თიბისის ციფრული ბანკინგის გუნდი ახალ კადრებს ეძებს

აქ.ახლა
თიბისის ციფრული ბანკინგის გუნდი ახალ კადრებს ეძებს
ფოტო: TBC

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკი მუდმივად ვითარდება. იმისათვის, რომ მომხმარებლებს ყოველდღიურობა კიდევ უფრო გაუმარტივდეთ, ციფრულ არხებს მუდმივად ემატება ახალი ფუნქციონალები. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკის და ციფრული ბანკინგის გუნდში რამდენიმე ძალიან საინტერესო ვაკანსიამ მოიყარა თავი.

მობაილბანკის გუნდში პროდუქტის ტექნიკურ ანალიტიკოსს და პროდუქტის განვითარების ექსპერტის პოზიციაზე ვაკანსიაა:

- პროდუქტის ტექნიკური ანალიტიკოსი

თუ გიყვარს სისტემების და პროცესების ანალიზი, ითვლები თანამედროვე ტექნოლოგიების და სიახლეების ექსპერტად, გაქვს სისტემის ანალიტიკოსის, ბიზნესანალიტიკოსის, პროგრამისტის ან DevOps ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ასევე, თუ გაქვს      სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადების, UML და ERD დიაგრამებით მონაცემთა ბაზებთან და ვებ-სერვისებთან მუშაობის გამოცდილება, მაშინ პროდუქტის ტექნიკური ანალიტიკოსის ვაკანსია შენთვისაა.

თუ შეუერთდები თიბისის გუნდს, მონაწილეობას მიიღებ ბიზნესამოცანების, პროცესების და მოდელების ანალიზში, დაგეგმავ და დააორგანიზებ საკუთარ პროექტს, დააპროექტებ ბიზნესამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას, როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით, გააანალიზებ და დააპროექტებ სისტემებს შორის ინტეგრაციებს, შეიმუშავებ სისტემის არქიტექტურას, მოამზადებ სისტემის არქიტექტურის დოკუმენტს, IT არქიტექტორებთან ერთად განიხილავ და შეათანხმებ არქიტექტურას და მიიყვან პროცესს ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე,

აქტიურად იმუშავებ პროდუქტის ექსპერტებთან და გუნდის კაპიტანთან ერთად პროდუქტის დანერგვასა და განვითარებაზე.

- პროდუქტის განვითარების ექსპერტი

თუ თიბისის გუნდს ამ პოზიციაზე შეუერთდები, მობაილბანკის განვითარების პროცესში ჩაერთვები, ასევე ჩაიბარებ კონკრეტულ ფუნქციონალს, რომლის განვითარება და გაუმჯობესებაც შენი მოვალეობა იქნება. UX/UI დიზაინერებთან ერთად მომხმარებლის ინტერფეისის დეტალურ აღწერას შექმნი. პროექტის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის ეტაპებზე ექსპერტი იქნები.

- თუ Kotlin, ან  Swift და Design Pattern-ები იცი, და ასევე რეაქტიული პროგრამირებისა და ტესტირების, UI კომპონენტებთან და CI/CD გარემოსთან მუშაობის გამოცდილებაც გაქვს, გამოდის შენ გეძებს თიბისი ანდროიდ ან iOS დეველოპერის პოზიციაზე. თიბისისში მოხვედრის შემთხვევაში, Enterprise-ის დონის პროექტებზე იმუშავებ.

- ვებ დეველოპერის პოზიციაზეც ეძებს თიბისი ისეთ კადრს, რომელმაც იცის Angular, Javascript ES5/ES6, Design Patterns, HTML5 და CSS3-ის ახალი ტექნოლოგიები. ასევე, ვისაც აქვს ტესტირების, Git-თან, CSS პრეპროცესორებთან და CI/CD გარემოსთან მუშაობის გამოცდილება.

Angular-ის, Typescript და Javascript-ის, HTML-ის CSS-ის მცოდნე და გამოცდილების მქონე ადამიანსაც ეძებენ თიბისისში,  Front-end დეველოპერის პოზიციაზე. თუ შეუერთდები გუნდს,  ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნესმოთხოვნების და ამოცანების ანალიზში, შექმნი Front-end აპლიკაციას და შეიტან ცვლილებებს არსებულში, გააკეთებ აპლიკაციების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით, მონაწილეობას მიიღებ UI/UX-ის შემუშავებაში.

UX/UI დიზაინერი

თუ ხარ UI, UX ან UI/UX დიზაინერი და რაც მთავარია, მომხმარებლებთან ემპათიის დამყარება შენი საყვარელი საქმეა, თუ მათთვის მოსახერხებელი, მარტივი და სასიამოვნო პროდუქტების შექმნის შესაძლებლობა ენთუზიაზმით გავსებს, მაშინ ეს ვაკანსიები შენთვისაა. თიბისი ეძებს მომხმარებლების ხმას და მათი ინტერესების დამცველს საუკეთესო ციფრული პროდუტების შემქმნელ გუნდში.

თუ ux კვლევისა და გამოყენებადობის ტესტირების გამოცდილება გაქვს, შეგიძლია მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით პროტოტიპები შექმნა და მობილური აპლიკაციებისთვის ux დიზაინზეც გიმუშავია - მაშინ შენთვის  თიბისის UX დიზაინერის ვაკანსია აქვს.

თიბისის გუნდში მობაილბანკის ახალი ფუნქციების UX დიზაინს შექმნი და არსებულ ფუნქციებს გააუმჯობესებ, დაგეგმავ UX კვლევებსა და ტესტირებას;  შექმნი პროტოტიპებს და განავითარებ პროდუქტს. შენი მთავარი მიზანი კი მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება იქნება.

თუ გიმუშავია თანამედროვე მობილური აპლიკაციების ინტერფეისის UI დიზაინზე, კარგად იცნობ ვიზუალური კომუნიკაციის პრინციპებს, შეგიძლია ე.წ აიქონებისა და მარტივი ილუსტრაციების ხატვა, გიმუშავია სტილის სახელმძღვანელოსთან და დიზაინ სისტემასთან  - მაშინ UI დიზაინერის  ვაკანსია შენს შესაძლებლობებზეა მორგებული.

თუ შეუერთდები გუნდს, მობაილბანკის ახალი ფუნქციების UI დიზაინზე და UI ბიბლიოთეკებზე იმუშავებ. ასევე მობაილბანკისთვის სხვადასხვა ვიზუალურ სტილს და გრაფიკულ გამოსახულებას შექმნი. შენი მთავარი ფუნქცია UX დიზაინერთან ერთად მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა იქნება.

ასევე, თიბისი ეძებს ახალ თანამშრომლებს ტესტირების მიმართლულებითაც:

ტესტერი - ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესში

ტესტირების მაგალითებზე  დაყრდნობით მონაწილეობას მიიღებ ავტომატურ ტესტების დეველოპმენტში

ორიენტირებული იქნები ტესტირების პროცესის სწორად დაგეგმვასა და განვითარებაზე

უზრუნველყოფ ტესტირების რეპორტის შექმნას გუნდისთვის

 

ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი

  • ჩაერთვები ავტომატური ტესტების დეველოპმენტში Open Source ინსტრუმენტების გამოყენებით
  • Devops ინსტრუმენტების გამოყენებით უზრუნველყოფ ავტომატური ტესტების ჩართვას continuous integration პროცესში
  • შეიტან ცვლილებებს არსებულ იმპლემენტაციებში
  • ჩაერთვები Performance ტესტირების პროცესში და გასცემ რეკომენდაციებს სისტემის სანდოობასა და მასშტაბირებადობაზე
  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში

DevOps ინჟინერი

  • გამართავ აპლიკაციების ინფრასტრუქტურას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების  მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;
  • მონაწილეობას მიიღებ არქიტექტურის შემუშავებასა და არსებულის ცვლილებაში;
  • მონაწილეობას მიიღებ  Continuous integration და Continuous deployment პროცესის აწყობაში;

ციფრული განვითარების გუნდში კი თიბისი  მონაცემთა ანალიტიკოსს და ციფრული გაყიდვების მენეჯერს ეძებს

 ციფრული გაყიდვების მენეჯერი

შეიტან მნიშვნელოვან წვლილს  ციფრული ბანკის განვითარებაში;

ყოველდღიურად იზრუნებ ციფრული ბანკის მომხმარებლების, ტრანზაქციების, პროდუქტების გაყიდვების გაზრდაზე;

გუნდთან ერთად დაგეგმავ გაყიდვების კამპანიებს;

გააანალიზებ არსებულ პროდუქტებს და სეგმენტებს;

გამოიკვლევ პოტენციურ პროდუქტებს და სეგმენტებს;

მიიღებ მონაწილეობას პროდუქტების გაუმჯობესებაში;

ინტენსიურად იმუშავებ ბანკის სხვა სტრუქტურებთან (ფილიალებთან, ქოლცენტრთან) მაქსიმალური შედეგის მისაღწევად                

მონაცემთა ანალიტიკოსი

  • მონაცემების მომზადება SAS (SQL-ის საშუალებით) და BIG DATA გარემოში მოგიწევს
  • სხვადასხვა წყაროდან მოიძიებ მონაცემებს, დაამუშავებ, გაანალიზებ და მიგნებებს წარმოაჩენ
  • ვიზუალურ ანგარიშებს ააწყობ (Tableau/Power BI-ს გამოყენებით)

თუ გინდა, რომ თიბისის ციფრული ბანკინგის გუნდის წევრი გახდე და  ფიქრობ, რომ  ჩამოთვლილი ფუნქციების შესრულება შეგიძლია და შესაბამისი გამოცდილებაც გაქვს, შეავსე აპლიკაცია ბმულზე -  https://www.tbcagile.ge/ .

Latest on Entrepreneur