📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

TBILISI MEDIC - ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში "კომპანია ტექნიკისა და ავეჯის ნაწილში სრულ აღჭურვას სთავაზობს სამედიცინო დაწესებულებებს, რათა მათ სრულფასოვნად შეძლონ ფუნქციონირება."

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

ასე ჟღერს კომპანია Tbilisi Medic-ის განაცხადი, რომელიც საქართველოში უკვე 10 წელზე მეტია სამედიცინო დაწესებულებებს აპარატურით, ავეჯითა და სახარჯი მასალებით ამარაგებს. ერთი ოთახიდან დაწყებული ბიზნესი დღეს უკვე ხუთსართულიან შენობას, საწყობებს, შოურუმს, საკუთარ სადისტრიბუციო ხაზსა და 45 თანამშრომელს აერთიანებს, სამედიცინო საზოგადოების მიერ აღიარებული საერთაშორისო ბრენდების ხელმისაწვდომობას კი საქართველოში ინტენსიურად უზრუნველყოფს. გამორჩეულად დატვირთული წლის თავზე, კომპანიას კრიზისების გამკლავების ეფექტური ორგანიზაციული იმუნიტეტი გამოუმუშავდა და სირთულეების დაძლევის პარალელურად, განვითარებას არ წყვეტს. Tbilisi Medic-ის სერვისებსა და სამომავლო გეგმებს Entrepreneur Health-ს, კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი რუსიტაშვილი აცნობს:

„ჩვენი კომპანია ტექნიკისა და ავეჯის ნაწილში სრულ აღჭურვას სთავაზობს სამედიცინო დაწესებულებებს, რათა მათ სრულფასოვნად შეძლონ ფუნქციონირება.

Tbilisi Medic-ი საქართველოში არსებულ ფაქტობრივად ყველა უმსხვილეს სამედიცინო დაწესებულებასთან თანამშრომლობს და მათ როგორც სახარჯი მასალით, ასევე აპარატურითა და ავეჯით ამარაგებს. მუდმივად ვცდილობთ გავაფართოვოთ ჩვენი პარტნიორთა წრე და რაც შეიძლება მეტი ამერიკული, ევროპული და აზიური ბრენდი გავხადოთ ხელმისაწვდომი, რათა ქართულ სამედიცინო სფეროს სრულფასოვნად ოპერირებაში დავეხმაროთ. სწორედ ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი. ძალიან მძლავრად გვაქვს განვითარებული საინჟინრო მიმართულება. ჩვენი ინჟინერთა გუნდი მუდმივად გადის გადამზადებას საერთაშორისო პარტნიორებთან და უახლეს ტექნიკურ გადაწყვეტებს ეცნობა. ეს ადამიანები სამედიცინო დაწესებულებებს სთავაზობენ სრულ საინჟინრო მომსახურებას. ეს კი ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებების მესვეურებს შეუძლიათ ისარგებლონ სერვისით, რომელიც მათ მშვიდად ძილის საშუალებას მისცემს. სამედიცინო დაწესებულებებს, ნებისმიერი სირთულის შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი იმედი, რადგან ნებისმიერი დაზიანება ან შეფერხება მყისიერად გამოსწორდება. ხშირად ამ სერვისს დაზღვევას ვადარებთ ხოლმე, რადგან დაზღვევის მთავარი უპირატესობა სწორედ კლიენტის სიმშვიდეში მდგომარეობს. ჩვენი საინჟინრო გუნდიც ფაქტობრივად იმავეს აკეთებს. ამიტომ, პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებების მესვეურებსაც მშვიდად ყოფნა შეუძლიათ.

გარდა სამედიცინო დაწესებულებებისა, როგორ შეუძლიათ ფიზიკურ პირებს თქვენი პროდუქციის შეძენა?

ფიზიკურ პირებს შეუძლიათ როგორც ადგილზე მოსვლა და შოურუმში სასურველი პროდუქტის შერჩევა, ასევე პლატფორმა shop.tbilisimedic. ge-ით სარგებლობა, რომელიც შეზღუდვების დაწესებისთანავე ჩაეშვა. მომხმარებლები მისი მეშვეობით შეძენილ პროდუქტს მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილზე მიიღებენ. ჩვენთან პროდუქციის საკმაოდ ფართო ასორტიმენტია. ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს ჟანგბადის კონცენტრატორები, სასუნთქი სავარჯიშო საშუალებები, ეტლები, ხელჯოხები და სხვა. ჩვენთან შეიძენთ ყველაფერს, რაც შინ რეაბილიტაციისთვისაა საჭირო.

როგორ შეფასებდით გასულ ერთ წელს? როგორ აისახა პანდემია თქვენზე და როგორ გაუმკლავდით გამოწვევებს?

საკმაოდ რთული და ამავდროულად, საინტერესო ერთი წელი გავიდა პანდემიის დაწყებიდან. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პერიოდი „გადავაგორეთ" და ყველა გამოწვევას სხვადასხვა საშუალებით გავუმკლავდით. თუმცაღა, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი უკვე დასტაბილურდა. ვფიქრობთ, შესაძლოა პოსტპანდემიური და პოსტკრიზისული პერიოდი უფრო მეტად რთული აღმოჩნდეს, ვიდრე უშუალოდ კრიზისული სიტუაცია. ამისათვის შესაბამისი სტრატეგიებიც მზად გვაქვს, რათა სირთულეებს ნაკლებად მტკივნეულად გავუმკლავდეთ. აქტიურად ვმუშაობთ მომწოდებლებთან იმისათვის, რომ პროდუქცია ქართულ სამედიცინო ბაზარს შეუფერხებლად მოეწოდოს. გარკვეული პრობლემები გადატვირთული ლოგისტიკური ხაზის გამო კვლავ რჩება, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ ახალ საერთაშორისო თანამშრომლობებზე, რაც არაერთ საკითხს გაგვიმარტივებს. ასევე, რეგულარულად ვთანამშრომლობთ უცხოელ კოლეგებთან, რადგან გამოცდილი სპეციალისტების მოსაზრებების გაზიარება ჩვენთვის ძალიან საინტერესოა.

მთავარი ნიშა, რომელიც Tbilisi Medic-ს დღეს ქართულ სამედიცინო ბაზარზე უჭირავს, და როგორ შეაფასებდით სამედიცინო ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციებს?

ჩვენი განაცხადი ძალიან მარტივად და მკაფიოდ ჟღერს: „ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში". ეს საკმაოდ ძლიერი განაცხადია, რომლის გამართლებას ყველა მიმართულებით ვცდილობთ. ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი − იქნება ეს სახარჯი მასალა, აპარატურა თუ ავეჯი. ჩვენს კონკურენტულ უპირატესობადაც სწორედ ამას მივიჩნევთ. აშკარაა, რომ კორპორაციების ხანაში შევდივართ და ეს ბაზარი მეტად შეკრული ხდება. ჩვენ ამ მთლიანი ბიზნესის ერთ რგოლს წარმოვადგენთ და არა მთლიან ჯაჭვს. ტენდენციები იქით მიდის, რომ კომპანიები ცდილობენ ჯაჭვის რაც შეიძლება მეტი რგოლი მოიცვან. ზოგიერთ შემთხვევაში, წარმოებაც თვითონ დაიწყონ და ამით შემოსავლები ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადაიტანონ.

ამ ყველაფრის ფონზე, როგორ ვითარდება თავად Tbilisi Medic-ი და რას აპირებთ ახლო მომავალში?

კომპანია ძალიან აქტიურად ვითარდება რეგიონების მიმართულებით. ვცდილობთ, სხვადასხვა ბრენდული პროდუქციით გავმყარდეთ ბაზარზე და ამისათვის შესაბამის ბიზნესგადაწყვეტილებებსაც ვიღებთ. ეს საკმაოდ რთული მიმართულებაა, რადგან ამ საქმეში შესყიდვების ნაწილი ძალზე პრეტენზიულია. ჩვენი სტრატეგია ყველა იმ მიმართულებით განვითარება და წინსვლაა, რაშიც როგორც B2B, ასევე B2C მიმართულებით ვართ წარმოდგენილი. მყარი რეგიონული განვითარებისთვის კი აქტიურად ვაუმჯობესებთ ბიზნესპროცესებს. ვცდილობთ გავამყაროთ ურთიერთობა პარტნიორებთან სხვადასხვა კონტინენტზე და ბრენდული პროდუქცია კიდევ უფრო გავამრავალფეროვნოთ. ჩვენი გუნდი ქართული სამედიცინო სფეროს მხარდასაჭერად ძალისხმევას არ ზოგავს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი