📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"ბლაუენშტაინმა" ონის რაიონში ევროპული სტანდარტების მეღორეობის ფერმა გახსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბლაუენშტაინი

"ეს არის კომპანიის კიდევ ერთი პროექტი, რომლითაც აუცილებლად ვიამაყებთ და რაც მთავარია, ჩვენი მომხმარებელი მიიღებს მორიგი ჯანსაღი და უსაფრთხო პროდუქტის ფართო ასორტიმენტს," - ამბობს „ბლაუენშტაინის" მეღორეობის ფერმის გენერალური მენეჯერი მარინა იგნატენკო.

ისე მოხდა, რომ მეღორეობის ფერმის მშენებლობის დასრულებაში „ბლაუენშტაინს" ხელი პანდემიამ მნიშვნელოვნად შეუშალა, თუმცა საბოლოო ჯამში, კომპანია გამოწვევებს გაუმკლავდა და პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.

როგორც ირკვევა, ქართულ-შვეიცარიული კომპანიის მეღორეობის ფერმის პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფოსგან საღორისთვის 1.5 მილიონი ლარის იაფი აგროკრედიტია გამოყენებული. ჯამში, „ბლაუენშტაინის" მეღორეობის ფერმის პროექტისთვის 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

"მეღორეობის ფერმის პირველი ეტაპი „ბლაუენშტაინს" საშუალებას მისცემს, წელიწადში 160 ტონა ხორცი აწარმოოს, ხოლო სრული დატვირთვის შედეგად, წელიწადში 640 ტონა ღორის ხორცს მივიღებთ," - განმარტავს მარინა იგნატენკო.

მისივე ინფორმაციით, ღორების ფერმა ევროპაში ცნობილი და ავტორიტეტული ავსტრიული კომპანია „შაუერის" ჩართულობით აშენდა და არის სრულად ავტომატიზებული. პირველ ეტაპზე ამავე კომპანიის სპეციალისტები დაეხმარებიან „ბლაუენშტაინის" თანამშრომლებს, პირუტყვზე ისე იზრუნონ, როგორც ეს ევროპაშია მიღებული. რაც მთავარია, როგორც ეს კომპანიის მსხვილფეხა საქონლის შემთხვევაში ხდება, ღორებიც ჯანსაღ, ნატურალურ საკვებზე გაიზრდებიან და მომხმარებელი „ბლაუენშტაინის" მორიგ უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის პროდუქტს მიიღებს.

"როგორც მსხვილფეხა პირუტყვის, ისე ღორების შემთხვევაშიც, მოხდება ხელოვნური განაყოფიერება. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ახალმა პროექტმა დამატებითი სამუშაო ადგილები გააჩინა - ამ ეტაპზე დასაქმდა 6 ადგილობრივი, რომლებიც მომდევნო პერიოდის მანძილზე, ფერმაში, სპეციალურად მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად იმუშავებენ, რათა მათგან შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება მიიღონ," - ამბობს მეღორეობის ფერმის გენერალური მენეჯერი.

მეღორეობის ფერმა „ბლაუენშტაინმა" ონის რაიონის სოფელ სორში ააშენა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები კი ონის რაიონის სოფელ შარდომეთში მდებარეობს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ბლაუენშტაინი" 2008 წელს დაარსდა, რისი მიზანიც რაჭის მხარდაჭერა და რეგიონში მეცხოველეობის დარგის აღდგენა გახლდათ.

2008 წლიდან დღემდე „ბლაუენშტაინმა" 40 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და არის პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს დავარგებული ხორცი შესთავაზა.

ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების გარდა, „ბლაუენშტაინის" სპეციალისტები მუშაობენ მსხვილფეხა რქოსანი პირუქტყვის ჯიშის გაუმჯობესებაზე ხელოვნური განაყოფიერების გზით.

ასევე, კომპანიამ დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბლაუენშტაინ ედუ", რომელიც სამომავლოდ პროფესიულ კოლეჯად გადაიქცევა. ამ ეტაპზე „ბლაუენშტაინ ედუს" აქვს ტრეინინგცენტრი, რომელიც რამდენიმე სერტიფიცირებულ კურსს ფლობს, მათ შორის, ხორცის დამუშავებისა და ხელოვნური განაყოფიერების კურსებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი