"სახალხო აფთიაქის" ფილიალის მენეჯერები მართვის ახალი სქემით კომპანიის პარტნიორები ხდებიან

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სახალხო აფთიაქი, რომელიც საუბნო კონცეფციის განვითარებაზე ზრუნავს, ქართულ ბაზარზე 2004 წლიდან ოპერირებს. იგი საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალის პორტფელს 2018 წელს შეუერთდა.  ამ პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში კი ,,სახალხო აფთიაქისთვის“ შემუშავდა მართვის ახალი სქემა, რომლის მიხედვითაც ფილიალის მენეჯერი აფთიაქის პარტნიორი, ანუ თანამფლობელი, ხდება. ასეთი სქემით პირველი აფთიაქი გაიხსნა წალკაში. წალკაში აქამდე უკვე ჰქონდა ფილიალი ,,სახალხო აფთიაქს“, რომლის მენეჯერი, თათია იაგანაშვილი, წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა თავის ხელმძღვანელობაში არსებული ფილიალის განვითარებაზე. სწორედ ის ჩაერთო პირველი ,,სახალხო აფთიაქის“ მართვის ახალ სქემაში და მასთან თანამშრომლობით ფარმაცევტულმა კომპანიამ მეორე ფილიალიც გახსნა.  

Entrepreneur.ge

მართვის ასეთი მოდელი უპრეცედენტოა საქართველოში. სქემის დამუშავებაზე აქტიურად იმუშავა ,,სინერჯი კაპიტალმა“, რომელის გუნდსაც ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. როგორც სინერჯი კაპიტალში აღნიშნავენ, ამგვარი სქემის დანერგვის შესაძლებლობა ,,სახალხო აფთიაქის“ ორგანიზაციულმა კულტურამ მისცათ, რადგან საუბნო კონცეფციის გათვალისიწინებით, აფთიაქის მენეჯერებს თავიანთ საქმიანობაში აქამდეც დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი ჰქონდათ. ამდენად ახალი სქემა ძალიან ორგანულია ,,სახალხო აფთიაქისთვის და მის დანერგვას განვითარების ახალ ეტაპზე გადაჰყავს.

სქემის დეტალებსა და უპირატესობებს სინერჯის პარტნიორი, სახალხო აფთიაქის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი, თამარ ჯაბუა, განმარტავს:

„სახალხო აფთიაქის“ წარმატებულ მენეჯერებს, რომლებიც წლებია ეფექტურად მართავენ აფთიაქებს (აქვთ სტაბილურად კარგი რეალიზაცია, მომსახურების მაღალი ხარისხი; კარგად იციან ასორტიმენტის დაგეგმვა და შემდგომი მართვა, საკუთარი ფარმაცევტების ყოველდღიური მოტივირება და სწავლება), შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ ,,სახალხო აფთიაქის“ პარტნიორები. 

პარტნიორობა გულისხმობს, მათთვის წილის გადაცემას 10%-დან 40 %-მდე, კონკრეტულად მათი აფთიაქის მოგების ზომის შესაბამისად. პროცესი ასეთია: პარტნიორი მენეჯერის შერჩევა ხდება (ორმხრივი შეთანხმებით), სახალხო აფთიაქისა და მენეჯერის მონაწილეობით იქმნება ცალკე შპს შერჩეულ აფთიაქზე. ახალ შპს-ში ნაწილდება წილი სახალხო აფთიაქსა და მენეჯერს შორის. 40%-მდე წილის ზრდა შესაძლებელია აფთიაქის შედეგების ზრდის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება საკუთრების შეგრძნებას უჩენს

მენეჯერებს, რაც ყველაზე დიდი მოტივაციაა.
ეს კი თავისთავად განაპირობებს იმას, რომ ბევრად მეტი ძალისხმევა და მონდომება ჩაიდოს ამ ადამიანსებისგან უკეთესი შედეგის მისაღებადმეორე, მხრივ, ,,სახალხო აფთიქისთვის ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ ასეთი მენეჯერების საშუალებით, ქსელი განავითაროს. პარტნიორ-მენეჯერები თავიანთი აფთიაქების გარშემო ტერიტორიების ათვისებას დაიწყებენ და თავის შპს-ში განავითარებენ ქსელს. 

მოდელი  უკვე მუშაობს და გვაქვს წალკის აფთიაქის  კარგი მაგალითი, რომლის მენეჯერიც ჩვენი პარტნიორია. მან უკვე გახსნა მეორე აფთიაქი წალკაში და კიდევ გეგმავს ახალი ლოკაციის ძიებას. 

ჩვენი ყველა აფთიაქის მენეჯერს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ჩვენი პარტნიორი. უკვე შერჩეულია 10-მდე ფილიალი და ამ სქემაზე გადასასვლელად მენეჯერებისგანაც თანხმობა მიღებულია. 2021 წელს კი ვგეგმავთ, რომ  მაქსიმალურად ბევრი პარტნიორი გვყავდეს”, - თამარ ჯაბუა.