პროკრედიტ ბანკი ბიზნეს კლიენტებს მზის პანელების შესაძენად მომგებიან პირობებს სთავაზობს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პროკრედიტ ბანკი პირველია ფინანსურ სექტორში, რომელმაც მზის ელექტროსადგურის გამოყენება დაიწყო და ახლა საკუთარი წარმატებული გამოცდილების მაგალითზე მომხმარებლებს მწვანე ტექნოლოგიის შესაძენად დაფინანსების მომგებიან პირობებს სთავაზობს. თუ რა შესაძლებლობები და უპირატესობები აქვს ალტერნატიული ენერგიის  გამოყენებას, როგორია  მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები - ამ საკითხებზე გერმანული პროკრედიტ ბანკის ეკო განყოფილების ხელმძღვანელი, ალექსანდრე ჯაშიაშვილი გვესაუბრა.

პროკრედიტ ბანკი

ბანკის წარმატებული მწვანე ინიციატივების  ჩამონათვალს  ახლა მზის ელ-სადგურის დაფინანსების მნიშვენლოვანი პროექტი შეემატა, დეტალურად რომ მოგვიყვეთ, რას სთავაზობს  ის მომხმარებელს?  

ალექსანდრე ჯაშიაშვილი: მწვანე ეკონომიკის განვითარება და მისი წახალისება ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. გვსურს, კომპანიაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება ჩვენს კლიენტებს გავუზიაროთ, გავაცნოთ არსებული მწვანე ტექნოლოგიები და დავაინტერესოთ რეალური სარგებლიანობით.  

საქართველოში წელიწადის 250-280 დღე მზიანია, ამინდი, ლოკაცია, საჭიროება  და ტექნოლოგიები დღეს  ბიზნესს მზის ენერგიის ათვისების უდიდეს შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც  გრძელვადიან  ფინანსურ მომგებიანობასთან ერთად გარემოზე მნიშვნელოვან ზრუნვასაც  გულისხმობს. 2021 წლის დასაწყისში ელექტროენერგიის ფასის ზრდამ კი განსაკუთრებით ააჩქარა  ამ მიმართულებით დაინტერესების პროცესი.  

შესაძლებლობები ვახსენე და აქვე გეტყვით, რომ დღეს მზის ელექტროსადგურში ბანკის დახმარებით გაკეთებული ინვესტიციით, შეძლებთ სრულად ჩაანაცვლოთ მოხმარებული ენერგის გადასახადი.  თანხის დასაბრუნებლად სულ რაღაც 6-7 წელი დაგჭირდებათ და შემდგომ დაახლოებით 17-18 წლის განმავლობაში შეძლებთ საკუთარი სადგურით უფასო მწვანე ელექროენერგია გამოიმუშაოთ.

ჩვენს წლიურ შედეგებსაც გაგაცნობთ, მაგალითად გასული წლის გაზაფხულიდან,  რაც პროკრედიტ ბანკის სათაო შენობის სახურავზე მზის ელ-სადგური დავამონტაჟეთ, 130 მგვტ/სთ სუფთა ენერგია გამოვიმუშავებთ, რითაც შიდა მოხმარების დაახლოებით 9% ჩავანაცვლეთ.

რა არის საჭირო მზის ენერგიის მისაღებად

ალექსანდრე ჯაშიაშვილი: პირველ რიგში მზის ელექტროსადგურის განსათავსებლად საჭიროა შესაბამისი ფართი -  ის შესაძლოა განთავსდეს, როგორც შენობის სახურავზე, ასევე მიწაზეც. ზოგადად ფართის სიდიდე დამოკიდებულია სადგურის სიმძლავრეზე. მზის ელექტროსადგურის მთავარი ელემენტები არის მზის პანელები და ინვერტორები, რომლებიც პანელების მიერ გამომუშავებულ ენერგიას გარდაქმნიან გამოყენებად ელექტროენერგიად. დაყენების მსურველისთვის ინსტალაციის პროცესი ძალიან მარტივია. საქართველოს ბაზარზე უკვე არსებობენ კომპანიები, რომლებსაც მზის ელექტროსადგურების დაყენების დიდი გამოცდილება აქვთ.

