაბრუნება გიწევთ.

„შეიძლება ითქვას, რომ შერჩევის პროცესი პოტენციურ კანდიდატებსაც გავუმარტივეთ. რა თქმა უნდა, ონლაინ კომუნიკაცია, ბოლომდე ვერ ჩაანაცვლებს იმ შეგრძნებებს, რომლებიც ადამიანთან პირისპირ შეხვედრის დროს გვიჩნდება. სწორედ ამიტომ, სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, ოფისშიც მივდივართ და ამ სივრცესაც ვიყენებთ." - ამატებს ნინი.

თანამშრომლის შერჩევის შემდეგ, მათი სამუშაო გარემოში ადაპტაცია ანუ ე.წ. ონბორდინგი არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესია. განსაკუთრებით კი, თუ მეტწილად დასაქმებული დისტანციურად ასრულებს სამუშაოს. ბილაინში ადაპტაციის პროგრამა სიახლე არ არის. ყოველ ახალ თანამშრომელს ჰყავს ე.წ. „Buddy"- ადამიანი, რომელიც მეგზურობას უწევს და მთავარი საკონტაქტო პირია სამი თვის განმავლობაში. აღნიშნული პროგრამა, დისტანციური მუშაობის რეჟიმშიც ეფექტურად გრძელდება.

„რა თქმა უნდა, პირველ სამუშაო დღეს, ახალი თანამშრომელი პირადად ხვდება მენეჯერს, ეცნობა ბადის და ოფისს. ასევე, სამუშაო ადგილზე ხვდება ნაკრები ახალი თანამშრომლისთვის (ე.წ. Welcome kit), მათ შორის, ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ამის შემდეგ, ის მშვიდად აგრძელებს მუშაობას ნებისმიერი ადგილიდან, რადგან თანამშრომლის ადაპტაციისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი სრულად არის გადატანილი ონლაინ სივრცეში. აქტიურად მოქმედი Workplace-ის გამოყენებით და კარგად აწყობილი შიდა კომუნიკაციის წყალობით, ახალი თანამშრომლები, მარტივად პოულობენ ყველანაირ ინფორმაციას კომპანიასთან დაკავშირებით, მყისიერად იგებენ ნებისმიერ სიახლეს და ბილაინში მომუშავე ადამიანებს იცნობენ არა მარტო საქმეში, არამედ არაფორმალურ ამპლუაშიც. ასე ყალიბდება ჩვენ შორის ძლიერი თანამშრომლობა და მეგობრობა."- აღნიშნავს ნინი დარსაძე.

როგორც ბოლო პერიოდის გამოცდილებამ აჩვენა, კომპანიაში არსებული ორგანიზციული კულტურა არის ტრიგერი, რომელიც მოტივაციას აძლევთ დასაქმებულებს. კანდიდატებთან კომუნიკაციისას კი კარგად ჩანს, რომ „იმუშავე საიდანაც გინდა" პოლიტიკა კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის ბილაინში დასაქმებას.

„მეც პანდემიის პერიოდში შემოვუერთდი ბილაინის გუნდს და შესაბამისად, კარგად მესმის იმ ადამიანების განცდები და გრძნობები, რომლებიც ადაპტაციის პროცესს დისტანციური მუშაობის რეჟიმში გადიან. პირადად მე, ამ გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ მთავარი, ის ორგანიზაციული კულტურაა, რომელიც კომპანიას ზურგს უმაგრებს. როდესაც შენ გხვდება მეგობრული გუნდი, სიახლეებისადმი ღია მენეჯმენტი და ყველა საჭირო ატრიბუტი ეფექტური მუშაობისთვის - ეს უკვე საკმარისია, ადაპტირდე ახალ გარემოში, მაშინაც კი, როდესაც ყველანი ვმუშაობთ საიდანაც გვინდა". - ამბობს ნინი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი