ბიზნესის ფინანსური მენეჯერი - ბიზნესინტერნეტბანკის ახალი შესაძლებლობა საქართველოს ბანკისგან

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი, ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო -  ბიზნესინტერნეტბანკის შესაძლებლობების ზრდასა და განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.  ამის კიდევ ერთი მაგალითია ბიზნესის ფინანსური მენეჯერის მოდული, რომელიც თქვენს ბიზნესს ერთ სივრცეში ბიზნესის ფინანსური ანალიტიკის ნახვის შესაძლებლობას აძლევს.

entrepreneur.ge

აღნიშნული მოდული 4 ფუნქციონალისგან შედგება:

1. ფინანსური ანალიზი − რომელშიც ნახავთ თქვენი შემოსავლების / გასავლების მიხედვით გადანაწილებულ ტრანზაქციებს. თავდაპირველად აქ იტვირთება მიმდინარე თვის მონაცემები ყველა ანგარიშის ჭრილში, თუმცა, სურვილის შემთხვევაში მარტივად შეცვლით მონაცემებს სხვადასხვა პერიოდის მიხედვით.

2. დინამიკა − აქ გაეცნობით ფულადი რესურსების დინამიკას ბოლო 12 თვის განმავლობაში.  აქვე შეძლებთ ნახოთ თქვენი შემოსავალი და გასავალი თვიურ ჭრილსა და პერიოდის ჯამურ მაჩვენებლებში.

3. ამონაწერი − ამ გვერდზე შესაძლებელია პერიოდის, კატეგორიების, ანგარიშებისა თუ თანხების ჭრილში კონკრეტული ამონაწერის გაფილტვრა და მიღება. ასევე, კატეგორიების ცვლილება, ამონაწერის სტატისტიკის ნახვა და სხვ.

4. ფინანსური კალენდარი − აქ კი თქვენს ფინანსებთან დაკავშირებული, ყოველდღიური, თვის ან წლის კალენდრის შესაბამისი მონაცემები დაგხვდებათ.

ახალი მოდულის ეფექტურობის შესახებ ლევან კობახიძე -  საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი განმარტავს:

„მოდული დეკემბრის თვეში გაეშვა. გუნდმა დაინახა საჭიროება, რომ მცირე და საშუალი ბიზნესებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ კომპანიის ხარჯებსა და შემოსავლებზე ანალიტიკური ინფორმაცია, რათა უკეთესად დაენახათ ფინანსური სურათი და გაემარტივებინათ გადაწყვეტილებების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ სულ ახალი მოდულია და კომუნიკაციაც მომხმარებლებთან არ შესულა აქტიურ ფაზაში ამ მიმართულებით, ჩვენ ვხედავთ, რომ მოდულის გამოყენება ძალიან აქტიურად დაიწყეს ბიზნესებმა. დანერგილი ბიზნესის ფინანსური მენეჯერის ფუნქციონალი არის მხოლოდ დასაწყისი იმ მიზნისაკენ წრაფვისა, რომ ბიზნესს გაცილებით გავუმარტივოთ მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. ეს მოდული მუდმივად განიცდის გაუმჯობესებას. მალე დაემატება ბიზნესისთვის საჭირო სხვა ციფრული ხელსაწყოები, ინვოისინგი, ბიზნესის პროგნოზირებისთვის საჭირო მონაცემები და კიდევ სხვა ძალიან საინტერესო ფუნქციონალები“.

საქართველოს ბანკი კი კვლავ აქტიურად განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას და ბიზნესის ფინანსური მენეჯერის მოდულის განვითარებას ახალი ფუნქციების გამდიდრებით გვპირდება.