📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ჰენლის ბიზნეს სკოლა მსოფლიო რეიტინგში მოწინავე პოზიციაზეა – რას სთავაზობს პროგრამა ქართველ სტუდენტებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

პერსონალური და პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლა – სწორედ ეს კრიტერიუმები განსაზღვრავს სამაგისტრო პროგრამების წარმატებასა და რეიტინგს. ამავე კრიტერიუმების მიხედვით ჰენლის ბიზნეს სკოლის Flexible Executive MBA მსოფლიო რეიტინგის ტოპ 30 სასწავლო პროგრამას შორისაა, დიდ ბრიტანეთში კი ის მესამე ადგილზეა.

დასაქმების ბაზარი დღეს საოცრად კონკურენტულია. შესაბამისად, ბიზნეს სკოლები ცდილობენ, სტუდენტებს მისცენ განათლება, რომელიც აერთიანებს ბიზნესის უახლეს ტრენდებსა და მიგნებებს, მენეჯმენტისა და მართვის უნარებს, ლიდერობას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი უნდა ანვითარებდეს კანდიდატების არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს. რამდენად მაღალ დონეზეა ხელმისაწვდომი ეს ყველაფერი სტუდენტებითვის ჰენლის ბიზნეს სკოლაში? ამ კითხვაზე პასუხს ადვილად გასცემთ, თუ შემდეგ სტატისტიკურ მაჩვენებლებს გადახედავთ:

  • კურსდამთავრებულების ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა – რეიტინგში #6
  • კარიერული განვითარება – რეიტინგში #18
  • კურსდამთავრებულების მიერ საკუთარი კომპანიების მნიშვნელოვანი ზრდა – #24

სასწავლო პროგრამა, რომელიც სტუდენტებს ამბიციურ და წარმატებულ კარიერას სთავაზობს, მაღალი კვალიფიკაციის სტუდენტებითაც გამოირჩევა. ამ მიმართულებით რეიტინგს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჰენლის ბიზნეს სკოლა სტუდენტების დონისა და კვალიფიკაციის მიხედვითაც მოწინავე პოზიციას იკავებს რეიტინგში:

  • მე–5 პოზიცია სტუდენტების გამოცდილების მიხედვით
  • მე–11 პოზიცია სტუდენტების მენეჯერული გამოცდილების მიხედვით
  • 25–ე პოზიცია სტუდენტების ზოგადი დონისა და უნარების მიხედვით

და რაც უნივერსიტეტისთვის ძალიან საამაყოა, ჰენლის ბიზნეს სკოლა მსოფლიო მასშტაბით მე–4 პოზიციას იკავებს სტუდენტებს შორის გენდერული ბალანსის დაცვის თვალსაზრისით.

ჰენლის ბიზნეს სკოლის წარმომადგენელი, მენეჯმენტისა და ბიზნესის ისტორიის პროფესორი, ჰენლის მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი ენდრიუ გოდლი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტი ღირსეული წარმომადგენელია იმ ელიტური ბიზნეს სკოლებისა, რომლებსაც სამმაგი აკრედიტაცია (AACSB, EFMD და AMBA) აქვთ:

„ჰენლის სამაგისტრო პროგრამები მსოფლიო რეიტინგში 21–ე პოზიციას იკავებს, ევროპაში კი მე–10 ადგილზეა. ჰენლის მეწარმეობის ცენტრი მსოფლიო მეწარმეობის ცენტრების ოცეულში საპატიო ადგილზეა. უნივერსიტეტი და მისი სამაგისტრო პროგრამები განსაკუთრებით პოპულარულია დიდ ბრიტანეთში, რომელიც მსოფლიოში მაღალი ხარისხის განათლებით გამოირჩევა," – აღნიშნავს ენდრიუ გოდლი.

ჰენლის ბიზნეს სკოლა კავშირების საუკეთესო წყაროა, რადგან ის აერთიანებს 75 000 კურსდამთავრებულს, უამრავ კამპუსსა და ოფისს მსოფლიოს 100 ქვეყანაში. საქართველოსთვის ძალიან საამაყოა, რომ ჰენლის ბიზნეს სკოლა სამაგისტრო პროგრამას საქართველოშიც ახორციელებს. ის საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჯერ კიდევ 2017 წელს დაინტერესდა. ერთობლივად შეიქმნა სასწავლო პროგრამა, რომელიც ქვეყანაში უპრეცედენტოა.

ამ ეტაპზე ჰენლის ბიზნეს სკოლა სამაგისტრო პროგრამას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, საქართველოს მენეჯმენტის სკოლასთან და მალტის ბიზნესის სკოლასთან ერთად ახორციელებს. ქართველ სტუდენტებს საშუალება აქვთ, Henley-ის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მიიღონ საქართველოში, ქვეყნის ხანგრძლივად დატოვების გარეშე.

პროგრამა ხორციელდება სამ ეტაპად. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობაა 10 თვე.

თითოეული ეტაპი მოიცავს განსხვავებულ მოდულებს, რომელთა ჩატარების ინტენსივობაა ორ თვეში ერთი მოდული. პროგრამა სრულდება მისი დაწყებიდან 2,5 წელიწადში. პროგრამის დასასრულს გაიცემა ჰენლის ბიზნეს სკოლის დიპლომი.

პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში ჰენლის ბიზნესის სკოლის გრენლანდიის კამპუსში, სადაც სავალდებულო მოდულის ფარგლებში განახორციელებენ ერთ ვიზიტს პროგრამის დაწყებისთანავე. ვიზიტის ფარგლებში, ჰენლის ბიზნეს სკოლა უზრუნველყოფს სტუდენტები სსაცხოვრებელსა და კვებას სრული დაფინანსებით.

სტუდენტები ვორქშოპებს ასევე დაესწრებიან საქართველოში; სავალდებულო მოდულების ფარგლებში, სტუდენტები აგრეთვე ორჯერ გაემგზავრებიან ჰენლის კამპუსში, მალტაში, სადაც სემინარებს ჰენლის ბიზნეს სკოლის პროფესორები ჩაატარებენ.

მალტის ბიზნესის სკოლის დეკანი და ჰენლის ბიზნეს სკოლის წარმომადგენელი საქართველოსა და მალტაში ლორენცო მიულე სტანო აღნიშნავს, რომ Henley MBA არის ერთ-ერთი ტოპ-კვალიფიკაცია, რომლის მიცემა გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია და ეს შესაძლებლობა საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

„მოხარულები ვართ, რომ ჰენლის ბიზნეს სკოლა კვლავ მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოს სამაგისტრო პროგრამებს შორის. მისი პრესტიჟი და იმიჯი მსოფლიო ბიზნეს საზოგადოებაში კი მუდმივად მზარდია. ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები, როგორც წესი, დიდ წარმატებას აღწევენ იმ კომპანიებში, სადაც დასაქმებულები არიან", – აღნიშნავს ლორენცო მიულე სტანო.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ასევე აქტიურად მუშაობს აღნიშნულ პროგრამაზე საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვაზე.

ჰენლის უნივერსიტეტი 1945 წელს დაარსდა, როგორც პირველი ბიზნესის სკოლა დიდ ბრიტანეთში. ის არის ერთ-ერთი იმ 73 ბიზნესის სკოლას შორის მსოფლიოში, რომელსაც სამმაგი აკრედიტაცია გააჩნია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე