სუპერდრაი ყოველთვიურად 30 მილიონ პლასტმასის ბოთლს გადაამუშავებს

British Iconic Brand საქართველოში!

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რამდენიმე წლის წინ, ნოემბრის თვეში, ბრიტანული სულისკვეთებით შექმნილმა „სუპერდრაიმ“, თავის ლოკაციად „გალერია თბილისი“ შეარჩია. გამორჩეული ფერადი ტანსაცმელი, ვინტაჟური სტილითა და იაპონური გრაფიკით, ქართველმა მომხმარებელმა სიხარულით მიიღო.

სუპერდრაი

ბრენდის სიახლეებისაკენ მისწრაფება განაპირობებს მსოფლიოში მისი ლოიალური მომხმარებლების სიმრავლეს. საქართველოც არ არის გამონაკლისი. „სუპერდრაი“ არ არის მხოლოდ გამორჩეული სტილი − „სუპერდრაი“ არის თქვენი წვლილი დედამიწის კეთილდღეობისათვის.

პლასმასის 30 მილიონი ბოთლი

პლასტმასის ბოთლებს მეორე სიცოცხლეს „სუპერდრაის“ ქურთუკები შესძენს.

2020 წლიდან „სუპერდრაიმ“ დედამიწის პლასტმასის ნარჩენებისაგან გასუფთავება-დაცვა დაიწყო.

ყოველწლიურად:

  • „სუპერდრაი“ გადაამუშავებს 30 მილიონზე მეტ პლასტმასის ბოთლს.
  • გადამუშავების შედეგად მიღებული მასალით კი, ქურთუკების შიგთავსი შეიქმნება.

დამუშავების ახალი ტექნოლოგიის შედეგად, წარმოებისას 40%-ით ნაკლები ელექტროენერგია გამოიყენება.

„სუპერდრაი“ ეკომეგობრული ქურთუკების წარმოებაში ლიდერია!

  1. Superdry − 441
  2. Patagonia − 319
  3. Zara − 183
  4. Tommy Hilfiger − 132
  5. H&M − 103
  6. North Face – 73
  7. ASOS (Own brand) – 45

ორგანული ბამბა

ბამბის ქსოვილი ბრენდის ძირითადი პროდუქტია. კერძოდ, დღევანდელი მონაცემებით, 53%.

2025 წლისთვის ბრენდის მიერ წარმოებული ტანსაცმელი სრულად ორგანული ბამბის იქნება, რაც მსოფლიო ნედლეულის 4%-ს შეადგენს.

„სუპერდრაის“ თეთრეულის, მაისურების, პოლოებისა და Orange Label პროდუქცია სრულად ორგანული ბამბაა!

Vegan! მეტი ზრუნვა

2020 წლის ზამთრის სეზონიდან, „სუპერდრაიმ“ ვეგანური ფეხსაცმელი წარმოგვიდგინა.

ფეხსაცმელი შექმნილია The Vegan Society-ის მიერ აღიარებული ტექნოლოგიით.

ფეხსაცმელმა წარმოებამდე 170-ზე მეტი შემოწმების ტესტი გაიარა, რათა დაემტკიცებინა, რომ არ შეიცავს ცხოველურ პროდუქტს.

დედამიწაზე ზრუნვა

2030 წლისთვის „სუპერდრაის“ ყველა საწარმო მოიხმარს მხოლოდ განახლებად ენერგიას.

„სუპერდრაი“ − დიდი ბრიტანეთის სადისტრიბუციო ცენტრი, პირველი საწყობია, რომელიც 100%-ით განახლებად ელექტროენერგიაზე მუშაობს.

Financial Times-ის მიხედვით, Climate leaders 2021 წლის სიის სათავეში „სუპერდრაი“ ლიდერობს.

ბრენდი გამოირჩევა ევროპის მასშტაბით არსებული 300 კომპანიისგან, რომელიც ზრუნავს დედამიწის ეკოსისტემის კეთილდღეობაზე.

2021 წელს „სუპერდრაის“ აღმასრულებელი დირექტორი, ჯულიან დანკერტონი, Soil Association BOOM-მა საუკეთესო ორგანული ელჩის ტიტულით დააჯილდოვა ორგანული ინიციატივებისთვის. რამდენიმე თვით ადრე კი, „სუპერდრაი“ „პოზიტიური ცვლილებების“ ჯილდოს მფლობელი გახდა Drapers Sustainable Fashion Awards 2021-ზე.

Welcome to the family!

„სუპერდრაის“ ინტერესებს და ხედვებს ბევრი ცნობილი სახე იზიარებს.

პანდემიის პერიოდში „სუპერდრაის“ გუნდს ბრაზილიელი ფეხბურთელი − ნეიმარი შეუერთდა, რომელიც ბრენდის ორგანული ბამბის ხაზის სახეა. ნეიმარის კოლექციის ქვეშაა მამაკაცის სრული თეთრეულის ხაზი.

რამდენიმე დღის წინ კი, ბრენდის ოჯახს ცნობილ ბრიტანელ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემის უფროსი შვილი − ბრუკლინ ბექჰემიც შეუერთდა: 

“Sustainability has always been an important cause for me, so partnering with Superdry was an easy decision. When I found out that they had the ambition to become the world’s most sustainably listed fashion brand by 2030, I knew that I wanted to join in any way I could. I have been consistently impressed by the work they have done behind the scenes to meet their goal.”

Brooklyn Beckham

მეტი ინფორმაციისთვის დაუმეგობრდით "სუპერდრაი საქართველოს"

https://www.instagram.com/iconic.ge/

https://www.facebook.com/SuperdryGeorgia

ესტუმრეთ ოფიციალურ ონლაინმაღაზიას: www.iconic.ge

წყარო: https://www.superdry.com/concepts/gft

https://careers.superdry.com/about-us