როგორ აღირიცხება მზისგან მიღებული ენერგია, რა არისნეტო აღრიცხვადა  ამასთან რა უპირატესობები აქვს მას

 ალექსანდრე ჯაშიაშვილი: ნეტო აღრიცხვა არის მექანიზმი, რომელიც იძლევა გამომუშავებული და ქსელიდან მიღებული ენერგიის დაბალანსების საშუალებას. ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მომხმარებელი უერთდება ელექრო ქსელს, აქვს სპეციალური მრიცხველი, რომელიც აღრიცხავს ელექტროენერგიის როგორც შემოდინებას, ასევე ჭარბი გამომუშავების დროს - გადინებას. წლის ბოლოს მომხმარებელი იხდის მოხმარებული და გამომუშავებული ელექტროენერგიის სხვაობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წლის განმავლობაში მომხმარებელმა მეტი ენერგია გამოიმუშავა, ვიდრე მოიხმარა, მას ელექტროსისტემა უნაზღაურებს სხვაობას.

2020 წლამდე ნეტო აღრიცხვის სისტემაში მხოლოდ 100 კილოვატამდე სადგურის ჩართვა იყო შესაძლებელი, ხოლო 2020 წლიდან ეს მაჩვენებელი 500 კილოვატამდე გაიზარდა, რაც მეტად მომხიბვლელია  გახდა ბიზნეს სექტორისთვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედებს ვირტუალური ნეტო აღრიცხვის სქემა. ეს იმ შემთხვევაშია მოსახერხებელი, თუ მომხმარებელს არ აქვს ადგილი სადგურის დასაყენებლად,  ვირტუალური ნეტო აღრიცხვით შესაძლებელია სხვა ადგილზე მყოფი ელექტრო სადგურის მიერთება ენერგიის მომხმარებელთან; ამასთან, სადგურისთვის ტერიტორიის მოძიებაში არ ხართ შეზღუდული, ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ ჩაერთოთ აღრიცხვის სისტემაში, ასევე შესაძლებელია რამდენიმე მომხმარებლის ერთ სადგურთან მიერთებაც.

რა ღირს საშუალო სიმძლავრიანი მზის ელექტრო სადგურის გამართვა?

ალექსანდრე ჯაშიაშვილი: 1 KW სიმძლავრის დაყენების საშუალო ფასი 600-700 აშშ დოლარია. ეს ფასი მოიცავს ყველა ხარჯს მიწის ღირებულების გარდა (პანელები, ინვერტორი, კაბელები, ინსტალაცია). შესაბამისად, მაგალითად 100 KW სიმძლავრის სადგურის დაყენების სრული ღირებულება არის  60 000-70 000 აშშ დოლარი.

კლიენტებს ვთავაზობთ სასესხო შენატანი ჰქონდეთ იმდენი, რამდენსაც ისინი იხდიდნენ ელექტროენერგიის საფასურში. ასეთ შემთხვევებში სესხის დაფარვას 6-7 წელი სჭირდება. მომხმარებლებისთვის ეს შემოთავაზება ძალიან მიმზიდველია, რადგან ამ პერიოდში მათი ხარჯი არ იცვლება, ხოლო სესხის პერიოდის გასვლის შემდეგ ისინი 17-18 წელი, პანელების გარანტიის გასვლამდე უფასოდ იღებენ ელექტროენერგიას.

სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით იტვირთება მხოლოდ შეძენილი მოწყობილობა, დამატებითი გირაო კი არ მოითხოვება, ამასთან შესაძლებელია პროცენტის თანადაფინანსებით „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებშიც ისარგებლოთ.

რაც შეეხება პროცედურებს, საშუალოდ  1-2 კვირა  დაგჭირდებათ პროექტის შესადგენად და სესხის დასამტკიცებლად,  ხოლო დოკუმენტაციის მოსამზადებლად და  ადგილზე სადგურის ინსტალაციისთვის დაახლოებით 1-2 თვე იქნება საჭირო.

და ბოლოს ვისთვის უფრო მომგებიანია მზის ელექტროსადგურის გამოყენება?

ალექსანდრე ჯაშიაშვილი: ამ ეტაპისთვის მზის ელ-სადგურისგან მნიშვნელოვან სარგებელს ის ფიზიკური და  იურიდიული პირები მიიღებენ, ვისაც თვეში საშუალოდ ელექტროენერგიის  800 ლარიანი ხარჯი აქვთ, თუმცა ფინანსურ სარგებელთან ერთად შევძლებთ  საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ გარემოსდაცვითი, მდგრადი მიზნების განხორციელებაში.