და მოგზაურობა იწყება აქ - ნაკო ედიშერაშვილის ისტორია

ციფრული პროდუქტის შექმნის პროცესს ხშირად ვადარებდით სახლის მშენებლობას
და მოგზაურობა იწყება აქ - ნაკო ედიშერაშვილის ისტორია
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

იდეალური ციფრული პროდუქტი შეუზღუდავი წარმოსახვის უნარის შედეგად იქმნება, მაშინ, როდესაც კარგი ხელშეკრულება მიზნად ისახავს პროდუქტთან დაკავშირებული რისკების ჩარჩოებში მოქცევას. სწორედ ამიტომ ხშირად მსმენია, რომ ციფრული და იურიდიული „სამყაროები“, კომფორტულად ვერ თანაარსებობენ. - იგივე დამოკიდებულებით მოვედი Noxtton-ში 2016 წლის 26 ოქტომბერს და ამ დღის შემდეგ ვცდილობთ ერთმანეთს შევუსაბამოთ თავისუფალი და ნაკლებად თავისუფალი.

ციფრული პროდუქტის შექმნის პროცესს ხშირად ვადარებდით სახლის მშენებლობას. ვადგენთ არქიტექტურულ დოკუმენტაციას, მას შემდეგ, რაც მივიღებთ მშენებლობის ნებართვას, ვიწყებთ დოკუმენტების მიხედვით სახლის აშენებას. - რამდენიმე წლის წინ დაახლოებით მსგავსი სიტყვებით ვუხსნიდით მომხმარებლებს ვებ-გვერდის შექმნის პროცესის თანმიმდევრულობას, ჩვენი ხელშეკრულების მიხედვით, იმისთვის, რომ მომხმარებელი მიგვეყვანა იმ თანამედროვე სტანდარტამდე, რომელსაც ჩვენი ექაუნთ მენეჯერები იყენებენ დღეს პროექტის მართვის პროცესში. იმ პერიოდში არ არსებობდა დეველოპერის და დიზაინერის შიდა სპეციალიზაციების (Front-end and Back-end developer, UI/UX Designer და ა.შ) და მათ მიერ შექმნილი პროდუქტის გამიჯვნის სტანდარტი. შესაბამისად, მომხმარებლისთვის გაუგებარი იყო პროექტის მიმდნარეობისას,  რატომ ვმიჯნავთ ხელშეკრულებით დიზაინისა და დეველოპმენტის ფაზას, რატომ უნდა მიიღოს დიზაინის პროცესში შექმნილი პროდუქტი მომხმარებელმა, იმისთვის, რომ გადავიდეთ დეველოპმენტის ეტაპზე, როცა „მას უნდა მიიღოს საიტი“.

დღეს Noxtton-ის პარტნიორები არიან EBRD, VEON, Domus, Alliance სხვა დიდი კომპანიები და ვქმნით ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც ერთნაირად მარტივად გასაგებია იურისტების, დეველოპერების, ციფრული მარკეტერებისა და დიზაინერებისათვის. ვფიქრობ, Noxtton-ში შევძელით ამ ორ ინდუსტრიას შორის ენობრივი ბარიერის გაქრობა, რაც  ჩვენს პირველ მიზანს წარმოადგენდა.

Noxtton-ში გავიგე, რომ აუცილებელი არ არის 10-დან 6-მდე ოფისში ჯდომა და მუშაობა თუ საქმის კეთება 5-ზე დაამთავრე. საქმე შემიძლია ვაკეთო სახლიდან, პარკიდან, ოფისიდან, საქართველოდან, საფრანგეთიდან. ამან საშუალება მომცა საფრანგეთში და ინგლისში სწავლისა და მუშაობის პარალელურად Noxtton-ში დისტანციურად გამეგრძელებინა  მუშაობა. როგორც წესი, შედარებით უფრო ტრადიციული ინდუსტრიებისთვის, რთულად წარმოსადგენია ეფექტურად საქმის კეთება დისტანციურად მუშაობის დროს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 5 წლის წინ Noxtton-ს ჰყავდა თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ ამერიკიდან, ესტონეთიდან, შვეიცარიიდან, ინგლისიდან და საქართველოდან. სწორედ ამიტომ პანდემიის პერიოდში ჩვენი გუნდისთვის არ ყოფილა რთული გამოწვევა სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადაწყობა, რამაც შედეგად, არათუ შეამცირა, არამედ გაზარდა კომპანიის წარმატების ხარისხი.

დღეს Noxtton-ის მიზანი არა მხოლოდ სამართლებრივ ინდუსტრიასთან სწორი სინთეზი, არამედ ისეთი უნიკალური პროექტების შექმნაა, რომლებიც გაამარტივებს ხელშეკრულების შედგენის პროცესს.  დღეს იურისტების გუნდი Noxtton-თან ერთად ვმუშაობთ LegalTech პროექტზე, რომელიც არა მხოლოდ ქართველი, არამედ საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე იურისტებისთვის მაქსიმალურად გაამარტივებს ხელშეკრულების შედგენის პროცესს და შექმნის შესაძლებლობას შემცირდეს ბარიერი ამ ორ ინდუსტრიას შორის.

უკვე დიდი ხანია გადავიფიქრე, რომ სუპერგმირები მოსასხამს, ხოლო წარმატებული იურისტები პიჯაკებს ატარებენ, წერენ მხოლოდ ფურცლებზე, ლაპარაკობენ ბევრს, არასოდეს იცინიან და რთულად ერგებიან ტექნოლოგიურ სიახლეებს. ყველაფერი იწყება კითხვებით „რატომ?“ „როგორ“ „რა?“ „სად“ და „როდის?“, დანარჩენი ყველა ტექნოლოგიურ სიახლესთან ადაპტირება ჩვენთვისაც მარტივია.

Latest on Entrepreneur