აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია წელს ონლაინ საქართველოდან გაიმართება

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

20-29 ნოემბერს, 10 დღიანი კონფერენცია გააერთიანებს  1000+ მონაწილეს ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ღონისძიება გათვლილია მეწარმეებისთვის, დიზაინერების, მარკეტერების, დეველოპერებისა და ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინოვაციური გადაწყვეტების მაძიებელთათვის.

კონფერენციის ძირითადი პროგრამა (პრეზენტაციები, გამოსვლები, მასტერკლასები,ვორქშოფები)  გადანაწილდება ორ ვიქენდზე, ხოლო კვირის დღეები დაეთმობა ნეთვორქინგსა და ბიზნეს შეხვედრებს. მონაწილეები შეძლებენ ისწავლონ და დაუკავშირდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს მასშტაბით.

Touch

 სპიკერები იქნებიან სხვადასხვა ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლების მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, როგორებიცაა: Magic Leap (უნიკალური AR ტექნოლოგიები), Deloitte US (კონტენტის შექმნის ტენდენციები), Salesforce, Google (დიზაინის შსახებ), HubSpot (გაყიდვებში მომუშავე ადამიანის ერთი დღე), DeviantArt, Rotten Tomatoes (როგორ დავძლიოთ კრიზისი), VIRTUE (by Vice), Dalton Maag (ახალი ტიპოგრაფიის შექმნა), InVision, E-Dublin, The Next Web (წამყვანი ტექნოლოგიური მედია), Singularity University (სილიკონ ველის ანალიტიკური ცენტრი), Intelistyle (ინდივიალური ჩაცმულობა ), Kiko, Printful (მდგრადობა), WiFisher და სხვა მრავალი, რომელთა ვინაობასაც მალე შეიტყობთ!



ძირითადი საკითხები:

- პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესებისთვის & ბიზნესის გაციფრულება

- როგორ შევქმნათ მსოფლიო დონის კომპანიები განვითარებადი სფეროებიდან 

- ციფრული მარკეტინგი, კონტენტი, SMM ტენდენციები

- Customer experience (მომხმარებლის გამოცდილება)

- UX/UI დიზაინი

- ბიზნეს დეველოფმენთი & გაყიდვები

-კრეატიული მიდგომები & ტექნოლოგიები 

- გაყიდვები, ელექტრონული კომერცია & მოდის ინდუსტრიის ტექნოლოგიები

- გონებამახვილობა & კეთილდღეობა

ვინ უნდა დაესწროს: სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი მეწარმეები, დეველოპერები, მარკეტერები და PR პროფესიონალები, დიზაინერები, სტუდენტები, ინოვაციების მაძიებლები.

კონფერენცია მოიცავს პრეზენტაციებს, მასტერკლასებს, ნეთვორქინგ აქტიობებს, ვორქშოფებს, დისკუსიებსა და ვირტუალურ ექსპოს; გათვლილია მონაწილეებს მიაწოდოს ახალი ხედვები და სიახლეები.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაწევრიანდნენ აქტიობებში ონლაინ, სახლებიდან, ვებ-აპლიკაციის მეშვეობით, რომლითაც წვდომა ექნებათ გამოსვლებზე, დისკუსიებსა და ნეთვორკინგ აქტიობებზე. 

ბილეთები ხელმისაწვდომია საიტზე touch.ge/summit. ბილეთის მფლობელები კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე მეილით მიიღებენ მოწვევას აპლიკაციაში შესასვლელად. კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია ბროუზერის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით.  



კონფერენციის მხარდამჭერები: Onesoul.io, Georgia’s Innovation & Technology Agency (GITA), Bank of Georgia Business , Aligned Research Group.

კონფერენციის მედია პარტნიორი: Entrepreneur Georgia



მეტი ინფორმაციისთვის- https://www.facebook.com/events/363909004741324/

მედია და პარტნიორობის მოთხოვნებისთვის: alina@touch.ge