როგორ შევქმნათ ინოვაციური პროდუქტი სოფლად?

წარმატების რჩევები ქალი მეწარმეებისაგან

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. საერთაშორისო დღის მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების წვლილის აღნიშვნა და დაფასება ადგილობრივ განვითარებაში, სოფლის მეორნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესაბასა და სიღარიბის დაძლევაში, რაც ეხმიანება მდგრადი განვითარების დღის წესრიგის სხვადასხვა მიზანს.

entrepreneur.ge

სოფლად მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, განვითარებისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გვინდა მოგიყვეთ, რამდენიმე ქალი მეწარმის შესახებ, რომლებმაც წარმატებით განავითარეს სამეწარმეო საქმიანობა სოფლად, განსაკუთრებით კი ტყის არამერქმნული რესურსების მდგრადი გამოყენებით.

მრავალმიზნობრივი და ეფექტიანი ტყითსარგებლობის განხორციელება ტყის მართვის ერთ-ერთ პრიორიტეტად მოიაზრება, რაც მერქნულ რესურსებთან ერთად, ასევე მოიცავს არამერქნული პროდუქტის, როგორიცაა მაგალითად სამკურნალო მცენარეები, ხილი, ასევე ტურიზმი და რეკრეაცია, მდგრად გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ ტყის არამერქნული პროდუქტებიდან შემოსავლის მიღების პოტენციალი დიდია, დღესდღეობით, საქართველოში, ტყის არამერქნული პროდუქტების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობის შეგროვება და რეალიზაცია ხდება. აღნიშნული პოტენციალის ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის.

კარგად გაეცანი შენ სფეროს და სწორად შეარჩიე ბიზნეს პარტნიორი

თუ მიზანს დაისახავ და შენს ოცნებას ჩაეჭიდები, მნიშვნელობა არ აქვს ლოკაციას, ყველაფერი გამოგივა. ამის ნათელი მაგალითი ლიზი ხმიადაშვილია - ქალი მეწარმე, რომელმაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, სხვადასხვა კულტურა მათ შორის  ტყის არამერქნული პროდუქტები, 40 ჰექტარ მიწაზე გააშენა და ექსპორტზე გაიტანა ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: პიტნა, გულყვითელა, ტარხუნა და ეთერზეთოვანი ვარდი. “კახეთი ბიოს” ისტორია უკვე მრავალ წელს ითვლის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იგი საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უდიდესი ბიო მეურნეობაა, რომელიც აერთიანებს7-მდე მუდმივ დასაქმებულსა და 100-მდე სეზონურად მომუშავე პირს.

როგორც თავად ამბობს ბიზნესის ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ სფეროს მეტ-ნაკლებად იცნობდე, გარდა ამისა უმნიშვნელოვანესია სწორად შეარჩიო ბიზნესპარტნიორი, რაც წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა.

ლიზი ბიზნეს საქმიანობას მეუღლესთან ერთად ეწევა. ამბობს, რომ გამოცდილებითა და ცოდნით ერთმანეთს ავსებენ, რაც მეწარმეობის სფეროში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ფაქტი, რომ ქალი მეწარმე ქალაქში უფრო მეტად იმკვიდრებს თავს, მისთვის უცხო არ არის, თუმცა ამის მიუხედავად თვლის, რომ საყვარელ საქმიანობაზე უარი არავინ უნდა თქვას და პირიქით, ეს გამოწვევები მოტივაციად აქციოს.

არდა ამჟამინდელი საქმიანობისა, 2005 წლიდან სალათის ფოთლებს ვაწარმოებთ. შირად მქონია შემთხვევა, როცა უცნაურად მიყურებდნენ, ალბათ, არსებული სტერეოტიპების გამო. უმცა, ამას დიდად ყურადღებას არ ვაქცევდი. ფიქრობ, რომ ადამიანს საყვარელი საქმის კეთების სურვილი მართავს და ეს ძალა გეხმარება სასურველი მიზნის მიღწევაში. ნდა იცოდე, რომ მიზანი, რომლისთვისაც იბრძვი, შენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და ღირებულია.”

ლიზის აგროსფეროში მრავალწლიანმა გამოცდილებამ უჩვენა, რომ მხოლოდ იდეით შორს ვერ წახვალ, წარმატების მისაღწევად საჭიროა ამ სფეროში ცოდნის დაგროვება და  პრიორიტეტების დასახვა.

ველას ვურჩევდი, რომ საჭირო განათლება მიიღონ, ეს წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.”

იყავი მიზანდასახული

მზისა ხმალაძე ჯავახეთში მცხოვრები მეწარმეა. აქ მოსახლეობის 80% ეთნიკურად სომეხია, სახელმწიფო ენის ბარიერის გამო მათ ქვეყანაში დასაქმება უჭირთ. სწორედ ამ ეთნიკური უმცირესობების გასაძლიერებლად ახალგაზრდა გოგონამ ეკოლოგიურად სუფთა ბალახეული ჩაის წარმოება წამოიწყო. პირველ ეტაპზე Rundtea-ს ასორტიმენტში ჯავახეთში არსებულ ნედლეულს: პიტნას, ბეგქონდარას, კრაზანისა და ასკილის ჩაის შეხვდებით.

