პროგრამას "აწარმოე საქართველოში" 4 ახალი კომპონენტი დაემატა

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სსიპაწარმოე საქართველოშიერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანი სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.

აწარმოე საქართველოში

მთავრობის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის ოთხი ახალი მექანიზმი ემატება:

 

  • სახელმწიფო პროგრამა სუბსიდირებული იპოთეკური სესხი

პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. ასევე, პროგრამა ემსახურება უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას.

პროგრამა ითვალისწინებს ასეთი ოჯახების ან მარტოხელა მშობლების/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში:

  • ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული წლამდე ასაკის შვილი;
  • ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
  • ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ ნაშვილები არასრულწლოვანი პირი.

პროგრამის ფარგლებში, იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.

იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

პროგრამა ატარებს ერთჯერად ხასიათს და მასში მონაწილეობა ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მრავალშვილიან ოჯახებზე − მათ შეეძლებათ მე-4 და მეტი შვილის გაჩენის შემთხვევაში, ხელმეორედ ისარგებლონ პროგრამით და შესაბამისად, შეძლონ ახალი, მაქსიმუმ 200 000-ლარიანი სესხის აღება.

 

  • ბიზნეს უნივერსალი

პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საშუალებით.

ზემოხსენებული პროგრამა თავის მხრივ მოიცავს ლიზინგის, სესხისა და საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას. მეწარმე სუბიექტისთვის სააგენტო ახორციელებს დამტკიცებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას, დამტკიცებული სესხის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, (ლიზინგის შემთხვევაში − რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%) და ამავდროულად, სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.

პროგრამის ფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში შშმ-პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით.

 

  • ბიზნეს ექსპორტი

პროგრამის მიზანია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საქართველოში მეწარმეობის მხარდაჭერა ახალი ან არსებული საწარმოების გაფართოება-გადაიარაღებით, მეწარმე სუბიექტის ხელშეწყობით და იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლებით;

ზემოხსენებული პროგრამა თავის მხრივ მოიცავს ლიზინგის, სესხის და საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას. მეწარმე სუბიექტისთვის სააგენტო ახორციელებს დამტკიცებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას, დამტკიცებული სესხის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, (ლიზინგის შემთხვევაში − რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%) და ამავდროულად, სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.

პროგრამაში მოცემულია ის ეკონომიკური საქმიანობები (და ასევე, აგრო/ეკო ტურიზმის მიმართულება), რომელთა ფარგლებში სესხის გაცემის შემთხვევაში, მსესხებელი უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებით საგრანტო კომპონენტითაც, რომლის ფარგლებშიც გრანტის მოცულობაა დამტკიცებული სესხის/სალიზინგო პროექტის 15%, არაუმეტეს 500 000.

სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000-ს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000-ს. აღსანიშნავია, რომ სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50% საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში შშმ-პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით.

 

  • აგრო და ეკოტურიზმის განვითარება

პროგრამის მიზანია, საქართველოში აგრო და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

აგრო-ტურისტულ ობიექტებად განისაზღვრა ფერმერული მეურნეობა, რომელიც განკუთვნილია ტურისტის მისაღებად და საკუთარი წარმოებული პროდუქტის გამოყენებით, სტუმარს სთავაზობს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ მომსახურებას: კვებითი მომსახურება; განთავსება; საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი, რეკრეაციული აქტივობები.

ხოლო ეკოტურისტულ ობიექტებად განისაზღვრა ტურისტული ობიექტი, რომელიც გარემოზე ზეგავლენის მინიმალიზაციითა და ცოცხალი კულტურის შენარჩუნებით, სტუმარს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას, როგორიც არის: რეგიონისთვის სახასიათო საცხოვრებელი არქიტექტურის განთავსება (10 ნომრამდე); საოჯახო ტიპის ეთნო-გასტრონომიული კვების ობიექტი სადეგუსტაციო და დამხმარე ინფრასტრუქტურით; ტრადიციული რეწვის საგანმანათლებლო სახელოსნო; მოტორიზებული ტიპის გადაადგილების საშუალების გაქირავების სერვისი.

მოცემული პროგრამის ბენეფიციარებს ტურიზმის ეროვნული სააგენტო გაუწევს მარკეტინგულ მხარდაჭერას, კერძოდ, მათ ეძლევათ საშუალება გაიარონ ადგილობრივი და საერთაშორისო ინფოტური; მიიღონ ხელშეწყობა პერსონალის გადამზადებაში; დაუფინანსდეთ ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა.

ზემოხსენებული პროგრამა თავის მხრივ მოიცავს ლიზინგის, სესხისა და საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას. მეწარმე სუბიექტისთვის სააგენტო ახორციელებს დამტკიცებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას, დამტკიცებული სესხის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5% (ლიზინგის შემთხვევაში − რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%) და ამავდროულად, სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.

პროგრამაში მოცემულია ის ეკონომიკური საქმიანობები (და ასევე, აგრო/ეკოტურიზმის მიმართულება) რომელთა ფარგლებში სესხის გაცემის შემთხვევაში, მსესხებელი უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებით საგრანტო კომპონენტითაც, რომლის ფარგლებშიც გრანტის მოცულობაა დამტკიცებული სესხის/სალიზინგო პროექტის 15%, არაუმეტეს 500 000.

სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000-ს, ხოლო მაქსიმალური − 10 000 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50% − საბრუნავი საშუალებების შესაძენად

ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში შშმ-პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით.