მსოფლიოს წამყვანმა გამოცემამ Global Finance თიბისის ბიზნეს-ინტერნეტბანკი ევროპაში საუკეთესოდ აღიარა

გაიცანით თიბისის ბიზნეს-ინტერნეტბანკის გუნდი

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივების მისიით თიბისი ბანკი მუდმივად არაერთი სიახლის ავტორად გვევლინება, რომელიც საუთარ მომხმარებლებს ისეთი ინოვაციური პროდუქტებითა და გადაწყვეტებით ანებივრებს, რაც მათ დროსა და ძალისხმევას მნიშვნელოვნად ზოგავს. სწრაფ და მოქნილ განვითარებასთან ერთად კი, კომპანია, საკუთარი პორტფოლიოსთვის ადგილობრივი და საერთაშორისო აღიარებისა და ჯილდოების შემატებასაც აგრძელებს.

entrepreneur.ge

თიბისიმ მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემა Global Finance-ის 21-ე დაჯილდოებაზე რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. ის კორპორაციული ციფრული ბანკების კატეგორიაში სოციალური მედიის არხების, მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სერვისების ეფექტიანი წარმართვისთვის, 2020 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა. ასევე, კომპანიამ მსოფლიოში საუკეთესო ბანკის ტიტული, როგორც აღნიშნული მიმართულებებით მომხმარებელზე სრულად ორიენტირებულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა მოიპოვა.

გავლენიანმა გამოცემამ პრესტიჟული ჯილდო თიბისის ბიზნეს-ინტერნეტბანკსაც არგუნა და ის ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა. კომპანიის ბიზნეს-ინტერნეტბანკმა 2020 წელს მართლაც არაერთი პროდუქტიული და სერვისული სიახლე დანერგა, რამაც ბიზნესკომპანიებს საქმიანობა მნიშვნელოვნად გაუმარტივა.

ბიზნეს-ინტერნეტბანკის წარმატების უკან კი ის სხარტი და მოქნილი გუნდი დგას, რომელიც გაციფრულების მზარდ ტენდენციასთან ერთად, ბიზნესის პულსაციას გულისყურით უსმენს და რეგულარულად ცდილობს ყველა სიახლე კონკრეტულ საჭიროებებს მყისიერად მოარგოს.

„წარმატების უკან დგას პატარა გუნდი, რომლის მთავარი მიზანია გააუმჯობესოს ჩვენი ბიზნესმომხმარებლების ციფრული გამოცდილება და ზოგადად, გაუმარტივოს მათ ცხოვრება. გუნდი არის სრულიად თვითორგანიზებული, დამოუკიდებელი, რომელსაც არ ეშინია ექსპერიმენტების და მაქსიმალურად ახლოს დგას საკუთარ მომხმარებლებთან. იდეების გენერაციის მთავარი წყარო ჩვენთვის ისევ და ისევ ჩვენი მომხმარებლები არიან, მუდმივად ვუსმენთ მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს, და მათზე მორგებულ პროდუქტებს ვთავაზობთ. გუნდის მთავარი კულტურული მახასიათებელი მულტიფუნქციურობა და სხვადასხვა გამოცდილებისა თუ კომპეტენციის ადამიანებია, რომლებსაც მუდმივად ვეცნობით და ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებსა და გამოცდილებას“, − გვიხსნის მარიამ კვარაცხელია, გუნდის კაპიტანი.

ინოვაციური ხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიზნეს-ინტერნეტბანკის გუნდმა სტრატეგია სრულიად შეცვალა. გადაწყვიტეს, ძალისხმევა არ მხოლოდ ფინანსურ ოპერაციებზე მიმართონ, არამედ მომხმარებლებს ბიზნესპროცესების წარმართვაში რეალურად დაეხმარონ, ამისათვის კი ბიზნეს-ინტერნეტბანკი, როგორც ბიზნეს დამხმარე ასისტენტი, ეფექტიანად გამოიყენონ.

„ზოგადად, ბიზნესპროცესების გაციფრულება ბოლო წლების მზარდი ტენდენციაა. შესაბამისად, იქმნება ახალი არხები და ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც ბიზნესისმართვას უფრო ამარტივებს და სხვადასხვა ოპერაციაში დახარჯულ დროს ამცირებს. ამ ყველაფრის კვალდაკვალ, ვცდილობთ მაქსიმალურად გავაანალიზოთ მომხმარებლების სამუშაო პროცესები, დავაიდენტიფიციროთ გადაკვეთის წერტილები და შევთავაზოთ სწორი ციფრული გადაწყვეტები. მიმდინარე წლის განმავლობაში, ბიზნეს-ინტერნეტბანკში ბევრი ახალი ფუნქციონალი დავამატეთ, რომლებმაც გააუმჯობესა კლიენტებისთვის ციფრული გამოცდილება და შეძლო საბანკო პროდუქტების ციფრული ტრანსფორმაცია. ასევე, შევქმენით არასაბანკო პროდუქტები, რომელიც ბიზნესის მართვას ამარტივებს. ერთ-ერთი მათგანია ბიზნეს ფინანსური მენეჯერი. ეს პროდუქტი სწორედ გუნდის ხედვიდან გამომდინარე შეიქმნა. გადავწყვიტეთ, რომ ინფორმაცია, რომელიც გვაქვს, გაგვეანალიზებინა და ჩვენი კლიენტებისთვის სხვადასხვა სახით მიგვეწოდებინა. მაგალითად, მათი ფინანსებისა და მომხმარებლების ანალიზი სხვადასხვა სახით, რაც, საბოლოო ჯამში, მათ ბიზნესის მართვაში და გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება“, − ამბობს ლაშა ყანჩაველი, თიბისის ასოცირებული პარტნიორი.

გუნდმა მომხმარებლებს წელს მეორე დიდი სიახლეც შესთავაზა − ეს ბიზნეს-ინტერნეტბანკის invoice.ge-სთან ინტეგრაციაა. ბიზნეს ფინანსური მენეჯერის მსგავსად, ისიც არასაბანკო პროდუქტია და ბიზნესის მართვის ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს. მისი მეშვეობით, კლიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ ინვოისები ბიზნეს-ინტერნეტბანკიდან მარტივად და სწრაფად მართონ.

ციფრული გუნდი სიახლეებსა და აქტუალურ საჭიროებებზე სწორად მორგებულ გადაწყვეტებს მომავალშიც გვპირდება, რათა მომხმარებლებს სწრაფად განვითარებად და ცვალებად ბიზნესსამყაროში ადაპტირება და ოპერირება საგრძნობლად გაუმარტივოს.

„აქტიურად მივყვებით როგორც თიბისის, ასევე ჩვენი ციფრული გუნდის სტრატეგიას, რაც უფრო მეტად მომხმარებლებზე და ცხოვრების გამარტივებაზე ორიენტირებულ პროდუქტებს და სერვისებს ისახავს მიზნად.

უახლოეს მომავალში გეგმაში გვაქვს ბიზნეს ფინანსური მენეჯერის კიდევ უფრო „დაჭკვიანება“ და მომხმარებლისთვის სხვადასხვა ინსაითების მიცემა, რაც ბიზნესებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუმარტივებს. ჩვენთვის, უახლოესი მომავლის მთავარი გამოწვევები იქნება სწრაფი დეველოპმენტი და უფრო მჭიდრო სიახლოვე ჩვენს მომხმარებლებთან, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტები და სერვისები რაც შეიძლება მალე და საჭიროებიდან გამომდინარე მივიტანოთ ჩვენს მომხმარებლებამდე“, − არჩილ ბახსოლიანი, ციფრული სერვისექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50 000-ზე მეტი ტირაჟით მსოფლიოს 188 ქვეყანაში გამოიცემა. Global Finance უკვე 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს ასახელებს. წლების განმავლობაში, Global Finance-ისგან თიბისის სხვადასხვა კატეგორიაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.