"სახალხო აფთიაქი" - საუბნო ზრუნვის მისიით

საუბნო კონცეფციის თანახმად, თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ მეტი დრო დაუთმონ მომხმარებელს
"სახალხო აფთიაქი" - საუბნო ზრუნვის მისიით
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„სახალხო აფთიაქი“ ბაზარზე 2004 წლიდან ოპერირებს. დღესდღეობით „სახალხო აფთიაქის“  წლიური ბრუნვა 6 მილიონი ლარს შეადგენს. თუმცა, კომპანია მიზნად ისახავს, რომ ეს მაჩვენებელი უახლოეს მომავალში რამდენჯერმე გაზარდოს.

„სახალხო აფთიაქი“ საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალის პორტელს 2018 წელს შეუერთდა. პარტნიორობის ფარგლებში, პრიორიტეტულ მიმართულებად გამოიკვეთა „სახალხო აფთიაქის“ საუბნო კონცეფციის განვითარება, რაც დღესდღეობით კომპანიის უმთავრეს ნიშას წარმოადგენს.

საუბნო კონცეფციის მიხედვით, ,,სახალხო აფთიაქის“ ფილიალები ისეთ ადგილებში იხსნება, სადაც  1 კილომეტრის რადიუსში 2000 ოჯახამდე ცხოვრობს. ასეთი ლოკაციები შეიძლება იყოს: დიდი სოფლები, რაიონული ცენტრები, საზღვრისპირა ქალაქები და დიდი ქალაქების ე.წ. საძილე უბნები.

ტიპური აფთიაქებისგან „სახალხო აფთიაქი“ საუბნო კონცეფციით განსხვავდება, რაც რამდენიმე მიდგომაში გამოიხატება: აფთიაქების ლოკაციები; თანამშრომლები და მათი დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ; ასორტიმენტი; გაყიდვების მიდგომები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუბნო აფთიაქების მართვაში წამყვანი როლი აქვთ თავად აფთიაქის მენეჯერებს, რადგან მათ ყველაზე უკეთ იციან, რა სჭირდება კონკრეტულ ფილიალს წარმატებული მუშაობისთვის. 

საუბნო კონცეფციის თანახმად, თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მეტი დრო დაუთმონ მომხმარებელს, ყურადღებით მოეკიდონ მათ ჯანმრთელობას, გასცენ კვალიფიციური სამედიცინო და არასამედიცინო რჩევები და არ შემოფარგლონ სტანდარტული მიდგომებით, რაც მხოლოდ მედიკამენტების გაყიდვასა და პრომოციას გულისხმობს.

მომხმარებლებთან ახლო, არაფორმალური, მეგობრული ურთიერთობების აწყობა მათ ლოიალობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც უბანში მოსახლეობას გრძელვადიანად აკავშირებს აფთიაქთან. მომხმარებლებს უჩნდებათ ნდობა აფთიაქის თანამშრომლების მიმართ და მენეჯერებს აღიქვამენ სანდო ადამიანებად, ვისაც შეიძლება მიმართონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვით და მოისმინონ მათგან კვალიფიციური რჩევები.“ - განმარტავს თამარ ჯაბუა, „სინერჯი კაპიტალის“ პარნიორი, ,,სახალხო აფთიაქის“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერი.

 „სახალხო აფთიაქში“ გაყიდვების მიდგომები და მეთოდებიც არასტანდარტულია. აფთიაქის მენეჯერებისა და ფარმაცევტების ჩართულობით ყოველკვირეულად იგეგმება უბანში მცხოვრები სხვადასხვა სეგმენტისთვის (ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, მშობლები, მასწავლებლები და ა.შ) საჭირო და აუცილებელი შეთავაზებები. ინფორმაციის გავრცელებაში კი ჩართულნი არიან აფთიაქზე მიმაგრებული გაყიდვების მენეჯერები. 

აღსანიშნავია, რომ  „სახალხო აფთიაქის“ ქსელი თავისი კონცეფციით ავსებს ბაზარზე არსებულ სიცარიელეს და ის არ არის კონკურენტი მაგისტრალური - მაღალ ნაკადებზე მომუშავე დიდი  აფთიაქებისთვის. 

 კითხვაზე -  თუ როგორ სრულდება „სახალხო აფთიაქის“ სტრატეგია და როგორ ვითარდება კომპანია, „სინერჯი კაპიტალში“ ასე გვპასუხობენ: დღეს სახალხო აფთიაქს აქვს 50-მდე აფთიაქი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის 8 თბილისში. იგეგმება საუბნო კონცეფციის ფარგლებში ქსელის გაფართოება და მომავალი წლისთვის ჯამურად 100-მდე აფთიაქის ქონა.

 ქსელის გაფართოებასთან ერთად, ვმუშაობთ საუბნო კონცეფციის ფარგლებში უბანში მცხოვრები მოსახლეობისთვის დამატებითი ბენეფიტებისა და ზრუნვი გამოხატვის შესაბამისი პროექტების განხორციელებაზე: ინერგება სახალხო აფთიაქის ლოიალობის ბარათები ოჯახებისთვის; უბანში მცხოვრებ ადამიანებს, რომელთაც რეგულარულად ჭირდებათ სააფთიაქე პროდუქტები - მათთვის წამლების სისტემატურად უსასყიდლოდ მიტანის სერვისი; და სხვ.

დღეს უკვე რამდენიმე აფთიაქს ყავს მიმაგრებული ექიმი, რომელიც მუდმივ კონტაქტზეა უბანში მცხოვრებ ხანდაზმულებთან მოკითხვისა და სასარგებლო რჩევების მიცემის მიზნით.”

გარდა აღნიშნული პროექტებისა, „სახალხო აფთიაქს“ კიდევ ბევრი გამოწვევა აქვს და, თავისი კონცეფციის ფარგლებში, განაგრძობს განვითარებასა და სიახლეების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის.

Latest on Entrepreneur