Entrepreneur-ის ახალი პროექტი: ონლაინმაღაზია ინგლისურად!

ქართულ პროდუქციას უცხოელებიც შეიძენენ
Entrepreneur-ის ახალი პროექტი: ონლაინმაღაზია ინგლისურად!
ფოტო: სალომე ჩიბუხაშვილი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur-ის ონლაინ მაღაზიის პარტნიორი ბრენდების პროდუქცია უკვე საქართველოში მცხოვრებ უცხოელთათვისაც მარტივად ხელმისაწვდომი ხდება. იმისთვის, რომ ონლაინ შესყიდვების განხორციელება მათთვის მეტად კომფორტული პროცესი გახდეს, Entrepreneur Shop-ის შემდეგ კიდევ ერთი ახალი პლატფორმა – ინგლისურენოვანი Entrepreneur Store იწყებს ფუნქციონირებას.

გიორგი შარაშიძე, Entrepreneur, გამომცემელი და მთავარი რედაქტორი: Entrepreneur Store-ზე, ისევე როგორც მის ქართულ ანალოგზე, მხოლოდ ქართველი ანტრეპრენერების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება.  პლატფორმა განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ ბრენდებისთვის, რომელთა მიზნობრივ სეგმენტს სწორედ არაქართულენოვანი აუდიტორია წარმოადგენს. ეს ეხება როგორც საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, ისე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელიც ინგლისურ ენაზე გაეცნობა ქართველი ანტრეპრენერების მიერ წარმოებულ პროდუქციას და სურვილის შემთხვევაში შეიძენს სასურველ ნივთს. ეს პატარა, მაგრამ ეფექტური ნაბიჯია ქართული ბრენდების გლობალურ ბაზარზე გასასვლელად და საერთაშორისო მასშტაბით გასარეკლამებლად. მიხარია, რომ ინგლისურენოვანი ონლაინმაღაზია Entrepreneur Store გამოცემის სტრატეგიულ მისიას იზიარებს და ქართველი ანტრეპრენერების საქმიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთი დამატებითი არხის საშუალებით განაგრძობს“.

Entrepreneur Store ერთ სივრცეში გააერთიანებს განსხვავებული კატეგორიების პროდუქციასა და მომსახურებას, ქართული ბრენდების სპეციალურ შეთავაზებებს – ყველაფერს, რაც ქართულია, რაც საუკეთესოა, რაც ანტრეპრენერული სულისკვეთებითაა შექმნილი.

შეგახსენებთ, Entrepreneur Shop 2019 წლის დეკემბერში შეიქმნა და უკვე აერთიანებს 100-მდე ქართული ბრენდის 1600-ზე მეტ პროდუქტს, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად უფრო და უფრო გაიზრდება.

ვებ-გვერდის ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყოფილია კომპანია B2C-ის მიერ. 

Latest on Entrepreneur