📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

და მოგზაურობა იწყება აქ - გივი ჩხარტიშვილის ისტორია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ეს ისტორია 2016 წელს დიდ ბრიტანეთში იწყება, როდესაც გივი ჩხარტიშვილმა და გიორგი ჯავახიძემ ტექნოლოგიური კომპანიის დაფუძნება გადაწყვიტეს.

სპონტანურად აღებული პროექტისა და დაჩქარებულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შექმნილი ორგანიზაცია დღეს სამ ქვეყანაში არის წარმოდგენილი და 10-ზე მეტი ქვეყნის ბაზარს ემსახურება. თუმცა, როგორც Noxtton-ში ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია.

"ტექნოლოგიური კომპანიის შექმნა არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენ ვიყავით სხვადასხვა ექპერტიზის მქონე დამოუკიდებელი კონსულტანტები, რომლებიც კონკრეტული პროექტის გარშემო ვქმნიდით ღირებულებას.

თუმცა, გარკვეულ პროექტებზე მუშაობის შედეგად აღმოვჩნდით იმ ეტაპზე, როდესაც დავინახეთ ჩვენი სინერგიის ორგანიზაციულ ჩარჩოში გადატანის შესაძლებლობა და გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული პირველი ქართული ტექნოლოგიური და საკონსულტაციო კომპანია Noxtton", - ამბობს გივი ჩხარტიშვილი.

როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი გვიყვება, ციფრულ სამყაროში ის ინვესტიციების მენეჯმენტისა და ფინანსების სფეროდან მოხვდა. პირველი შეხება ტექნოლოგიასთანაც სწორედ საფინანსო ანალიტიკური ხელსაწყოების შემუშავებისას ჰქონდა.

რამდენიმე წარმატებული პროექტისა და სხვადასხვა მცირე თუ საშუალო ბიზნესთან თანამშრომლობის შემდეგ მალევე გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეა.

"ჩვენ დავინახეთ იმის შესაძლებლობა, რომ მოგვეხდინა საქართველოში არსებული ინტელექტუალური რესურსისა და კაპიტალის დასავლეთ ევროპაში რეალიზაცია. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სივრცე, რომელიც ერთი სახელისა და ერთი ბრენდის ქვეშ გააერთიანებდა საქართველოში მყოფ ინტელექტუალურ და ტექნოლოგიურ კაპიტალს, და მოგვცემდა შესაძლებლობას, კონკურენცია გაგვეწია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებისთვის", - გვიყვება გივი ჩხარტიშვილი.

საწყის ეტაპზე Noxtton-ი საშუალო და მცირე ბიზნესებს კიბერუსაფრთხოებისა და პროგრამული დეველოპმენტის მიმართულებით უწევდა დახმარებას. თუმცა, კომპანიის სერვისებისადმი გაზრდილი ინტერესისა და მოთხოვნის შედეგად გაჩნდა ახალი მიმართულებების დამატების საჭიროება.

დღეს Noxtton-ის სერვისები დიდი თუ საშუალო ბიზნესის ყველა ციფრულ საჭიროებასთან მოდის შესაბამისობაში და თითოეულ კომპანიას მათზე მორგებულ, ინდივიდუალურ გადაწყვეტებს სთავაზობს.

"დღეს ციფრული ტრანსფორმაცია ორგანიზაციის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ესენციურ საჭიროებას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ხშირად ჩნდება კითხვა - როგორ არის შესაძლებელი ტრადიციული ბიზნესისა და ციფრული ტექნოლოგიების ასიმილაცია? ამ კითხვაზე პასუხი არის ძალიან მარტივი - ის ორაგნიზაცია, რომელსაც სურს 5 წლის თავზეც იარსებოს, მისთვის ზღვარი ტექნოლოგიასთან არ უნდა არსებობდეს", - ამბობს გივი ჩხარტიშვილი.

მისივე თქმით, ციფრული ტექნოლოგიების მიმართ მიმღებლობა განსაზღვრავს არა ორგანიზაციების წარმატებას, არამედ მათი არსებობის საკითხს. რადგან, ისეთი ბიზნესი, რომელსაც გარკვეული საზღვარი აქვს დაწესებული ტექნოლოგიებსა და ბიზნეს წარმოებას შორის, უკვე ბიზნესი აღარ არის, არამედ წარმოადგენს მყიფე სტრუქტურას, რომელიც შეუსაბამობაში მოდის თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებთან.

თუმცა, Noxtton-ში მიიჩნევენ, რომ კომპანიის წარმატებას არა მხოლოდ ინოვაციური ტექნოლოგიები, არამედ სწორი ორგანიზაციული კულტურა განაპირობებს.

წარმატების მიღწევის პროცესში Noxtton-ისთვის მთავარ ღირებულებას თითოეული გუნდის წევრი წარმოადგენს. როგორც გივი ჩხარტიშვილი განმარტავს, კომპანიაში არ ჰყავთ თანამშრომლები, არამედ ჰყავთ პარტნიორები. მიზეზი მარტივია - ორგანიზაცია ერთი საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ჯგუფს წარმოადგენს. იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარ საქმეს აკეთებენ არა ვალდებულების, არამედ რაღაც უკეთესის და ახლის შექმნის სურვილის შედეგად.

"ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ თითოეულ გუნდის წევრზე მორგებული გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მას, გამოავლინოს პოტენციალი, აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები და გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

Noxtton-ის წარმატება და სტრატეგიული ღირებულება ჩვენი გუნდის ყველაზე სუსტი რგოლით განისაზღვრება. ვფიქრობ, რომ წარმატება და წინსვლა დამოკიდებულია არა კონკრეტული გუნდის ლიდერზე, არამედ ყველაზე გამოუცდელ და ჯუნიორ ადამიანზე.

ხშირად სვამენ კითხვას იმის შესახებ, თუ რა არის კომპანიის ყველაზე ძლიერი მხარე. პასუხიც ყველას სხვადასხვა აქვს. ჩვენ შემთხვევაში კი პასუხი ყოველთვის მიუთითებს ჩვენს ყველაზე ჯუნიორ გუნდის წევრზე", - ამბობს გივი ჩხარტიშვილი, ტექნოლოგიური კომპანია Noxtton-ის დამფუძნებელი.

როგორც თავად გვიყვება, გუნდი კომპანიის მთავარ ღერძს წარმოადგენს, რომელიც თითოეული განხორციელებული პროექტის წარმატებას განსაზღვრავს. ასე იყო ორგანიზაციის დაარსების პირველივე დღიდან. მიუხედავად იმისა, რომ Noxtton-ის გუნდი მუდმივად იზრდება და მას ახალი, განსხვავებული ღირებულებების, სხვადასხვა ეროვნებისა და გამოცდილების მქონე ადამიანები ემატებიან, უცვლელი რჩება ერთი საერთო მიზანი და მისკენ სწრაფვის სურვილი.

"მიგვაჩნია, რომ როგორი აქტივიც არ უნდა ჰქონდეს ორგანიზაციას, ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას ქმნიან ადამიანები და გუნდები", - ამბობს გივი ჩხარტიშვილი.

სწორედ ამიტომ, Noxtton-ში წარმატებას არა ყველაზე გამოცდილი, არამედ ახალბედა გუნდის წევრის მიღწევებითა და პროფესიული განვითარებით საზღვრავენ, რადგან ამ პროცესში თითოეული პარტნიორი აქტიურად არის ჩართული. შესაბამისად, ახალბედა წევრის წარმატება კომპანიის წარმატებას წარმოადგენს.

ხუთწლიანი განვითარებისა და რამდენიმე ასეული ციფრული და ტექნოლოგიური პროექტის განხორციელების შემდეგ, გივი ჩხარტიშვილი დღეს Noxtton-სა და რამდენიმე დაკავშირებულ კომპანიას ხელმძღვანელობს.

"ალბათ, სირთულეებზე და შეცდომებზე საუბარი რომ დავიწყოთ, მოსაწყენი იქნება. მაგრამ ფაქტი არის ის, რომ დღეს ჩვენ აღარ ვართ ორი ადამიანისგან დაკომპლექტებული ორგანიზაცია. დღეს Noxtton რამდენიმე ქვეყანაში, ათეულობით ადამიანით დაკომპლექტებული მულტივიდიზიური სტრუქტურით მუშაობს. იორგიმ და მე, ლუკა ქობალიასთან და ვალერი ზირაქაშვილთან ერთად შევძელით ჩვენი ორგანიზაციის სკალირება, განვითარება და საერთაშორისო დომეინზე თავის დამკვიდრება.

2021-ში დავიწყეთ ახალი პროდუქტების შექმნა, განვახორციელეთ სერიოზული ინვესტიციები ინოვაციური ციფრული ხელსაწყოებისა და პლატფორმების დეველოპმენტში. ასევე, რამდენიმე თვეა რაც თაკაკა აბრამიასთან ერთად მოვახდინეთ ძალიან ძლიერი დიზაინ გუნდის ფორმირება და დავისახეთ ახალი მიზნები, რომელთა მეშვეობით შევძლებთ, გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე", - ამბობს გივი ჩხარტიშვილი.

ახალი მიზნებითა და სამოქმედო გეგმით კომპანია ბევრ სიახლეს გვპირდება როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, თვალი ვადევნოთ Noxtton-ს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე