როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, უცხო ქვეყნებისა და ქალაქების მონახულება და ახალი კულტურის გაცნობა ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო გამოცდილებაა ადამიანის ცხოვრებაში. მოგზაურობა ყველასათვის სასიამოვნო ემოციებთან და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებთან ასოცირდება, ამიტომ, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც თვითმფრინავში ჩაჯდომასა და უცხო ქვეყანაში გამგზავრებაზე არ უოცნებია.

avia.ge

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფინანსებთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული და ბევრი ადამიანი ამის გამო თავს იკავებს მოგზაურობისგან. მათ სამოგზაუროდ წასვლა ძვირ სიამოვნებად ან აუხდენელ ოცნებად მიაჩნიათ. მაგრამ, ამ ადამიანებმა არ იციან, რომ არსებობს სხვადასხვა ხერხები და გზები იმისათვის, რომ ეს ოცნება რეალობად აქციონ და ამისათვის დიდი თანხების გადახდა არ მოუწიოთ. 

ამ სტატიაში მოგიყვებით, რომ მოგზაურობა იმაზე მარტივი და ხელმისაწვდომია, ვიდრე თქვენ  წარმოგიდგენიათ. გაგაცნობთ ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ დაჯავშნოთ ავიაბილეთები იაფად და თქვენს საოცნებო ქვეყენაში იმოგზაუროთ.



 

1. შეიძინეთ ავიაბილეთები წინასწარ

 ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ფაქტორია, რაც ბიუჯეტური მოგზაურობის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოთ. თუ თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ თქვენი მოგზაურობა წინასწარ დაგეგმოთ, მაშინ ძალიან გაგიმართლათ, რადგან ასეთ დროს შეგიძლიათ ავიაბილეთები ბევრად იაფად შეიძინოთ. ფრენამდე 40-60 დღით ადრე თქვენ შეგიძლიათ ავიაკომპანიის საუკეთესო შეთავაზების მფლობელი გახდეთ. სტატისტიკურად, ავიაკომპანიები დაბალ ფასებს სწორედ თვენახევრით ან ორი თვით ადრე გვთავაზობენ, ხოლო როდესაც ფრენამდე ცოტა დრო რჩება, ადგილების რაოდენობა მცირდება და ავიაბილეთების ფასები იზრდება. ამიტომ, დაგეგმეთ თქვენი გამგზავრება წინასწარ და ავიაბილეთებს დაბალ ფასად შეიძენთ.

 

2. იმეგობრეთ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებთან

დღეს რომ მოგზაურობა ასეთი პოპულარულია და ფუფუნების საგანს არ წარმოადგენს, სწორედ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების დამსახურებაა. ეს ავიაკომპანიები საშუალებას გვაძლევენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხელმისაწვდომ ფასებად ვიმოგზაუროთ და ჩვენი ოცნებები რეალობად ვაქციო. რა თქმა უნდა, ისეთ კომფორტს და სერვისებს არ გვთავაზობენ, როგორც მსოფლიოს წამყვანი 5 ვარსკვლავიანი ავიაკომპანიები, თუმცა რამდენიმე საათიანი მცირედი დისკომფორტი თანხის დაზოგვად და დაუვიწყარი დღეების გასატარებლად ნამდვილად ღირს.

 

3. უარი თქვით ჩასაბარებელ ბარგზე

მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, როგორც დაბალბიუჯეტური, ისე მაღალი კლასის ავიაკომპანიები ბარგიან ავიაბილეთებს ყოველთვის ძვირად გვთავაზობენ. თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, შეეცადეთ მხოლოდ ხელბარგი იმყოფინოთ და არ შეიძინოთ ჩასაბარებელი ბარგი, რომელიც თქვენი ავიაბილეთის ღირებულებას საკმაოდ გაზრდის.



 

4. დაგეგმეთ მოგზაურობა სეზონების მიხედვით

როგორც წესი, ზაფხული და ზამთარი ყველაზე აქტიურ სამოგზაურო სეზონებად ითვლება. ზაფხულში ივლისი-აგვისტო, ზამთარში კი საშობაო პერიოდი განსაკუთრებულად მოთხოვნადი ხდება და ავიაბილეთების ფასებიც იზრდება. ამიტომ, შეარჩიეთ ისეთი პერიოდი, რომელიც სამოგზაუროდ მოთხოვნადი არ არის.



 

5. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ კვირის მონაკვეთს

თუ თქვენ გასამგზავრებლად შეარჩევთ სამუშაო დღეებს და არა შაბათ-კვრას, შეძლებთ ავიაბილეთების შეძენისას თანხის დაზოგვას. შეიძლება ეს დაუჯერებლად გეჩვენებათ, მაგრამ ფასები დღეების მიხედვით საკმაოდ განსხვავდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამასაც მიაქციოთ ყურადღება. მოგზაურები იმასაც გვეუბნებიან, რომ სამშაბათ დღეს ავიაბილეთების შეძენა უფრო დაბალ ფასადაა შესაძლებელი, ვიდრე სხვა დღეებში. სცადეთ და იქნებ გაგიმართლოთ.

 

6. შეარჩიეთ რეისი დღის მონაკვეთის მიხედვით

სეზონებთან და კვირის დღეებთან ერთად, ფასებზე გავლენას დღის მონაკვეთიც ახდენს. თუ ძილს და კომფორტს ცოტა ხნით გვერდზე გადადებთ და დილის რეისით იმგზავრებთ, უფრო დაბალ ფასად შეიძნეთ ავიაბილეთს ვიდრე შუადღის ან საღამოს რეისზე. 



7. არ შეიზღუდოთ თარიღებში

მოქნილი გრაფიკი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოგზაურობის დაგეგმვაზე. თუ თქვენ გექნებათ არჩეული კონკრეტული რიცხვები სამოგზაუროდ წასასვლელად, გაგიჭირდებათ იაფი ავიაბილეთების ნახვა. როგორც უკვე ვახსენეთ, ფასები საკმაოდ განსხვავებულია დღეების მიხედვით, ამიტომ თუ რიცხვებში შეზღუდული არ იქნებით, მარტივად შეძლებთ კარგი შეთავაზებებით სარგებლობას. ამისათვის გირჩევთ, რომ ავიაბილეთების მოძებნისას გამოიყენოთ რეისების კალენდარი, სადაც ფასები ყველა თარიღზეა ნაჩვენები და ასე შეძლებთ ყველაზე იაფიანი დღე შეარჩიოთ გასამგზავრებლად.

8. შეიძინეთ ორი გზის ავიაბილეთი ერთდროულად

თუ ორმხრივ ავიაბილეთს ყიდულობთ და გსურთ, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული ავიაკომპანიით ისარგებლოთ, მაშინ უმჯობესია თუ თავიდანვე ორივე გზის ბილეთს ერთად შეიძენთ. ამ შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო დაბალ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის დროს.

 

9. არ არის აუცილებელი პირდაპირ დანიშნულების ადგილას გაემზაგვროთ

სასურველ ქალაქში მოსახვედრად სულაც არ არის აუცილებელი პირდაპირ ამ ქალაქში გაემზაგვროთ. თუ პირდაპირი ფრენის ღირებულება თქვენთვის მიუწვდომელია, არსებობს სხვა გზები, რაც ბიუჯეტურად მოგახვედრებთ საოცნებო დანიშნულების ადგილას.

შეგიძლიათ ამ ქალაქის მიმართულებით მოძებნოთ ტრანზიტული რეისი, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ დანიშნულების ქალაქში ჩახვალთ, მანამდე სხვა რომელიმე ქალაქის აეროპორტში მოგიწევთ რამდენიმე საათი მოცდა, შემდეგ კი საბოლოო დანიშნულების ქალაქში გაემგზავრებით.

ასევე, შეგიძლიათ გაემგზავროთ რომელიმე ახლომდებარე ქალაქში, სადაც პირდაპირი ფრენის ღირებულება უფრო დაბალია და შემდეგ ავტობუსით ან მატარებლით გაემგზავროთ იმ ქალაქში, სადაც მოგზაურობა გაქვთ დაგეგმილი.

 შეიძლება ეს ორი გზა დამღლელად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ თანხას დაზოგავთ, რატომაც არა?!



 

10. ავიაბილეთების მოსაძებნად გამოიყენეთ საუკეთესო საძიებო სისტემა

ავიაბილეთების მოძებნისას დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რომელ სისტემას იყენებთ ამისათვის. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ საძიებო სისტემა და არა უშუალოდ ავიაკომპანიის ვებ-გვერდი, რადგან ამ დროს მხოლოდ ერთი ავიაკომპანიის რეისებზე და შეთავაზებებზე იქნებით დამოკიდებული. ხოლო, თუ საძიებო სისტემას გამოიყენებთ, თქვენ საშუალება გექნებათ ყველა რეისი, რომელიც თქვენთვის სასურველი მიმართულებით სრულდება, ერთ სივრცეში ნახოთ და მარტივად აღმოაჩინოთ თქვენთვის შესაბამისი ავიაბილეთები.

თუმცა, მხოლოდ საძიებო სისტემის გამოყენება არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია მოძებნოთ ისეთი სისტემა, რომელიც თქვენზე იქნება მორგებული და მარტივად შეძლებთ მის გამოყენებას. სწორედ ასეთია https://avia.ge/ -ის საძიებო სისტემა, რომელიც მთლიანად მორგებულია მომხმარებელზე და ავიაბილეთების შერჩევის პროცესს საკმაოდ მარტივს და კომფორტულს ხდის.

თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ფილტრაცია ფასების, აეროპორტების, ავიაკომპანიებისა და სააგენტოების მიხედვით. გამოიყენოთ ფასების კალენდარი, ააწყოთ მარშუტები და მიიღოთ სხვა სერვისები, რომლებიც მოგზაურობისთვის გჭირდებათ. 

სწორედ ყველა ეს ფუნქცია დაგეხმარებათ მოძებნოთ და დაჯავშნოთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად და დაგეგმოთ თქვენი საოცნებო მოგზაურობა.