📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

აქ. ახლა - სკუტერის შეძენას უკვე ლიზინგით შეძლებთ "თიბისი ლიზინგი" მხარს უჭერს ეკოლოგიას და განახლებად ენერგიებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სლოგანით „აქ და ახლა", „თიბისი ლიზინგი" მომხმარებელს უფრო მეტ სიახლეს სთავაზობს და ამჯერად დაფინანსების მიმართულებას ახალი კუთხით აფართოებს.

სიახლე მოტოტექნიკის ლიზინგით შეძენას ეხება, რომელიც კომპანიის „მწვანე" პროექტების მხარდაჭერისა და ეკოხედვის ნაწილია. სწორედ ამიტომ, „თიბისი ლიზინგი" თბილისის ქუჩების მჭიდრო საცობებისაგან განტვირთვისა და გარემოზე ზრუნვის მიზნით, მომხმარებელს მოტოტექნიკის, კერძოდ კი, სკუტერებისა და მოტოციკლების ლიზინგით დაფინანსებასა და მიმზიდველ პირობებს სთავაზობს.

იმისათვის, რომ მოტოციკლმა ან სკუტერმა ლიზინგისათვის საჭირო კრიტერიუმები დააკმაყოფილოს, სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ახალი, ძრავის მოცულობა უნდა აღემატებოდეს 50 კუბურ სანტიმეტრს და მისი რეგისტრაცია შესაძლებელი უნდა იყოს მომსახურების სააგენტოში (უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ნომერი). ლიზინგის პირობებით სარგებლობა კი 21-დან 65 წლამდე A კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

„ჩვენი თიბისი ლიზინგის სტრატეგია გულისხმობს, რომ მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ ეკოლოგიასა და განახლებად ენერგიებს. ამ ხედვის ფარგლებში, წინა თვეში ელექტრომობილების აქციაც გვქონდა და ის ახლაც მიმდინარეობს. ვცდილობთ, ენერგოეფექტურობასა და გარემოსთვის ნაკლებ საზიანო პროდუქტებზე გავამახვილოთ მაქსიმალური აქცენტი. მათ შორის, მზის პანელების საკითხიც დავძარით წინა თვეში და საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც მივიღეთ. ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტი უკვე დავაფინანსეთ და მათ შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მალე გავაჟღერებთ, იქამდე კი ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ეს „ლოპოტა სპა რეზორტსა" და „შატო მერესაც" ეხება.

რაც შეეხება სკუტერებს, ეს გახლდათ ის სეგმენტი, სადაც „თიბისი ლიზინგი" და ზოგადად, განვადების პროდუქტები არ იყო აქამდე წარმოდგენილი გარკვეული მიზეზების გამო. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევსულიყავით ამ სეგმენტში. საბედნიეროდ, ეს უკვე კარგად მოვახერხეთ. გავაფორმეთ ხელშეკრულებები ფაქტობრივად სკუტერების ყველა მსხვილ დილერთან. ბაზარს ვთავაზობთ პრაქტიკულად უნიკალურ პროდუქტს. სკუტერები, რომელიც მხოლოდ შიდა განვადებით იყო აქამდე ხელმისაწვდომი, რადგან სხვა საშუალება ოფიციალურად არ არსებობდა, დღეს უკვე მსურველს ლიზინგით შეუძლია შეიძინოს. განსაკუთრებულ აქცენტს ახალ, თანამედროვე სტანდარტის მქონე პროდუქციაზე ვამახვილებთ, რომელსაც გამონაბოლქვი, მეორადებისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლები აქვს. არადა, მეორადი სკუტერები მასიურად ჩამოდის და საკმაოდ აბინძურებს გარემოს", − გვიხსნის ზურა გუგუშვილი, „თიბისი ლიზინგის" კომერციული დირექტორი.

კომპანიის მკაფიო ეკოხედვის თანახმად, მომხმარებელი აუცილებლად ახალ სკუტერს უნდა იძენდეს და სანტრანსპორტო საშუალება ბენზინის წვის, გამონაბოლქვისა და სხვა გაწერილ სტანდარტს ზედმიწევნით უნდა აკმაყოფილებდეს. „თიბისი ლიზინგი" გეგმავს, რომ ამ მიმართულებით ბაზრის მოცულობის საკმაოდ ფართო ნაწილი დაიკავოს, რაც დიდი ეკოსტრატეგიის ნაწილია. სკუტერების ცხრა ოფიციალური დილერისგან კი, შვიდთან „თიბისი ლიზინგი" უკვე აქტიურად თანამშრომლობს.

ლიზინგის ვადა და პირობები მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაზეა დამოკიდებული, თუმცა როგორც წესი, შემოსავლების დეტალური შესწავლა არ ხდება, რაც მისი დამტკიცების პროცესს მარტივსა და მოსახერხებელს ხდის. 15 000 ლარამდე ღირებულების მოტოტექნიკის ლიზინგით დასაფინანსებლად, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი და მართვის მოწმობები დაგჭირდებათ. ხოლო თუ სასურველი სატრანსპორტო საშუალების ფასი 15 000 ლარს აღემატება, საჭირო დოკუმენტაციას შემოსავლების დამადასტურებელი საბუთი დაემატება.

სკუტერის შესაძენად, ლიზინგის ვადა 3 თვიდან 2 წლამდე პერიოდს მოიცავს. თანამონაწილეობისათვის განსაზღვრული წილი 20%-ს, ხოლო გაცემის საკომისიო 0%-ს შეადგენს. ვინაიდან „თიბისი ლიზინგი" მოტოტექნიკის სხვადასხვა მომწოდებელთან თანამშრომლობს, ეს მას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს სპეციალური ფასები და პირობები ხშირად შესთავაზოს. ამ და მრავალი სხვა შეთავაზების შესახებ კი ინფორმაციას მომხმარებელი კომპანიის სოციალური ქსელის გვერდიდან შეიტყობს, ისევე, როგორც კიდევ ბევრ მოსალოდნელ სიახლეს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი