ახალი შესაძლებლობები თვითდასაქმებულთათვის

წვდომა საბანკო პროდუქტებზე გაუმჯობესებული პირობებით
ახალი შესაძლებლობები თვითდასაქმებულთათვის
ფოტო: საქართველოს ბანკი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ის თვითდასაქმებულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებზე წვდომას, გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. ინიციატივის მიზანს, მაქსიმალური კომფორტისა და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა იმ ადამიანებისათვის წარმოადგენს, ვისაც აქამდე არ შეეძლო შემოსავლების დადასტურება და  საჭირო საბანკო პროდუქტებით სარგებლობას ვერ ახერხდებდა. მათი პროფესიული საქმიანობის სფეროების ჩამონათვალი  და სია კი საკმაოდ ვრცელია. (სრული სიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/retail/loans/loan-for-selfemloyed)

საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით ამიერიდან აღნიშნული პროცესები საგრძნობლად მარტივდება. თუ აქამდე თვითდასაქმებულისათვის  სამსახურის ან შემოსავლების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა გამოწვევას წარმოადგენდა, ახლა უკვე საკმარისია, მან პირადობის მოწმობა წარადგინოს და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააზიაროს.  ამის შემდეგ კი საჭირო საბანკო პროდუქტებით სარგებლობასაც დაუბრკოლებლად შეძლებს.

სიახლე მართლაც მნიშვნელოვნად უმარტივებს ცხოვრებას არაერთ თვითდასაქმებულს და  მყისიერი საჭიროების მქონე საბანკო პროდუქტებს მათთვის ხელმისაწვდომს ხდის. მათ შორის არიან ბუღალტრები, რომლებსაც ამჯერად დაბრკოლებები აღარ შეხვდებათ.

„საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვამ და ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარებამ თვითდასაქმებულებს საშუალება მოგვცა გვეთანამშრომლა ერთდროულად რამდენიმე ორგანიზაციასთან, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ. ბუღალტრები უკვე რამდენიმე წელია ვამტკიცებთ, რომ ჩვენი საქმიანობა ოფისებში იშვიათად გამოჩენის შესაძლებლობას გვაძლევს. ამაში მეწარმეები ამ პანდემიის პერიოდში საბოლოოდ დარწმუნდნენ და საქართველოს ბანკის ახალი ინიციატივაც სწორედ რომ დროულია. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი ჩემი პროფესიის ყოველდღიურობის ნაწილია, შესაბამისად წლების დაკვირვებაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, თამამად შემიძლია ვთქვა: ზოგჯერ თვითდასაქმებულის შემოსავალი ბევრად მაღალია, ვიდრე დასაქმებულის. რეალურად, ბუღალტერი ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. მიუხედავად ამისა, ფრილანსერები შემოსავლის არაფიქსირებული მაჩვენებლის გამო საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის მიღმა დავრჩით. ამიტომ, საქართველოს ბანკის ახალი ინიციატივა ჩემთვის  ნიშნავს ჩემი პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და მეტი შესაძლებლობების მისაღებად თანადგომას“, - ამბობს ნანა ახალაია, ბუღალტერი.

ამავე რიგში არიან თვითდასაქმებული მასწავლებლები (რეპეტიტორები), რომლებიც ანალოგიურ სირთულეებს აწყდებოდნენ.

„მე თვითდასაქმებული ვარ (რეპეტიტორი). ოფიციალური შემოსავალი არ მაქვს, რაც სერიოზულ პრობლემას მიქმნის კრიზისულ სიტუაციებში ბანკებთან ურთიერთობისთვის. ანგარიშზე თანხის ბრუნვის მიუხედავად, სახელფასო ამონაწერის, ან მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილზე გადაღებული ფოტოების წარდგენის გარეშე ბანკები სესხს აქამდე არ გასცემდნენ.  ვფიქრობ. თუ ჩემსავით თვითდასაქმებულ ხალხს ექნება ისეთივე უფლებები, როგორიც სხვებს და ნაკლებ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით სესხისა თუ სხვა საბანკო ოპერაციების გამო, ნამდვილად დიდი შეღავათი იქნება და მეტ დაინტერესებასაც გამოიწვევს“, - ელენე ლორია, რეპეტიტორი.

საქართველოს ბანკი კი აქტიურად განაგრძობს მუშაობს, რათა მომხმარებელს კიდევ მეტი შესაძლებლობა შეუქმნას სხვადასხვა პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებითა და წვდომით.

„მოხარული ვართ  ახალი ინიციატივის წარდგენით, რომელიც სპეციალურად თვითდასაქმებულთათვის შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ვხდით ყველა იმ საბანკო პროდუქტს, (იქნება ეს სამომხმარებლო სესხი, იპოთეკა  სახლის შეძენისა თუ მისი რემონტისათვის) რომლითაც თვითდასაქმებული პირები აქამდე ვერ ახერხებდნენ სარგებლობას. შესაბამისად, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საჭირო თანხა საკუთარი სურვილებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ამ და სხვა მიმართულებებით მომხმარებლის ინტერესების შესაბამისი სერვისებისა თუ პროდუქტების აქტიურად შექმნას, რადგან გვჯერა, რომ ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

Latest on Entrepreneur