Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე გაიმართა

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე გაიმართა
ფოტო: Impact Hub Tbilisi

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 20-მა გუნდმა, რომელმაც 2 თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. პრე-აქსელერატორის განმავლობაში სტარტაპებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება.

დემო დღეზე ინვესტორების წინაშე 15 გუნდი წარდგა დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით.

მონაწილე სტარტაპები:

Edupay - სწავლის გადახდის ავტომატიზაციის პლატფორმა სკოლებისა და მშობლებისთვის. https://www.facebook.com/edupay.ge

Farco - სათბურისა და ფერმის ავტომატიზირებული მართვის სისტემა, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს მართონ მეურნეობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. http://farco.ge/https://www.facebook.com/farco.online

UpWay - საქართველოს ბაზარზე არსებული ონლაინ და ოფლაინ კურსების, სპორტული თუ სამოყვარულო წრეების მარკეტფლეისი.

Home Cooking Adventures - პოპულარული კულინარიული ფბ.ჯგუფით და 60 000 აქტიური წევრით ინსპირირებული პლატფორმა, რომელიც ეხმარება სახლის მზარეულებს მარტივად გაყიდონ სახლში მომზადებული კერძები ონლაინ.

Easypay - საგადახდო სისტემა, რომელიც მიკროსაფინანსო და სალომბარდე სფეროს მომხმარებლებს სთავაზობს გადახდის მარტივ ონალინ პლატფორმას.

Brainer - ვებ.პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ გათამაშებას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი ცოდნისა და სისწრაფის დახმარებით მოიპოვონ გამარჯვება და მიიღონ ფინანსური სარგებლი.

D.tale Event Marketplace - ცხოვრებისეული ღონისძიებების დაგეგმვის ვებ.პლატფორმა, რომელიც აწვდის მსურველს ყველა საჭირო პროდუქტს თუ მომსახურებას, ხოლო სერვისის მომწოდებელს აკავშირებს ახალ მომხმარებლებთან.

Pevaton - B2B ვებ.პლატფორმა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ ევროპელ დიზაინერებს დასავლეთ ევროპულ ბუტიკებთან. www.Pevaton.com

NeuroPilot - მენტალური ჯანმრთელობის მობილური აპლიკაცია - ვირტუალური ფსიქოლოგი. 

Georgian Travel Guide - ვებ და მობილური აპლიკაციით ინტეგრირებული პლატფორმა მოგზაურებისა და მასპინძლებისთვის. https://georgiantravelguide.com/ka

Gleamgo - მობილურ აპლიკაციაზე დაფუძნებული დისტანციური ავტოსამრეცხაო.

PLAMOOD - სოციალური ქსელი სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისთვის. https://plamood.com

L1ST - სახლის მზარეულების სოციალური კლუბი (Twitch კულინარებისთვის). პლატფორმა თითოეულ მომხმარებელს კულინარიული პოდკასტ შოუს წაყვანის, აუდიტორიის დაგროვებისა და შემდგომი მონეტიზაციის შესაძლებლობას სთავაზობს. 

Wowchy - ჩუქების ვებ.პლატფორმა, რომლის მეშვეობით საჩუქრის მაძიებელს შეუძლია რამდენიმე წამში შეარჩიოს, შეიძინოს და გააგზავნოს პოპულარული სასაჩუქრე ვაუჩერი ადრესატთან ფიზიკური ან ციფრული სახით. www.wowchy.ge

Art Inception Georgia - თანამედროვე ონლაინ გალერეა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაათვალიეროთ, აღმოაჩინოთ და იყიდოთ ან გაყიდოთ ხელოვნების ნიმუშები თქვენი სახლიდან.

ღონისძიების დასასრულს ჰოლანდიის სალეჩომ დაასახელა 5 რჩეული სტარტაპი, რომელიც მომდევნო 6 თვის განმავლობაში ისარგებლებს სამუშაო სივრცით და მიიღებს დამატებით კონსულტაციებს ბიზნესის განსავითარებლად. რჩეულ სტარტაპებს შორის მოხვდნენ:

  • Edupay
  • Upway
  • Farco
  • Wowchy
  • Art Inception Georgia

პრე-აქსელერაციის პროგრამას უძღვება იმფაქთ ჰაბ თბილისის მიერ შექმნილი პროფესიონალების გუნდი, გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში.

„Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერატორი მიზნად ისახავს ერთი მხრივ, ადრეულ ეტაპზე მყოფი ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების გაძლიერებას - ფასეული შეთავაზების ჩამოყალიბებით, ბიზნესმოდელის შერჩევით, მომხმარებლის კვლევით, MVP-ს შექმნითა თუ პროდუქტის ვალიდაციით და მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზევე გაიცნონ საინტერესო სტარტაპები სხვადასხვა ინდუსტრიაში.  იმდენად კარგი უკუკავშირი გვაქვს მონაწილეებისგან და შედეგებიც იმდენად თვალსაჩინოა, რომ აუცილებლად ვგეგმავთ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა. გვინდა, რომ სტარტაპების შემდეგი ნაკადი შემოდგომაზე მივიღოთ. ვფიქრობთ, რომ ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და მიხარია, რომ Impact Hub Tbilisi ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.“ - აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.

პროგრამის მხარდამჭერები: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, EFSE Entrepreneurship Academy, რედბერის სტარტაპ სტუდია და ჰოლანდიის საელჩო, რომელიც პრე-აქსელერაციის დასრულების შემდეგ, Startup Fellowship Orange-ის ფარგლებში, საუკეთესო მონაწილეებს უზრუნველყოფს  სამუშაო სივრცითა და დამატებითი კონსულტაციებით.

Latest on Entrepreneur