📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზიამ ახალი ფილიალი გახსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განმავითარებელი და ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „სამალავმა" ახალი ფილიალი გახსნა. „სამალავი" 1000-ზე მეტი დასახელების ქართულ და იმპორტირებულ ფუნქციურ სათამაშოს სთავაზობს მომხმარებელს. ბანკმა კომპანიის გაფართოების ხელშეწყობის მიზნით 35,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 70,000 ლარს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ ქართული პროდუქციის დიდ ნაწილს ხის სათამაშოები წარმოადგენს, რომელიც არის სერტიფიცირებული და ეკოლოგიურად სუფთა ლაქ-საღებავებით დამზადებული.

"სამალავის" სამომავლო მიზანი სათამაშოების საკუთარი ხაზის წარმოება და თბილისსა და ბათუმში ფილიალების დამატებაა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ახლახან ახალი ფილიალი გავხსენით და დღეს მომხმარებელს ორი ფილიალიდან ვემსახურებით", - აცხადებს ევა მღებრიშვილი, „სამალავის" დამფუძნებელი.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით კომპანია „სამალავი" კიდევ უფრო ვითარდება. "საქართველოს ბანკისთვის" ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მიგვაჩნია, რომ ასეთი ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში. მინდა წარმატება ვუსურვო გუნდს სამომავლო გეგმების განხორციელებაში", - აცხადებს საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, მერაბ ახვლედიანი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი