📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

და მოგზაურობა იწყება აქ - კესო არჩვაძის ისტორია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Noxtton

ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე, ვარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. გარკვეულწილად მგონია, რომ PR კავშირში არის სოც. მედიასთან. ორივე შემთხვევაში ცდილობ დააკვირდე ადამიანების ქცევებსა და ინტერესებს, შემდეგ, სწორედ ამაზე დაყრდნობით ეურთიერთო მათ, მათივე საჭიროებების საპასუხოდ.

ერთი წლის წინ, გადავწყვიტე სოციალური მედიის კურსი გამევლო ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში (Academy of Digital Industries). აკადემიაში თითოეულ სტუდენტს გვქონდა ჩვენი Facebook გვერდი შექმნილი და დავალებებს პრაქტიკული მუშაობის საფუძველზე ვასრულებდით. ეს იყო ჩემი პირველი ქმედითი ნაბიჯი, რომელიც ჩემი ახალი პროფესიისკენ გადავდგი. ამ tool-ების გამოყენებისას მივხვდი, რომ ცოდნის გაღრმავება სწორედ ციფრული მიმართულებით მინდოდა.

3 თვეა, რაც Noxtton-ის გუნდთან ერთად ვმუშაობ. თავდაპირველად ვიყავი ინტერნი, ახლა კი ჯუნიორ ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე ვარ. ჩემთვის ამ გუნდთან მუშაობა უდიდესი გამოწვევაა, რადგან გამოცდილების გარეშე მოვხვდი აქ და მინდა მათი და ჩემი მოლოდინები გავამართლო. ონლაინ მუშაობას დაბრკოლებად აღვიქვამდი. ვფიქრობდი, რომ ყველა დეტალის მოწესრიგებულად და ზედმიწევნით შესრულება რთული იქნებოდა. თუმცა, საბედნიეროდ შევცდი და სრულიად საპირისპირო სამუშაო გარემო დამხვდა. პირადად ჩემზე მომაგრებული მენტორის დახმარებით ძალიან გამიადვილდა ინფორმაციების ათვისება და დინამიკურ სამუშაო რიტმში ჩაჯდომა.

Noxtton-ში ყველა ერთმანეთთან შეთანხმებულად ვმუშაობთ, აქ ყველა მზადაა, რომ რთული ამოცანების ამოხსნაში დაგეხმარონ, რაც ცხადია ძალიან ამარტივებს სამუშაო პროცესს. ჩემი სამუშაო პროცესი მოიაზრებს, როგორც ციფრულ ასევე დეველოპმენტის მხარეებთან შეხებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თავს ყოველთვის უფრო დიჯითალში ვხედავდი და დეველოპმენტის სპეციფიკაში კარგად ვერ ვერკვეოდი, დღეს ვფიქრობ, რომ დეველოპმენტის ნაწილი უფრო მხიბლავს. სხვადასხვა პლატფორმებზე და აპლიკაციებზე მუშაობისას მივხვდი რამხელა შრომა იდება ერთი შეხედვით უმნიშვნელო ღილაკის დამატებაში და რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ დეტალს ნებისმიერი საიტისა თუ აპლიკაციისთვის.

ჩემი ინტერესის ცვლილება რთულ პროექტზე მუშაობამაც გამოიწვია. ვემუშავებოდით ისეთ კლიენტს, რომელიც არსებული აპლიკაციის ფუნქციონალით უკმაყოფილო იყო, ჩვენ მოგვიწია მათი საჭიროებების უკეთესად გაგება და სწორედ ამის მიხედვით ოპერირება.

Noxtton-ში მუშაობის და განვითარების შესაძლებლობას გვაძლევენ. გამოვყოფდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსებს, აქ დასაქმებულებს გვაქვს წვდომა ამ კურსებზე, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ექაუნთ მენეჯერის პოზიციას ვიკავებ, გადავწყვიტე პროექტების მენეჯმენტის კურსი გავიარო. ვფიქრობ, ვფიქრობ ეს კურსი ძალიან დამეხმარება მუშაობის ტექნიკის დახვეწაში.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი