📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საიტის შემქმნელების უპირატესობები მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Website Builder Benefits

თანამედროვე სამყაროში ინტერნეტის როლი და დატვირთვა დღითიდღე იზრდება. მცირე თუ საშუალო ბიზნესით დაინტერესებული მომხმარებლების ქცევის განსაზღვრა კი უფროდაუფრო მარტივი ხდება.

ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობისთვის აუცილებელია ვებ-გვერდის არსებობა, რომელიც პროდუქტის თუ მომსახურების წარმოჩენაში და მომხმარებლების მოზიდვაში დაგეხმარებათ. სამწუხაროდ, დღესაც უამრავი ბიზნესი არსებობს ვებ-გვერდის გარეშე, რომლებიც ძალიან დიდ ზიანს ღებულობენ მისი არქონით.

რა თქმა უნდა, ვებ-გვერდის შექმნა და გამართვა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა, არსებობს პოპულარული საიტის შემქმნელები, რომლებიც დაგეხმარებათ - მარტივად, კომფორტულად და პროფესიონალურად შექმნათ თქვენი ბიზნეს საიტი. საიტი დაგეხმარებათ თქვენი პროდუქტის თუ მომსახურების უკეთ ილუსტრირებაში და გაყიდვების გაზრდაში.

რა არის მცირე ბიზნესის საიტის შემქმნელი?

ალბათ, გაგიჩნდება კითხვა - რა არის საიტის შემქმნელი? ეს არის პროფესიონალური ციფრული ხელსაწყო, რომელიც კოდირების და დიზინის ცოდნის გარეშე გაძლევს საშუალებას შექმნა პროფესიონალური ვებ-გვერდი. Boxmode არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგიძლია შექმნა, სხვადასხვა სფეროს ბიზნეს საიტები რამოდენიმე წუთში უმარტივესად.

საიტის შემქნელი გაძლევს უნიკალურ საშუალებას აირჩიო შენთვის სასურველი დიზაინი, გამომდინარე შენი ბიზნეს საქმიანობიდან და ამ ყველაფრისთვის არ დაგჭირდება არანაირი ტექნიკური უნარი, გარდა შენი გემოვნებისა და სურვილისა.

საიტის შემქმნელით უმარტივესად შეძლებ:

  • შეცვალო ტექსტი საიტზე (სათაურები, აღწერები, ძირითადი აღწერები)
  • შეცვალო ფერები, ფონტი, ფოტოები
  • შეცვალო, გადააწყო შენთვის სასურველი გვერდები
  • შეცვალო და გადაადგილო მენიუ
  • ატვირთო შენთვის სასურველი ფოტოები
  • საიტზე განათავსო ვიდეო
  • დაამატო ბლოგი და გამოაქვეყნო სტატიები
  • დაამატო ლოგო შენი ბრენდისთვის
  • SEO სათაურები & აღწერები

თუ შენი ბიზნესი ითვალისწინებს ონლაინ გაყიდვებს, არც ეგ არ იქნება პრობლემა. შეგიძლია აირჩიო ონლაინ მაღაზიის მზა დიზაინი და დანარჩენზე საიტის შემქმნელი იზრუნებს. შენი პასუხისმგებლობა მხოლოდ საიტის შიდა სტრუქტურის და ტექსტების კორექტირება იქნება.

რატომ უნდა გამოიყენო საიტის შემქმნელი თუ მცირე ბიზნესი გაქვს?

თუ ჯერაც არ გაქვს გადაწყვეტილი, გქონდეს თუ არა საიტი, ან თუ შენი ბიუჯეტი შედარებით შეზღუდულია - აქ ნახავ რიგ უპირატესობებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებენ.

1. არ დაკარგავ ონლაინ მომხმარებლებს

მომხმარებლების კონტენტრაცია ონლაინ სამყაროში ძალიან დიდია, შესაბამისად, ონლაინ გაყდვების სტიმულირება აუცილებელია ნებისმიერი სფეროს ბიზნეისთვის. შესაბამისად, თუ ვებ-გვერდის გარეშე დარჩება თქვენი ბიზნესი, ან მის გარეშე ფუნქციონირებს - ჩათვალეთ, რომ ძალიან ბევრს კარგავთ, როგორც გაყიდვების მიმართულებით, აგრეთვე, ბრენდის ცნობადობით და სანდოობით დამთავრებული.

2. ნაკლები ხარჯები

საიტის შემქნელების (website builders) ერთ-ერთი უპირატესობა მათი ეკონომიურობაა. გამომდინარე იქიდან, რომ საიტის ცალკე დამზადებას, დიზაინს და მის გამართვას უამრავი თანხა სჭირდება - საიტის შემქმნელი 80-90% ით გაგიიაფებთ ამ ხარჯებს.

3. არ გჭირდება კოდირება ან მისი სწავლა

იმისთვის, რომ თქვენი საიტი ააწყოთ, მართოთ და მისცეთ თქვენთვის სასურველი ფუნქციონალი ამისთვის კოდირება არ დაგჭირდებათ. რადგან, უკვე მზა ფუნქციონალია თქვენს განკარგულებაში, რომელთა გმოყენებასაც უმარტივესად შეძლებთ მხოლოდ მაუსის და კლავიატურის დახმარებით, ეგრედწოდებული "Drag and Drop" ფუნქციით.

4. საიტზე განახლებები ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია

არაქვს მიშვნელობა სად იქნები შენ ან შენი გუნდის წერები. საიტის შემქმნელის გვერდზე მარტივი ავტორიზაციით შეძლებ შენს საიტზე სრული წვდომის მიღებას. ამისთვის, მხოლოდ ლეპტოპი/პერსონალური კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა დაგჭირდებათ.

5. დიზაინი ოპტიმიზირებულია ყველა სახის მოწყობილობასთან

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი საიტისთვის არის მისი ადაპტირებულობა ყველა მოწყობილობაზე. საიტის დიზაინი უნდა ერგებოდეს სმარტფონებს, ლეპტოპებს და პერსონალურ კომპიუტერებს რათა ყველა სახის მომხმარებელს კომფორტული ინტერფეისი შევუქმნათ. მსგავსი სახის ადაპტირებულობა მომხმარებლების სანდოობას და კმაყოფილებას ზრდის რაც მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესს გაუმარტივებს.

დროა შექმნა საიტი შენი მცირე ბიზნესისთვის

უკვე შევთანხმდით, რომ საიტი უმნიშვნელოვანესია ყველა სახის ბიზნესისთვის და ამისთვის უამრავი მაგალითი მოვიყვანეთ. მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის საიტის შემქმნელები იდეალური ვარიანტია, რადგან ხარჯების ეფექტურობა და სიმარტივე ყველაზე მასტიმულირებელი კომპონენტებია გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ნებისმიერი მომხმარებლისთვის სანდოობა და რეპუტაცია იზრდება კომპანიისადმი, თუ კომპანიას გამართული, მოწესრიგებული და მომხმარებელზე ორიენტირებული ვებ-გვერდი გააჩნია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე