''ლუკოილ ჯორჯია'' - ახალი ევროპული გუნდის ხედვები და სამომავლო გეგმები

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში ნავთობპროდუქტებზე, კერძოდ კი საავტომობილო საწვავზე მოთხოვნა, წლიდან წლამდე იზრდება. ამას არაერთი შიდა თუ გარე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მსუბუქი ავტომობილების რაოდენობის ზრდა და ცხოვრების აჩქარებული ტემპი, რაც ადამიანებს გადაადგილების კერძო საშუალებების შეძენისა და ფლობისკენ უბიძგებს.

ფოტო: ლუკოილ ჯორჯია

ქართული საზოგადოება კარგად იცნობს ავტოგასამართ ქსელ  „ლუკოილს“, რომელიც საქართველოში არაერთი წელია წარმატებით ოპერირებს და ბაზარს კონკურენტულ ფასად უმაღლესი ხარისხის საწვავს სთავაზობს. კომპანიის ადგილობრივმა წარმომადგენლობამ, „ლუკოილ ჯორჯიამ“, სულ ახლახან საკმაოდ მასშტაბური საკადრო, სტრუქტურული ტრანსფორმაცია განიცადა და გარდა ამისა, კიდევ არაერთი მიმართულებით სიახლეს უმზადებს ქართველ მომხმარებელს. ამ ყველაფერზე დეტალურად „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორი, მიხაილო ჟუროვიჩი გვესაუბრა.

თავად ბატონი მიხაილო სერბეთის მოქალაქეა. მას დამთავრებული აქვს მოსკოვის მ.ი. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კარდიფის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. არაერთ მსხვილ კომპანიაში უმუშავია მარკეტინგის, ლოგისტიკის, გაყიდვებისა და მართვის მიმართულებით. 2018-2019 წლებში „ლუკოილ მონტენეგროს“ კომერციული საკითხებისა და ექსპლუატაციის მენეჯერი იყო, ხოლო 2019 წლიდან დღემდე, „ლუკოილ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობს.

როგორც ბატონი მიხაილო აცხადებს, „ლუკოილ ჯორჯიას“ წარმატებას, თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმი და კომპეტენცია განაპირობებს. კომპანიამ 2019-2020 წლებში მოახერხა სპეციალისტთა საერთაშორისო გუნდის ჩამოყალიბება, რომლის თითოეულ წევრს საკუთარ ქვეყანაში კომპანია „ლუკოილში” მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დღესდღეობით, „ლუკოილ ჯორჯია“ საქართველოში 63 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს, მათგან 24 კომპანიის მფლობელობაშია, 19 იჯარითაა აღებული, ხოლო 20 − ფრანჩაიზინგის ხელშეკრულებით ოპერირებს. ბატონ მიხაილოს თქმით, დასახული მიზნების მიღწევისკენ სწრაფვა, გახსნილობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და მორალი ის ფასეულობებია, რაც „ლუკოილ ჯორჯიას“ გუნდს აერთიანებს.

ბატონო მიხაილო, გაგვიზიარეთ, რა სახის გამოწვევების წინაშეა ქართული ნავთობპროდუქტების ბაზარი?

2013 წლიდან საქართველოში ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კონკურენციის სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 1250-მდე ავტოგასამართი სადგური ფუნქციონირებს, მათგან 730-მდე სადგური არ არის ბრენდირებული. ჩემი აზრით, ცივილიზებული ბაზრის განვითარების მთავარ დაბრკოლებას რამდენიმე ფაქტორი წარმოადგენს. მათგან პირველი ის გახლავთ, რომ დაბალი მოთხოვნებია კანონმდებლობის მხრიდან ავტოგასამართი სადგურების მშენებლობის რეგულირების სფეროში. მეორე ის არის, რომ არ არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც ნავთობპროდუქტების ხარისხსა და რაოდენობას გააკონტროლებდა. მესამე პრობლემა, ბაზარზე კონტრაბანდული პროდუქტის არსებობაა, დაბოლოს, ხარისხის სტანდარტი − EURO-4-ის მოქმედების გახანგრძლივება. ყველაფერი ეს ხელს უწყობს დიდი რაოდენობით არაპროფესიონალ მოთამაშეთა შემოსვლას ბაზარზე, უსამართლო კონკურენციას და შესაბამისად, ხელს უშლის ბაზრის ნორმალურ განვითარებას.

როგორია „ლუკოილ ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი ნავთობპროდუქტების ხარისხი და რა კონკურენტულ უპირატესობებზე შეგვიძლია საუბარი? დღეს „ლუკოილ საქართველოს“ ნავთობპროდუქტები საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი − ძრავის ზეთებით დაწყებული, ბენზინისა და დიზელის საწვავის დიდი არჩევანით დამთავრებული. ჩვენი პროდუქტები: ექტო 100, 98 (სუპერი), 95 (პრემიუმი), 92 (ევრო რეგულარი) და ევრო დიზელის საწვავი, Euro-5-ის სტანდარტს შეესაბამება და ბულგარეთის LUKOIL Neftochim Burgas ქარხნიდანაა იმპორტირებული.

„ლუკოილი“ ძრავისა და ტრანსმისიული ზეთების ფართო სპექტრს, LLK-International-ს (ლუკოილის ჯგუფის 100%-იანი შვილობილი კომპანია) აწარმოებს კომპანიის რუსულ ქარხნებში და პროდუქტი 100-ზე მეტ ქვეყანას მიეწოდება. „ლუკოილის“ ზეთებს წამყვანი პოზიციები უჭირავს მსოფლიო ბაზარზე და მოწონებულია მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლების მიერ.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების იმპორტის გარდა, მნიშვნელოვანია ხარისხის შენარჩუნება ყველა ეტაპზე და მისი კლიენტამდე მიტანა. წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვისა და გაყიდვის ყველა ეტაპზე, ნავთობპროდუქტები ხარისხის კონტროლს ექვემდებარება სერტიფიცირებულ ლაბორატორიებში. ლაბორატორიაში შემოწმების შემდეგ, თითოეულ პროდუქტზე ხარისხის სერტიფიკატი გაიცემა, რომელიც ყველა პარამეტრის შესაბამისობას ადასტურებს მიღებულ სტანდარტთან.

უნიკალური EKTO დანამატი მხოლოდ „ლუკოილის“ საწვავს ემატება. EKTO − ინოვაციური საწვავის ხაზია, რომელიც ევროპული ხარისხის სტანდარტს აკმაყოფილებს. საწვავებში შემავალი დაბალანსებული დანამატების პაკეტები ძრავის საექსპლუატაციო მონაცემებს და ავტომობილის გარბენის დინამიკას აუმჯობესებს, ამცირებს საწვავის მოხმარებას, ძრავის დაცვის შესაძლებლობას იძლევა და მავნე ნივთიერებების შემცველობას ამცირებს გამონაბოლქვ აირებში.

პროდუქციის ხაზის თითოეულ ბენზინს თავისი უნიკალური თვისებები აქვს და ყოველი მათგანი იდეალურია მსუბუქი თუ სატვირთო ავტომობილების ნებისმიერი მოდელისათვის.

EKTO დანამატის გამოყენება უსაფრთხოა ატმოსფერული და ტურბო ძრავებისთვის, და ამასთან ერთად, სრულიად შეესაბამება საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) და მოტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIM) მოთხოვნებს.

სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ პირველები ვიყავით, რომლებმაც საქართველოში გაუმჯობესებული საექსპლუატაციო და ეკოლოგიური თვისებების მქონე საწვავის მიწოდება დაიწყო.

რა სახის სიახლეებს სთავაზობს „ლუკოილი“ ქართველ მომხმარებელს და რა ტიპის ცვლილებებს ახორციელებს „ლუკოილ ჯორჯიას“ ახალი გუნდი?

2008 წლის ნოემბრიდან სწორედ „ლუკოილ ჯორჯია“ გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა EURO-5-ის სტანდარტის საწვავი. „ლუკოილი“ ყოველთვის გამოირჩეოდა ქართულ ბაზარზე ნავთობპროდუქტების მაღალი და სტაბილური ხარისხით.

ამასთან ერთად, „ლუკოილ-ჯორჯიას“ განახლებული გუნდი მომხმარებლის კომფორტზე მორგებული სერვისების განვითარებაზე ამყარებს იმედს. ჩვენ საკუთარ მომხმარებლებს ყველა პირობასა და მომსახურებას ვთავაზობთ კომფორტული გადაადგილებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე. ავტოგასამართი სადგურების სტუმრებს, აგრეთვე ავტოსერვისითა და ავტოსამრეცხაოებითაც შეუძლიათ ისარგებლონ.

კომპანიამ 2021 წელს დაიწყო ფართომასშტაბიანი პროექტის რეალიზაცია მაღაზიების ქსელის შესაქმნელად. დღეს უკვე 15 მაღაზია ფუნქციონირებს, მათ შორის: 10 მაღაზიას უშუალოდ კომპანია მართავს, 5 კი, იჯარით არის გადაცემული. გარდა ამისა, 26 ავტოგასამართ სადგურზე გამაგრილებელი სასმელები იყიდება.

საქონლის ფართო ასორტიმენტის გარდა, „ლუკოილ ჯორჯიას“ ყველა მაღაზიაში, კაფეების სეგმენტის პროდუქტები და კომპანია Nestle-ს ყავის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი ცვლილებები ბარათების გამოყენებით საწვავის შევსების სისტემასაც შეეხო.

თქვენ აღნიშნეთ, რომ კაფეების სეგმენტისა და ყავის მიმართულების განვითარებას აპირებთ „ლუკოილ ჯორჯიას“ ახალ მაღაზიებში. რამდენადაა მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან მსგავს სერვისზე?

ყველამ იცის ქართული ღვინის წარმოებისა და სმის უძველესი ტრადიციების შესახებ. ბევრს ახსოვს საბჭოთა დროიდან ცნობილი შტამპი ქართულ ჩაის კოლოფზე, მაგრამ თითქმის არსად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეროვნულ სასმელებს შორის პირველი ადგილი მაინც ყავას უჭირავს. თუ ღვინოს უმეტესად მამაკაცები სვამენ და თან, საღამოს ან დღესასწაულებზე, ყავას ნებისმიერი სვამს − დიდიც და პატარაც, და დღის ნებისმიერ დროს. მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველო ყავის მოხმარებით მსოფლიოში 67-ე ადგილზეა − თითო ადამიანზე 1.3 კგ ყავა მოდის წელიწადში.

ამიტომ ეკიდებოდა „ლუკოილ საქართველო“ ყოველთვის დიდი ყურადღებით პარტნიორის შერჩევის საკითხსა და ყავის ბიზნესის განვითარების სტრატეგიას. საქართველოში ყავის დისტრიბუტორი ექვსი კომპანიის პროდუქციის დეგუსტაცია გაიმართა. შედეგად, ქვეყანაში ახალი, მაგრამ ცნობილი მსოფლიო ბრენდის − Nestle-ს შემოტანა გადაწყდა. შპს „ნესტლემ“ დიდი ინვესტიცია განახორციელა ყავის ახალი აპარატების შეძენაში.

„ლუკოილისთვის“ ექსკლუზიური ნაზავი − Excellente შეიქმნა. ეს ბრაზილიური და კოლუმბიური არაბიკის (90%) დაბალანსებული ნაზავია ვიეტნამურ რობუსტასთან (10%). ეს ნაზავი საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Ipsos-მა შექმნა, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით ჩაატარა „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე შედარებითი სამომხმარებლო ტესტები. ყავის აპარატები საქართველოში კომპანიის 10-ვე მაღაზიაშია დამონტაჟებული და Nestle-ს ყავამ სამ თვეზე ნაკლებ დროში უკვე დაიპყრო ასობით მომხმარებლის გული.

რა ტიპის ცვლილებებია დაგეგმილი კორპორაციული კლიენტების მომსახურების მიმართულებით და როგორ ხორციელდება ეს პროცესი დღეს?

ადრე კომპანიის კორპორაციული გაყიდვები აუთსორსინგზე იყო გადაცემული, რაც შეუძლებელს ხდიდა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი უფრო მოსახერხებელი პირობების შეთავაზებას კლიენტებისთვის. დღეს გაყიდვების ახალი სისტემა მთლიანად კომპანიის კონტროლს ექვემდებარება და „ლუკოილ ჯორჯია“ თავის კლიენტებს უკვე სთავაზობს პირობებს, რომლებიც მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლის ინტერესებზე.

ასეთი სისტემა ბიზნესის გაძღოლას გაუადვილებს მის მფლობელებს, რადგან მათ „პირად კაბინეტზე“ ექნებათ წვდომა, რომელიც ნავთობპროდუქტების შესყიდვების მართვისა და დეტალური მონაცემების მიღების შესაძლებლობას მისცემს საწვავის მოხმარებაზე.

ახალი ბარათი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შესყიდვის პროცესს და მომსახურების დროსაც შეამცირებს. კორპორაციული ბარათების მფლობელები „ლუკოილის“ ბრენდის მაღაზიებში საქონლის შეძენისას დამატებით ფასდაკლებებს მიიღებენ.

სამომავლოდ, „ლუკოილ ჯორჯიას“ მიერ გაცემული საწვავის ბარათების ინტეგრირება იგეგმება „ლუკოილის“ დიდ საერთაშორისო ქსელში, და მათი გამოყენებით, საწვავის შევსება ნებისმიერ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი, სადაც ჩვენი ბრენდის ავტოგასამართი სადგურებია.

რა სახის კონკრეტულ სარგებელს მიიღებს მომხმარებელი თქვენი ახალი ლოიალობის ბარათებისგან?

ლოიალობის სისტემის ამოქმედება, უპირველესად, კომპანიის მუდმივი მომხმარებლებისთვის იქნება ხელსაყრელი, რომლებიც რეგულარულად ახორციელებენ შესყიდვებს ავტოგასამართ სადგურებზე. „ლუკოილის“ ერთგულების პროგრამის ბარათი მათ საშუალებას მისცემს გაცილებით უკეთესი პირობებით განახორციელონ შესყიდვები. მაგალითად, კლიენტის აქტიურობიდან გამომდინარე, ნავთობპროდუქტებზე ფასდაკლებაც იქნება.

გარდა ამისა, ქულების დაგროვებაც იქნება შესაძლებელი და მათი გამოყენება ლუკოილის ავტოგასამართ სადგურებში ნავთობპროდუქტების ან კომპანიის მაღაზიებში სხვადასხვა სახის პროდუქციის შესაძენად. ერთგულების პროგრამის მონაწილეებს აქციებში ჩართვისა და სპეციალური შეთავაზებების მიღების შესაძლებლობა ექნებათ გარკვეული სახის საქონელზე. დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ „ლუკოილის“ პლასტიკურ ბარათებს უკონტაქტო ინტერფეისი აქვთ და ამიტომ, ქულების ჩამოსაწერად და დასაგროვებლად, თქვენ მხოლოდ უნდა მიადოთ ისინი PIN-Pad-ს „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე.

თავის მხრივ, ლოიალობის პროგრამის მეშვეობით, „ლუკოილ საქართველოს“ მუდმივი მომხმარებლის გაცნობის შესაძლებლობაც ექნება, თითოეული მათგანის მოთხოვნებისა და მოლოდინის უკეთ გაგებისაც, და საინტერესო მიზნობრივი შეთავაზებებისაც.

ერთგულების პროგრამამ ერთ კლუბში უნდა გააერთიანოს ადამიანები, რომლებსაც თავისი ავტომობილი უყვართ, და ვინც ნავთობპროდუქტების ხარისხსა და კომპანია „ლუკოილის“ საუკეთესო მომსახურებას ირჩევს.

და ბოლოს, რა მასშტაბის საკადრო ცვლილებები განხორციელდა „ლუკოილ ჯორჯიაში“ და როგორია თქვენი დასაქმების პოლიტიკა?

2019-2020 წლებში, „ლუკოილ ჯორჯიას“ ადმინისტრაციულ-მენეჯერული პერსონალი 40%-ით შეიცვალა. ჩვენი თანამშრომლების ნაწილი წავიდა, ზოგმა უბრალოდ ვერ გაართვა თავი სამუშაოს ტემპს, ხოლო ზოგიერთთან თავად მოგვიწია დამშვიდობება, ვინაიდან მათი კომპეტენცია და უნარები თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობდა.

შედეგად, მოხდა საკადრო ჩანაცვლებები და ამჟამად, „ლუკოილ ჯორჯიას“ გუნდი დაკომპლექტებულია საერთაშორისო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე გუნდით, რომელთაც სხვადასხვა ქვეყანაში უმუშავიათ „ლუკოილთან“ და ძირეულად იცნობენ ჩვენს ღირებულებებსა და ფასეულობებს.

კომპანია ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება, პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავების შესაძლებლობა, საინტერესო ტრენინგებზე წვდომა და მუდმივი განვითარებისა და წინსვლის პერსპექტივა.