📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ავეჯის საწარმო "შპს ნადათი +" ფართოვდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორი, კვლავ აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის მხარდაჭერას. ამჯერად ბანკის ხელშეწყობით ავეჯის საწარმო „შპს ნადათი +" ფართოვდება. პროექტის ჯამური ღირებულება 900 000 ლარს შეადგენს, აქედან 600 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია კი საქართველოს ბანკის მონაწილეობით დაფინანსდა.

ამჟამად ახალი ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კომპანია წლიურად 600 000 ლარის ნაცვლად, 1,5-2 მლნ.-მდე ლარის ფარგლებში ავეჯის წარმოებას შეძლებს. ბანკის მიერ გაცემულ ინვესტიცია დანადგარების განახლებას და ახალი ინვენტარის შეძენასაც მოხმარდება. შედეგად, ავეჯის საწარმო მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს.

კომპანია ამ ეტაპზე 11 ადამიანს ასაქმებს, უახლოეს მომავალში კი თანამშრომელთა რიცხვის გაორმაგება იგეგმება.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი ქართული საწარმო ფართოვდება. ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია „შპს ნადათის +" ახალი ობიექტის მშენებლობასა და დანადგარების განახლებას ხმარდება. შესაბამისად, საწარმო მომხმარებელს უახლოეს მომავალში ავეჯის კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს. საქართველოს ბანკი აგრძელებს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას, რათა მეტ ადამიანს თუ სფეროს მიეცეს არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების და განვითარების შესაძლებლობა",-განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!