მზისამ 2021 წელს გაიმარჯვა CENN-ის განხორციელებულ და ევროკავშირის მხარდაჭერილ კავკასიის სოციალური ინოვაციების კონკურსში და მოიპოვა დაფინანსება, „EU4Youth – სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის (SEED)“ პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF) და Green Lane NGO-სთან ერთად.

როგორც ამბობს, წარმოების დასაწყისში ადგილობრივი მოსახლეობისგან ბევრი კითხვა წამოვიდა. მათთვის უცხო იყო გოგონას წამოწყება, მიაჩნდათ, რომ ნინოწმინდაში ჩაის წარმოება არაეფექტური იქნებოდა, რის გამოც ხშირად აკრიტიკებდნენ და კარგა ხანს ეჭვის თვალით უყურებდნენ. მიუხედავად სოციალური წნეხისა, მზისამ მაინც გააგრძელა მიზნისკენ სვლა. Ამბობს, რომ უპირველესი მიზანდასახულობაა და თუ ეს თვისება გაქვს, მაშინ სირთულეებს აუცილებლად გადალახავ.

გონია, რომ ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. რცერთ დაბრკოლებასა და პრობლემას არ უნდა მივცეთ უფლება, რომ მიზნისკენ სვლაში შეგვაფერხოს. ფიქრობ, ნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები ქალები ეკონომიკურად დამოუიკიდებლები იყვნენ და რ შემოიფარგლონ მხოლოდ სოფელში არსებული ყოველდღიური საოჯახო საქმიანობებით. ინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ ამაზე ბევრად მეტი შეგვიძლია.”

ნუ ფიქრობ, დაიწყე!

კახეთის ერთ პატარა, მთიან სოფელ მელაანში თეონა თაბორიძემ ეკოტურისტული მეურნეობა გააშენა და გვერდით ადგილობრივი ქალბატონები შემოიკრიბა. Melaanian Vintage – Guest House-ის მთავარი მიზანია სტუმრებს განსაკუთრებული გარემო შეუქმნას - ვინტაჟურ სტილში გადაწყვეტილი ინტერიერის გარდა, ადამიანების აღფრთოვანებას ბუნებრივ გარემოში მოპოვებული და დამზადებული ჩაი და ნუგბარი იწვევს.

როგორც თეონა ამბობს, ბიზნესის შექმნისას უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევდა, რაშიც ახალგაზრდა გოგონას სოფლის სიყვარული, განათლება და უშრეტი მოტივაცია დაეხმარა. ცხადია, ამ ყველაფერთან ერთად საჭირო იყო ფინანსური რესურსების მოძიება - პრობლემა ერთბაშად არ მოგვარდა, თუმცა ოჯახის წევრების რწმენამ და მოთმინებამ შედეგი გამოიღო.

“სირთულეები ყოველთვის იარსებებს, არის სიტუაციები, როცა სკეპტიკურად ხარ განწყობილი, თუმცა ამ დროს მე ყოველთვის ვხუჭავდი თვალს და წარმოვიდგენდი დიად, საბოლოო შედეგს. ეს მოტივაციას მიბრუნებდა და მარწმუნებდა, რომ არ დავნებებულიყავი.”

თეონასთვის ხშირად შეუხედავთ განსჯის თვალით, როცა იმ საქმეებს აწესრიგებდა, რომელიც ძირითადად მამაკაცებისთვის დამახასიათებლად მიიჩნევენ ხოლმე. ამბობს, რომ სოფლად მცხოვრებ ქალებს ყოველთვის ერთ პატარა რჩევას აძლევს - ყველა ნაბიჯის წინ საკუთარ თავს უთხრან: “ნუ ფიქრობ, დაიწყე!”, მისი აზრით, სწორედ ეს არის ფრაზა, რომელსაც გამარჯვება მოაქვს.

ეჭვგარეშეა, რომ სოფლად არსებული რესურსების აღმოჩენა და შემდგომში მათი სწორად გამოყენება ქვეყნის ეკონომიკურ თუ სოციალურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება CENN-ის ამჟამინდელი პროექტები, რომელიც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

პროექტების მთავარი მიზანია წვლილი შეიტანოს სოფლად სიღარიბის აღმოფხვრაში და განსაკუთრებული აქცენტი კი ქალების გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე მოდის - საჭიროა სოფლად მცხოვრებ ქალბატონებს საშუალება მიეცეთ მონაწილეობა მიიღონ სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, სასურველია სწორად და აქტიურად გამოიყენონ ტყის არამერქნული რესურსები.

როდესაც ტყით სარგებლობაზე ვსაუბრობთ, გარდა მერქნული რესურსების გამოყენებისა, უნდა გავითვალისწინოთ ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა სამკურნალო მცენარეები, ხილი და სხვა.

ქალთა გაძლიერების, ცნობიერების ამაღლების, ჩართულობის ზრდისა და მათი ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით, CENN-ის პროექტის - ტყის მდგრადი მართვა სოფლი განვითარებისათვის - ინიციატივით (ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერთ) საქართველოს ოთხ რეგიონში შეიქმნა ქალთა საბჭოები. სოფლად მცხოვრებ მეწარმე ქალებს შორის გამოცდილების გაზიარებამ უკვე აჩვენა დადებითი შედეგები, რაც გამოიხატა სატყეო ტურიზმის განვითარებაში, ბუნებრივი რესურსების სწორ გამოყენებასა და ქალთა ეკონომიკურ თუ სოციალურ გაძლიერებაში.