📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"თიბისი ლიზინგისა" და "თეგეტა თრაქ & ბასის" აქცია კომერციულ ავტომობილებზე "ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში სპეციალური აქცია მოქმედებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

„თიბისი ლიზინგისა" და „თეგეტა თრაქ & ბასის" ერთობლივი აქციის ფარგლებში, იაპონური ბრენდის, HINO-ს კომერციული ავტომობილებზე სპეციალური პირობები მოქმედებს. „ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ის მომხმარებლები, რომლებიც HINO-ს ბრენდის სადისტრიბუციო მანქანებს „თეგეტა თრაქ & ბასისგან" ლიზინგით შეიძენენ, 1 წლიან უფასო გეგმიურ და არაგეგმიურ სერვისებს მიიღებენ. ეს ნიშნავს, რომ თუ ავტომობილს ან ავტომობილებს, ამ შეთავაზებით შეიძენ, 1 წლის განმავლობაში ნებისმიერ მოთხოვნილ მომსახურებას სრულიად უფასოდ მიიღებ. აქცია წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„თეგეტა თრაქ & ბასი" საქართველოში ჰინო (HINO)-ს ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია. HINO TOYOTA-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც 40 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე. პირველ ეტაპზე „თეგეტა თრაქ & ბასი" კომპანიებს HINO 300-ის სერიის მოდელს სთავაზობს. ეს მოდელი დიდი ტვირთამწეობით გამოირჩევა და გაძლიერებული შასი აქვს. ავტომობილი სპეციალურად შექმნილია რთულ პირობებში საექსპლუატაციოდ. HINO 300-ის მზიდი ჩარჩო ანტიკოროზიული მასალითაა დამუშავებული. ასევე, HINO-ს კომერციული ავტომობილები მძლავრი ძრავით გამოირჩევიან. ავტომობილის სრული დატვირთვის შემთხვევაში და რთულ რელიეფურ პირობებშიც კი, ძრავის დატვირთვა შეუმჩნეველია და ავტომობილი შეუფერხებლად გადაადგილდება.

„თეგეტა თრაქ & ბასი" „თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციის და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში ოპერირებს.

თიბისი ლიზინგი 2003 წლიდან ბიზნესებს აქტივების შეძენაში ეხმარება და დღეის მდგომარეობით, უკვე 4000-ზე მეტ კლიენტს ემსახურება. კომპანიის საბაზარო წილი 70%-ს შეადგენს და მისი მართვის ქვეშ 300 მილიონი ლარის მოცულობის პორტფელია.

ლიზინგი, როგორც დაფინანსების ინსტრუმენტი საუკეთესო საშუალებაა როგორც დამწყები, ისე ბაზარზე დამკვიდრებული კომპანიებისთვის, რათა თავდაპირველი ინვესტიციის და დამატებით უზრუნველყოფის გარეშე გაზარდონ საწარმოო სიმძლავრეები და კონცენტრირდნენ მათ ძირითად კომპეტენციაზე, რათა მომხმარებლებს უფრო სწრაფად და ხარისხიანად შესთავაზონ საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება. აღნიშნული კი პირდაპირპროპორციულად პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე