📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

L I Y A X KÁSHKASH - პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

ორი ქართული ბრენდი - L I Y A და კაშკაში, პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ხაზის შესაქმნელად, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაერთიანდა. პროდუქცია შექმნილია უნიკალური ფორმულებით და დამზადებულია საქართველოში, "კაშკაშის" ლაბორატორიაში.

LIYA თანამედროვე ქალბატონების ტანისამოსის ბრენდია, რომელსაც სწამს ინდივიდუალიზმისა და ყველა ადამიანში საკუთარი ინდივიდუალობის სიყვარულის. KÁSHKASH კი თბილისში დაფუძნებული, კოსმეტიკის ფორმულატორების გუნდია. საქართველოს ფლორის საოცრებებისა და კოსმეტიკური წარმოების თანამედროვე მეთოდების შერწყმის იდეა - სწორედ ესაა "კაშკაშის" მთავარი მამოძრავებელი. ბრენდის დამფუძნებლები ამაყობენ, რომ ქვეყანაში დეკორატიული კოსმეტიკის წარმოებას ჩაუყარეს საფუძველი.

LIYA X KÁSHKASH-ის ძირითადი იდეა ისეთი დეკორატიული კოსმეტიკის შექმნაა, რომელიც კანზეც იზრუნებს და შესაბამისად, ორმაგად გაუსვამს ხაზს ბუნებრივ მშვენიერებას. გუნდი მთლიანად მომართულია უნიკალური ხელნაკეთი პროდუქციის დამზადებაზე - მხოლოდ ნატურალური და ორგანული ინგრედიენტებით.

"LIYA-ს კოსმეტიკური ხაზის დამატება, დიდი ხანია გეგმაში გვაქვს. თუმცა, პროექტი შეჩერებული იყო პროფესიონალი პარტნიორის არარსებობის გამო. შემდეგ კი აღმოვაჩინეთ "კაშკაში". მე თავად ვარ მათი მუდმივი მომხმარებელი და ზოგადად, მოგვწონს იდეა, რომ მათი პროდუქტები ბუნებრივი შემცველობის და ხელნაკეთია", - ლიკა გოგლიძე, LIYA-ს დამფუძნებელი.

"უდიდესი პასუხისმგებლობაა პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის შექმნა, რომელიც გლობალურ ბაზარზე გავა. ამიტომაც, LIYA-სთან ერთად შევქმენით 100% ნატურალური, მცენარეული პროდუქცია, რომელიც არ იტესტება ცხოველებზე. ეს ბრენდი აუცილებლად გახდება კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნისთვის", - ქეთო გიორგობიანი, KÁSHKASH-ის თანადამფუძნებელი.

LIYA X KÁSHKASH საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე დამატენიანებელი ფერადი ტუჩსაცხების ხაზით გამოჩნდა. ხანგრძლივი, კრემოვანი ეფექტის მქონე ბუნებრივი ტუჩსაცხები უზრუნველყოფს საშუალო დონის დაფარვას, ატენიანებს ტუჩის კანს და ტოვებს ხავერდოვან შეგრძნებას. მარგალიტისებრი იისფერიდან ალისფერ წითლამდე - ამ ხაზის ფერები შთაგონებულია მზის სინათლით დღის სხვადასხვა მონაკვეთში. კლასიკური წითელი - ლურჯი, ყვითელი და კენკროვანი ქვედა ტონებით იდეალური შერწყმაა ნებისმიერ სტილთან – იქნება ეს ყოველდღიური ჯინსები თუ საღამოს კაბა. მარგალიტისებრი მბზინავი ბაზა კი აუცილებელი პროდუქტია როგორც ფერიანი ტუჩსაცხის ქვეშ, ასევე ცალკე, ტუჩების დატენიანებისთვის თუ მინიმალისტური მაკიაჟის გასაკეთებლად.

LIYA X KÁSHKASH-ის პროდუქციის ჩამონათვალი მუდმივად გაიზრდება. ასე რომ, თვალი ადევნეთ ვებ-გვერდს - Liya.ge

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის, პროდუქციაზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან